„No Regrets“ — რობი უილიამსის 1998 წლის სიმღერა და სინგლი, ალბომიდან I've Been Expecting You. იგი დაიწერა ჯგუფ Pet Shop Boys-ის მონაწილეობით (სიმღერაში ჟღერს ნილ ტენანტის ვოკალი). დამატებითი სიმღერა ამ სინგლიდან, Sexed Up შეტანილია რობის სხვა სტუდიურ ალბომში Escapology.
ამ სიმღერას უილიამსი საკონცერტო შესრულებისას უძღვნიდა ჯგუფ Take That-ის წევრებს. გარკვეულ მინიშნებებს მის იდეებზე იძლევა სიმღერის ოფიციალური ვიდეოკლიპიც, რომელშიც უილიამსი ცეცხლს უკიდებს უკან დატოვებულ ბენზინის კვალს.
ბრიტანეთი CD1
ბრიტანეთი CD2