ჯონ რის-დეივისი (დ. 5 მაისი, 1944) — უელსელი მსახიობი და გამხმოვანებელი. ის ცნობილია ბეჭდების მბრძანებელი ტრილოგიაშიგიმლის როლის შესრულებისთვის და ხეწვერას გახმოვანებისთვის. ის ასევე პოპულარულია ინდიანა ჯონსის ფილმებში შესრულებული სალაჰის როლისათვის. ჯონმა ასევე ითამაშა მაიკლ მალონეს როლი 1950 წლის სატელევიზიო სერიალის 1993 წლის რიმეიქში ხელშეუხებლები. მან ითამაშა ვასკო როდრიგესის როლი მინი სერიალში შოგუნ, პროფესორი მაქსიმილიან არტურო ს როლიოსლაიდერსში, მეფე რიჩარდ I-ის როლი რობინ შერვუდში, გენერალი ლეონიდ პუშკინის როლი ჯეიმზ ბონდის ფილმში ნაპერწკლები თვალებიდან. მან გაახმოვანა კასიმის პერსონაჟი ფილმში ალადინი და ქურდების მეფე, მან რეი სპანჯბობში, ჰადესი სამართლიანობის ლიგაში და ტობიასი კომპიუტერული თამაშში ფრილანსერები.
ადრეული წლები
ჯონ რის-დეივისი დაიბადა 1944 წლის 5 მაისს სოლსბერიში, ვილტშაირი, ინგლისი, და გაიზარდა ტანგანიიკასა და ამანფორდში, უელსი. დედამისი, ფილის ჯონსი, მედდა იყო, ხოლო მამა, რის-დეივისი, მექანიკოსი [1] და ოფიცერი.[2] 1950-იანი წლების დასაწყისში, მისი ოჯახი რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა: კონგვაში, დარ-ეს-სალამში, მოშიში და მვანზაში. ის ტანგანიკაში იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც იქ მამამისი მსახურობდა. მან განათლება მიიღო ტრუროს სკოლაში და აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტში, სადაც ის ერთ–ერთი პირველი ჩარიცხულ 105 სტუდენტს შორის. მოგვიანებით მან დააარსა ,,დრამატული საზოგადოება". ნორფოლკის უოტონის ოლქის საშუალო სკოლაში სწავლების შემდეგ მან ჩააბარა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში.
პირადი ცხოვრება
რის-დეივისმა იქორწინა სიუზან ვილკინსონზე 1966 წლის დეკემბერში. მათ ორი ვაჟი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 1985 წლიდან განცალკევებულად ცხოვრობდნენ, მაინც დაქორწინებულები იყვნენ 2010 წლამდე. 2010 წელს სიუზანი ალცჰეიმერის დაავადებით გარდაიცვალა. რის-დეივისი მასზე გარდაცვალებამდე ზრუნავდა. იგი ახლოს დარჩა მასთან და ზრუნავდა მასზე, სანამ იგი გარდაიცვალა.[3]
რის-დეივისი არის თვითგამოცხადებული,, რაციონალისტი " და ,,სკეპტიკოსი ", როდესაც საქმე ეხება რელიგიას, თუმცა იგი დიდ ყურადღებას უთმობს ქრისტიანობას და აღნიშნა, რომ ,,ქრისტიანულმა ცივილიზაციამ სამყარო უკეთესად აქცია, ვიდრე ოდესმე იყო.[6][7]
მან ითამაშა რამდენიმე ქრისტიანულ ფილმში, მათ შორისაა მორდოქაის როლი ღამე მეფესთან ერთად, წმინდა პეტრე ფილმში „მოციქული პეტრე: გამოსყიდვა“, მახარებლის როლი მომლოცველის წინსვლაში (2019) და ჩარლზ კემპის როლი ნიღბის მიღმა.
Პოლიტიკური შეხედულებები
რის-დეივისი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. როგორც უნივერსიტეტის სტუდენტი 1960 წელს, ის იყო რადიკალური მემარცხენე, მაგრამ შეიცვალა მისი შეხედულებები, როდესაც ის დაუპირისპირდა მარგარეტ ტეტჩერს. რის-დეივისი ამბობს, რომ ,,მან (იგულისხმება მარგარეტ ტეტჩერი) ორი ბრწყინვალე მოწინააღმდეგე ისე ბრწყინვალედ დაამარცხა, რომ გადავწყვიტე, ერთხელ მაინც გავჩუმებულიყავი და მომესმინა".[8]
2004 წელს რის-დეივისმა მსოფლიო ჟურნალთან ინტერვიუში განცხადება გააკეთა მუსლიმი მოსახლეობის შესახებ, რომელშიც ნათქვამია: ,,ევროპაში დემოგრაფიული კატასტროფა ხდება, რომელზედაც არავინ საუბრობს. ამას იმიტომ არ უსვამენ ხაზს, რომ არ უნდათ სხვა რასის ხალხი გაანაწყენონ. 2020 წლისთვის ნიდერლანდებში მოსახლეობის 50 %-ზე მეტი 18 წლამდე ახალგაზრდა მუსლიმი წარმოშობის იქნება.[9]
მისი კომენტარები მოიწონა ბრიტანეთის ნაციონალურმა პარტიამ.[10][11] მისი სიტყვები ასევე მოიწონეს National Vanguard- ის რედაქციაში.[12] კონსერვატულ ჟურნალ National Review-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ის წინააღმდეგია ისლამური ექსტრემიზმისა ზუსტად იმიტომ, რომ გრძნობს, რომ ასეთი მოქმედებები არღვევს თანასწორობის, დემოკრატიის, ტოლერანტობისა და მონობის გაუქმების ,,დასავლურ ღირებულებებს”.[13]