Deep Cuts, Volume 3 (1984–1995) — ინგლისური როკ ჯგუფ Queen-ის 2011 წლის კრებული, უკანასკნელი სერიაში Deep Cuts. მასში შეტანილია ჯგუფის მიერ 1984-1995 წლებში ჩაწერილი კომპოზიციები, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზით, არ არის ცნობილი Queen-ის ჰიტებად. დისკი გამოვიდა 2011 წლის 5 სექტემბერს, ალბომების The Works, A Kind of Magic, The Miracle, Innuendo და Made in Heaven ახალი რემასტერინგების პარალელურად.