„The Village Voice“ („გრინვიჩ-ვილიჯის ხმა“) — ნიუ-იორკის ყოველკვირეული გაზეთი, რომელიც უპირატესად აშუქებს აშშ-ის უდიდესი ქალაქის კულტურული ცხოვრების მოვლენებს.
დაარსდა 1955 წელს ნორმან მეილერის მონაწილეობით კერძო ბინაში გრინვიჩ-ვილიჯზე.
1956 წლიდან „Obie Award-ის“ პრემიით აჯილდოებს იმ თეატრალურ დადგმებს, რომლებიც Tony Awards-ის თვალსაწიერის გარეთ რჩებიან. სხვადასხვა დროს გაზეთში იბეჭდებოდა ისეთი დიდი ლიტერატორები, როგორებიც არიან ეზრა პაუნდი, ედვარდ ესტლინ კამინგსი, ალენ გინზბერგი, ტომ სტოპარდი. გამოცემის ჟურნალისტები სამჯერ დაჯილდოვდნენ პულიცერის პრემიით.
Village Voice-ის კინომიმომხილველებს დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენდნენ „ამერიკული კინოავანგარდის ნათლიმამა“ ჯონას მეკასი და ენდრიუ სარისი — ომისშემდგომი დროის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი კინოკრიტიკოსები.
დღეისათვის კინოზე წერენ ჯიმ ჰობერმანი და მაიკლ ეტკინსონი.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო