ძ, ⴛ, Ⴛ, Ძ[1] (ძილი) — ქართული ანბანის ოცდამერვე ასო (ძველ ქართულში ოცდამეთერთმეტე იყო). შეესაბამება წინაენისმიერ მჟღერ სისინა თანხმოვანს. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ სამი ათასს (3000).
ძ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ხაზისა და წრის კომბინაციაა, რომელიც მარჯვენა ჰორიზონტალის მეშვეობით კვადრატულ არეს იკავებს. ძ ნუსხურში მარჯვნივაა გადახრილი. მხედრულში იგი მომრგვალებული ფორმისაა. ნუსხურსა და მხედრულში ძ ზედა სამ ხაზში იწერება.