R, r — ლათინური ანბანის მეთვრამეტე ასო. თავდაპირველი სემიტური ასო სავარაუდოდ თავის აღმნიშვნელი ეგვიტრური ეიროგლიფის (გამოითქმის ტ-პ) გავლენით შეიქმნა, მაგრამ სემიტურში აღნიშნავდა /r/ ბგერას, ვინაიდან მათ ენაში სიტყვა „თავი“ იყო „რეშ“ (ასევე ამ ასოს სახელი). ის განვითარდა ბერძნულ P ῥῶ (რო) და ლათინურ R-ში. შესაძლოა ზოგიერთ ეტრუსკულ და დასავლეთ ბერძნულ ფორმებში ამ ასოს დაემატა მახვილი, რათა ის განესხვავებინათ P-ს გვიანდელი ფორმისგან.