ჯუჯა ტინამუ (ლათ. Taoniscus) — ფრინველთა გვარი ტინამუსებრთა ოჯახისა.[1] მოიცავს ერთადერთ სახეობას — ჯუჯა ტინამუს (ლათ. Taoniscus nanus), რომელიც გავრცელებულია ბრაზილიაში. ტანად მცირე ფრინველია. შეფერილია ნაცრისფერ-ყავისფრად. გვარს მეცნიერული სახელი კონსტანტინ ვილჰელმ ლამბერტ გლოგერმა უწოდა 1842 წელს.[2]
სქოლიო