Nightlife — ინგლისური სინთპოპ-დუეტ Pet Shop Boys-ის მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1999 წელს. იგი მსოფლიო მასშტაბით 1.2 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.
ალბომის Bilingual გამოცემის შემდეგ ჯგუფი მუშაობდა მიუზიკლზე Closer to Heaven. პარალელურად იწერებოდა სიმღერები, რომელიც შეტანილი იქნა ახალ დისკში. თავდაპირველად Nightlife კონცეპტუალური ალბომის შედგენას გეგმავდა, მაგრამ შემდეგ ჩვეულებრივი დისკო-ალბომის სტანდარტს დასჯერდა.
დიდი წარმატება იქონიეს ალბომის სინგლებმა „I Don't Know What You Want But I Can't Give It Any More“, „New York City Boy“ და „You Only Tell Me You Love Me When You're Drunk“.
ყველა სიმღერის ავტორი — ნილ ტენანტი და კრის ლოუ, გარდა მითითებულისა.
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)