Endless Forms Most Beautiful — ფინური სიმფონიური მეტალ-ჯგუფ Nightwish-ის მერვე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2015 წლის მარტში.[13] Endless Forms Most Beautiful არის ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი, ჩაწერილი ვოკალისტ ფლორ იანსენის, ისევე, როგორც ტროი დონოკლის, ამჯერად როგორც სრული წევრის მონაწილეობით (მანამდე იგი ჯგუფში მიწვეული სახით ჩნდებოდა). ეს აგრეთვე ჯგუფის პირველი ალბომია დრამერ იუკა ნევალაინენის გარეშე, რომელიც ქრონიკული უძილობის გამო ჯგუფიდან დროებით წავიდა. დასარტყმელი საკრავების პარტიები ალბომზე შეასულა კაი ჰატომ (ჯგუფები Wintersun და Swallow the Sun).
ალბომის პირველმა სინგლმა "Élan" 2015 წლის 9 თებერვალს სხვადასხვა საიტზე გაჟონა[14], 13 თებერვალს ოფიციალურად გამოცემამდე 4 დღით ადრე.[15] "Endless Forms Most Beautiful" გამოვიდა 2015 წლის 8 მაისს, ალბომის მეორე სინგლის სახით.[16][17]
ყველა ტექსტის ავტორი — ტუომას ჰოლოპაინენი, გარდა Weak Fantasy-ს და Yours Is an Empty Hope-ის (ჰოლოპაინენი/მარკო ჰიეტალა; მუსიკა — ჰოლოპაინენი, გარდა მითითებულისა.
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)