Out There! Tour — ინგლისელი მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის მსოფლიო საკონცერტო ტურნე, რომელიც დაიწყო 2013 წლის 4 მაისს და დასრულდა 2015 წლის 22 დეკემბერს. იგი იყო მუსიკოსის პირველი მსოფლიო საკონცერტო ტურნე 2003 წლის Back in the World Tour-ის შემდეგ. ტურნეს ფარგლებში პოლი აგრეთვე პირველად გამოვიდა იაპონიაში, 2002 წლის კონცერტების შემდეგ.
ისტორია
ტურნეს პირველი ოფიციალური შოუ დაგემილი იყო ვარშავაში. ანონსის მიხედვით, მაკ-კარტნი და მისი ბენდი იმოგზაურებდნენ მთელი წლის მანძილზე, ისეთ ადგილებშიც, სადაც მაკ-კარტნი ჯერ არ იყო ნამყოფი. ბრაზილიური შოუების პრეს-კონფერენციიდან ცნობილი გახდა, რომ გამოყენებული იქნებოდა ახალი განათება, პლატფორმა, რომლითაც მაკ-კარტნი მაყურებელთან უფრო ახლოს მივიდოდა და შესრულდებოდა ახალი სიმღერები.[1] ტურნეს კონცერტების ანონსები სხვადასხვა დროს ქვეყნდებოდა, რითაც მოხდა თითოეული საკონცერტო სცენის ცალკე წარმოჩენა. ინტერნეტში გაჟონა რეპეტიციების ფოტოსურათებმაც, რომლებზეც მაკ-კარტნი ჰაერში 6 მეტრზე ადიოდა და ჩანდა ლაზერული განათებაც. პირველივე შოუზე გამოყენებული იქნა ახალი ვიდეო-პროექციები და სცენა, რომელიც LED პანელებისგან იქნა შედგენილი.
პერსონალი
რასტი ანდერსონი (ბეკ-ვოკალი, ელექტრონული გიტარა, აკუსტიკური გიტარა)
პოლ მაკ-კარტნი (წამყვანი ვოკალი, ბასი, აკუსტიკური გიტარა, ფორტეპიანო, ელექტრონული გიტარა, უკულელე)
ბრაიან რეი (ბეკ-ვოკალი, ბასი, ელექტრონული გიტარა, აკუსტიკური გიტარა, დაირა)
პოლ უიკენსი (ბეკ-ვოკალი, კლავიშები, ელექტრონული გიტარა, პერკუსია, ჰარმონიკა)
ფრენკ ერვინის ცენტრი I,[7] BOK ცენტრი I,[8] ბერკლის ცენტრი I,[9] ვარშავის ეროვნული სტადიონი,[10] ვერონას არენა,[11] ეროვნული პარკი,[12] მილერ პარკი[13]