The Voice — ამერიკული ვოკალისტების რეალითი შოუ, რომელიც NBC-ზე გადის. ის ეფუძნება ჰოლანდიის The Voice-ს, რომელის მიზანია იპოვოს ახალი ნიჭიერი (სოლო ან დუეტი) შემსრულებლები 15 წლიდან ზევით[2] ქასთინგის საშუალებით. გამარჯვებული ვლინდება ტელემაყურებლის ხმის მიცემით ტელეფონის, ინტერნეტის, SMS ტექსტის და iTunes Store-ის მეშვეობით. გამარჯვებული იღებს 100,000 აშშ დოლარს და შოუში გამრჯვებისთვის Universal Music Group-ში უწერენ ალბომს. ამერიკის The Voice-ს ამდროისთვის 19 გამარჯვებული ჰყავს: ხავიერ კოლონი, ჯერმეინ პოლი, კასადე პოპი, დანიელა ბრედბერი, ტესეან ჩინი, ჯოშ კაუფმენი, კრეიგ უეინ ბოიდი, სოიერ ფრედერიკსი, ჯორდან სმიტი, ალისენ პორტერი, სანდენს ჰედი, ქრის ბლუ, ქლოია კოჰანსკი, ბრაინ კარტელი, ჩეველ შეპარდი, მაელაინ ჯარმონი, ჯეიკ ჰუტი, ტოდ ტლაიგმენი და კარტერ რუბინი.
ჰოლანდიის The Voice-ის ადაპტაციის მიხედვით, NBC-მ 2010 წლის დეკემბერში დააანონსნა, რომ შოუს სახელი The Voice of America იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით მან სახელი შეამოკლა The Voice-ით.[3] ყველა სეზონში გამარჯვებული იღებს $100,000-ს და Universal Republic Records-ში (1 და 2 სეზონებში) და Universal Music Group-ში (მესამე სეზონი–) ალბომს უწერენ.
არჩევის პროცესი და ფორმატი
ყველა სეზონი იწყება „ბრმა ქასთინგით“, სადაც მწვრთნელები ირჩევენ მომღერლებს თავიანთი გუნდებისთვის (პირველ სეზონში 8; მეორე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუტმეტე, მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე სეზონებში 12; მესამე სეზონში 16; მეთვრამეტე სეზონიდან 10;), რომლებსაც ისინი მთელი სეზონის განმავლობაში მენტორობას გაუწევენ. მწვრთნელების სავარძლები მოქცეულია ზურგით მომღერლებისკენ, სანამ ისინი შესრულებას დაასრულებენ. თუ მწვრთნელი ღილაკს დააჭერს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ის ირჩევს კონკურსანტს. როდესაც მომღერალი თავის გამოსვლას დაასრულებს, იმ შემთხვევაში თუ მას ერთი მწვრთნელი შემოუტრიალდა ის ავტომატურად მის გუნდში ხვდება, მაგრამ თუ მას ერთზე მეტი შემოუტრიალდა, მას შეუძლია თავად აირჩიოს სასურველი მწვრთნელი.[4] მეთოხმეტე სეზონში ბრმა კასტინგებს დაემატა "ბლოკირება", სადაც ერთი მწვრთნელი მეორეს ბლოკავს, რომ მეორემ არ მიიღოს კონკურსანტი.
„რინგზე“ ყველა მწვრთნელი თავისი გუნდის ორ კუნკურსანტს აწყვილებს და ერთ-ერთი მათგანი მწვრთნელის გადაწყვეტილებით შემდეგ ტურში გადადის. თითოეულ სეზონში მწვრთნელს ეხმარება ცნობილი მენოტორი, რომელიც ყველა სეზონში სხვადასხვაა. „რინგს“ ახალი ელემენტი მესამე სეზონში დაემატა; მწვრთნელებს მიეცათ 2 „მოტაცება“ საშუალება, რაც მათ ანიჭებს იმის უფლებას, რომ კონკურსანტი, რომელიც სხვა გუნდიდან გამოეთიშა, თავის გუნდში წაიყვანოს.
ნოკაუტ რაუნდებიც მესამე სეზონში დაემატა და ყველა სეზონში გამოჩნდა, თუ არ ჩავთვლით მეექვსე და მეთექვსმეტე სეზონებს. თითოეული გუნდიდან წყვილდება 2 მომღერალი, რომელებიც ინდივიდუალურად ასრულებენ თავიანთ სიმღერებს. კონკურსანტები მათი გამოსვლიდან რამდენიმე წუთით ადრე იგებენ თუ ვინ იქნებიან მათი მეტოქეები. ამ ტურში ისნი თავად ირჩევენ სიმღერას, თუმცა მათ მენოტრობას ისევ თავიანთი მწვრთნელები უწევენ. შესრულების დამთავრების შემდეგ მწვრთნელი თავად წყვეტს ვინ გადავა შემდეგ ტურში[4]. მეხუთე სეზონიდან ისევე, როგორც რინგზე, მწვრთნელებს საშუალება ეძლევათ „მოიტაცონ“ ერთი მომღერალი, რომელიც სხვა გუნდიდან გამოეთიშა. მეთოთხმეტე სეზონიდან თითო მწვრთნელს შეუძლია გადაარჩინოს ერთი კონკურსანტი თავისი გუნდიდან, რომელიც დამარცხდა. მეთვრამეტე სეზონიდან გადარჩენილი კონკურსანტები იღებენ მონაწილეობას "ოთხი გზის ნოკაუტში", სადაც გამარჯვებულს ხალხი გამოავლენს.
მეექვსე სეზონში ნოკაუტ რაუნდი „რინგის მეორე რაუნდმა“ ჩაანაცვლა[4]. ნოკაუტ რაუნდების მსგავსად, თითოეული კონკურსანტი დაწყვილდება თავისი გუნდის წევრთან. ერთი ცნობილი მრჩეველი ოთხივე მწვრთნელს დაეხმარება თავისი გუნდის მომზადებაში. მწვრთნელები რინგის წყვილს მისცემენ სიმღერების სიას და კონკურსანტები და მწვრთნელები ერთად გადაწყვეტენ რომელ სიმღერას იმღერებენ[5]. თითოეული მწვრთნელი გადაწყვეტს თუ რომელი კონკურსანტი გადავა შემდეგ ტურში. მათ აგრეთვე ეძლევათ ერთი „მოტაცების“ საშუალება.
მეთქვსმეტე სეზონში ნოკაუტ რაუნდი "ლაივ ქროს რინგებმა" ჩაანაცვლა, რომელიც იყო "ქროს რინგების" მსგავსი, რომელიც გამოჩნდა The Voice-ის ჩინურ ვერსიაში. თითო მწვრთნელი არჩევს კონკურსანტს, რომ შეასრულოს კონკურსანტთან, რომელიც სხვა მწვრთნელის გუნდიდანაა. კონკურსანტი, რომელსაც ხალხი თავიანთ რჩეულად ირჩევს, გადადის "ფლეიოფებში". ხოლო დამარცხებული ან გამოეთიშება, ან გადავა "დაბრუნების რაუნდში". "ლაივ ქროს რინგები" მეჩვიდმეტე სეზონში აღარ დაბრუნებულა, რადგან არაპოპულარული გამოდგა "ნოკაუტ რაუნდთან" შედარებით.
კონკურსანტებს, რომლებიც ადრე გამოეთიშნენ, ასევე აქვთ საშუალება, რათა ლაივ შოუებში მიიღონ მონაწილეობა. მეცხრედან მეცამეტე სეზონამდე (თუ არ ჩავთვლით მეთერთმეტე სეზონს), თითო მწვრთნელი გადაარჩენდა ერთ კონკურსანტს (არა რინგებიდან და ნოკაუტებიდან), რომ მოხვედრილიყვნენ ლაივ ფლეიოფებში. მეთხუტმეტე და მეთექვსმეტე სეზონებში არჩეული კონკურსანტები გადადიოდნენ "დაბრუნების რაუნდში" (რომელსაც მეხუთე მწვრთნელი ხელმძღვანელობს) და მონაწილეობდნენ დუელების სერიაში, რათა მიეღოთ ლაივ შოუებში მონაწილეობა. გამარჯვებულს უფლება ჰქონდა, რომელიმე მწვრთნელის გუნდში გადასულიყო.
შოუს საბოლოო ეტაპი „ლაივ შოუებია“, სადაც მომღერალი ყოველ კვირა მაყურებლის ეთერში წარდგება. კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს გამარჯვებული ხდება. მწვრთნელებს აქვთ უფლება გადაარჩინონ ერთი მომღერალი, რომელმაც ვერ მიიღო საკმარისი ხმა შემდეგ ლაივ შოუზე გადასასვლელად. მეორე სეზონიდან კონკურსანტებს შანსი ეძლევათ შეასრულონ ერთი დამატებითი სიმღერა, რომლითაც მწვრთნელების "გულს მოიგებენ". პირველ და მეორე სეზონში თითოეული გუნდიდან ფინალში ერთი მომღერალი გადადიოდა. თუმცა მესამე სეზონიდან წესები შეიცვალა; კონკურსანტი, რომელიც ხმების ყველაზე დაბალ რაოდენობას მიიღებს, პროექტს ეთიშება. ფინალში სამი კონკურსანტი გადის, რომელთაგანც შესაძლებელია ყველა მათგანი ერთი გუნდიდან იყოს.[6] მეშვიდე სეზონიდან კვლავ ოთხი კონკურსანტი გადადიოდა ფინალში (მართალია, თითო გუნდიდან თითო კონკურსანტი აღარ გადადიოდა ფინალში, მაგრამ ასეთი შემთხვევები მოხდა მეათე და მეჩვიდმეტე სეზონებში). მეთვრამეტე სეზონიდან ფინალში ხუთი კონკურსანტი გადადის. ერთ მწვრთნელს, შესაძლოა, დანარჩენებზე ერთ-ით მეტი ფინალისტი ჰყავდეს.
Gnarls Barkley-ის წევრი, სი ლოუ გრინი და Maroon 5-ის სოლისტი, ადამ ლევინი2011 წლის თებერვალში[7] მწვრთნელებად დასახლედნენ, ხოლო ამავე წლის მარტში მათ კრისტინა აგილერა[8] და ბლეიკ შელტონი შეუერთდნენ[9]. აიგლერა და გრინი მეოთხე სეზონში აღარ დაბრუნდნენ და ისინი შაკირამ და აშერმა ჩაანაცვლეს, როგორც შემცვლელმა მწვრთნელებმა[10]. მეხუთე სეზონში აგილერა და გრინი კვლვ დაბრუნდნენ, ხოლო შაკირამ და აშერმა მეექსვსე სეზონში ისინი კვლავ ჩაანაცვლეს.[11][12]2014 წლის თებერვალში, ელენ დეჯენერესთან ინტერვიუში, გრინმა განაცხადა, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა The Voice-ში.[13]2014 წლის 31 მარტს დაანონსდა, რომ ფარელ უილიამსი გახდებოდა გრინის ჩამნაცველებელი.[14]2014 წლის 19 აპრილს დაანონსდა, რომ აგილერას ორსულობის გამო მას მეშვიდე სეზონში No Doubt-ის სოლისტი, გვენ სტეფანი შეცვლიდა[15]. 2014 წლის 20 მაისს შაკირამ და აშერმა განაცხადეს, რომ მეექსვსე სეზონის შემდეგ, ისინი მიხედავენ თავიანთ კარიერას. თუმცა არ გამორიცხავენ იმას, რომ The Voice-ში დაბრუნდებიან.[16]2014 წლის 14 ოქტომბერს NBC-მ ოფიციალურად დააანონსა, რომ მერვე სეზონში მწვრთნელების პანელს კრისტინა აგილერა დაუბრუნდებოდა.[17] მეცხრე სეზონში აგილერა სტეფანმა შეცვალა. მეათე სეზონში აგილერა დაბრუნდა. მეათე სეზონის შემდეგ აგილერამ და უილიამსმა შოუ დატოვეს. 2016 წლის 25 მარტსმაილი საირუსმა განაცხადა, რომ მეათე სეზონის შემდეგ (რომელშიც ის მრჩეველი იყო), ის გახდებოდა The Voice-ის მწვრთნელი და ჩაანაცვლებდა აგილერას. იმავე დღეს ალიშა კისმა განაცხადა, რომ მეთერთმეტე სეზონში ისიც გახდებოდა მწვრთნელი. 2016 წლის 18 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეთორმეტე სეზონში საირუსს სტეფანი ჩაანაცვლებდა, ხოლო საირუსი მეცამეტე სეზონში დაბრუნდებოდა. 2017 წლის 27 აპრილს, ინტერვიუში, რომელიც TV Insider-მა გამოაქვეყნა, კისმა განაცხადა, რომ მეთორმეტე სეზონის შემდეგ The Voice-ს დატოვებდა. მან თქვა: "ვინ იცის, რა მოხდება მომავალში, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია". 2017 წლის 10 მაისს ცნობილი გახდა, რომ კისს ჯენიფერ ჰადსონი ჩაანაცვლებდა. მომდევნო დღეს კი ისიც გახდა ცნობილი, რომ მეთოთხმეტე სეზონში ჰადსონს კელი კლარკსონი ჩაანაცვლებდა. 2017 წლის 18 ოქტომბერს NBC-იმ განაცხადა, რომ კისი, თავისი განცხადების მიუხედავად, მეთოთხმეტე სეზონში დაბრუნდებოდა. 2018 წლის 10 მაისს ცნობილი გახდა, რომ მეთხუტმეტე სეზონში კისს კვლავ ჰადსონი ჩაანაცვლებდა. იმავე სეზონში კელსეა ბალერინი გახდა "დაბრუნების რაუნდის" მწვრთნელი. 2018 წლის 13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჰადსონს მეთექვსმეტე სეზონში ჯონ ლეჯენდი ჩაანაცვლებდა. 2019 წლის 25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ბებე რექსჰა მეთექვსმეტე სეზონში "დაბრუნების რაუნდის" მწვრთნელი გახდებოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მეჩვიდმეტე სეზონში ყველა მწვრთნელი დაბრუნდებოდა. თუმცა ერთი თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლევინმა The Voice დატოვა; მალე ისიც გახდა ცნობილი, რომ ლევინს სტეფანი ჩაანაცვლებდა. 2019 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ მეთვრამეტე სეზონში სტეფანს ნიკ ჯონასი ჩაანაცვლებდა. 2020 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ მეცხრამეტე სეზონში ჯონასს სტეფანი ჩაანაცვლებდა. იმავე წლის ნოემბერში კი ცნობილი გახდა, რომ მეოცე სეზონში სტეფანს კვლავ ჯონასი ჩაანაცვლებს.
კერსონ დეილი შოუს პირველივე სეზონიდან მისი წამყვანია[18]. ალისონ ჰეისლიპი იყო წამყვანი კულისებს მიღმა და ონლიან და სოციალური მედიის კორესპონდენტი[19], რომელიც შემდგომში კრისიტნა მილიანმა ჩაანაცვლა. მილიანი აღარ დაბრუნებულა მეხუთე სეზონში, რადგან იგი Dancing with the Stars-ის მე-17 სეზონის წამყავი გახდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სოციალური მედიის კორესპონდენტობაც დეილს ევალებოდა.