Black Clouds & Silver Linings — ამერიკული პროგრესული როკ-ჯგუფ Dream Theater-ის მეათე სტუდიური ალბომი. იგი გამოიცა 2009 წლის 30 ივნისს, ლეიბლზე Roadrunner Records. ალბომის პროდიუსერები არიან ჯგუფის წევრები, გიტარისტი ჯონ პეტრუჩი და ყოფილი დრამერი მაიკ პორტნოი.
არსებობს ალბომის რამდენიმე ვერსია: 1 დისკიანი, 3 დისკიანი (დამატებითი ინსტრუმენტული და ქავერ-ვერსიებით). ალბომში შეტანილი სიმღერების ჩაწერა დაიწყო 2009 წლის 19 მაისს. გამოცემამდე ჯგუფი კვირაში ერთხელ აქვეყნებდა თითო სიმღერას ალბომიდან.
2010 წლის 8 სექტემბერს მაიკ პორტნოიმ დატოვა Dream Theater. ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი ალბომი, სადაც იგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა.
ალბომზე მუშაობა დაიწყო 2008 წლის ოქტომბერში.[12] მაიკ პორტნოიმ განაცხადა რომ Dream Theater-ის ძველი ალბომები და სინგლები , კერძოდ :„A Change of Seasons“, „Octavarium“, „Learning to Live“, „Pull Me Under“ და „The Glass Prison“ ყველა გაერთიანებულია Black Clouds & Silver Linings-ში.[13] მოგვიანებით ჯორდან რუდესმა განაცხადა რომ ალბომში ცოტათი იგრძნობა გოთიკა.[14]
ალბომში შემავალი სიმღერების ტექსტები, ეკუთვნის ჯონ პეტრუჩის და მაიკ პორტნოის. სიტყვები ძირითადად ეხება მათ პირად გამოცდილებას და მათი ცხოვრების მძიმე წუთებს. პეტრუჩიმ დაწერა A Nightmare to Remember რომელიც ეხება ავტო-კატასტროფას, რომელშიც ის მოხვდა ბავშვობაში. დაწერა ასევე Wither რომელშიც ასახულია თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სიმღერის შექმნა.[15] პორტნოიმ დაწერა The Best of Times, რომელიც ეხება მის მამას, რომელიც გარდაიცვალა კიბოთი.[16]
Wither როგორც სინგლი, გამოვიდა 2009 წლის 15 სექტემბერ15 სექტემბერს. არსებობს სინგლის რამდენიმე ვერსია: მხოლოდ ფორტეპიანო და ვოკალი, ალტერნატიული ვერსია სადაც ვოკალი არის ჯონ პეტრუჩი. ასევე არსებობს The Best of Times-ის მეორე ვერსია სადაც ვოკალი არის მაიკ პორტნოი.
Greatest Hit (...and 21 Other Pretty Cool Songs)