უ, ⴓ, Ⴓ (ႭჃ), Უ[1] (უნი) — ქართული ანბანის მეოცე ასო (ძველ ქართულში ოცდამესამე იყო). თავდაპირველად, ძველ ქართულ სათვალავში მას რიცხვითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან იგი ასომთავრულში დამოუკიდებელი ასო-ნიშანი არ ყოფილა. მოგვიანებით, მე-11 საუკუნიდან აღნიშნავდა რიცხვ ოთხასს (400) ჳიესთან ერთად.
უ ასომთავრულში ორი გრაფიკული ნიშნის — ო-სა და ჳ-ს შეერთებითაა მიღებული. ნუსხურში მათი მოხაზულობანი შერწყმულია რკალურ ფორმებზე გადასვლის შედეგად. უ ნუსხურში მარჯვნივაა გადახრილი. მხედრულში იგი მომრგვალებულ ფორმას იღებს. ნუსხურსა და მხედრულში უ ქვედა სამ ხაზში იწერება.