The Singles 81→85 — ინგლისური ელექტრონული ჯგუფ Depeche Mode-ის სინგლების კომპილაცია. იგი გამოვიდა 1985 წელს. თავდაპირველად დისკი ჩრდილოეთ ამერიკაში არ გამოცემულა, ჩაენაცვლა რა Catching Up with Depeche Mode. 1998 წელს, როდესაც გამოიცა The Singles 86–98, The Singles 81→85 ასევე გამოვიდა, რემასტერის სახით და განსხვავებული გარეკანით. 1998 წლის გამოცემაში აგრეთვე არის ორი დამატებითი სიმღერა.