A Night at the Opera — ინგლისური როკ-ჯგუფ Queen-ის მეოთხე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1975 წელს. თავისი დროისთვის ეს იყო ყველაზე ძვირადღირებული ჩანაწერი, რომლის ჩაწერის დაფინანსებაც შეტანილი იქნა მსოფლიო რეკორდების სიაში. მიუხედავად ამისა, ხარჯები ანაზღაურებული იქნა მოზღვავებული პოპულარობით, ხოლო დისკი გაიყიდა დაახლოებით 3 მილიონი ასლის ოდენობით. ალბომის განსაკუთრებული წარმატება განაპირობა ორმა სინგლმა, Bohemian Rhapsody და You're My Best Friend.
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)