Songs of Faith and Devotion (ქართ. სიმღერები რწმენასა და ერთგულებაზე) — ინგლისური ელექტრონული ჯგუფ Depeche Mode-ის მერვე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 1993 წლის 22 მარტს. წინა ალბომებისგან განსხვავებით აქ უფრო მეტი საგიტარო ჟღერადობაა. გამოსვლისთანავე დისკი მოექცა აშშ და ბრიტანეთის ჩარტების #1 ადგილზე.
Songs of Faith and Devotion იყო უკანასკნელი ალბომი, რომელიც ჩაიწერა ალან უაილდერთან ერთად.
ყველა სიმღერის ავტორი — მარტინ გორი.
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)
|journal=
|date=