ა, ⴀ, Ⴀ, Ა[1] (ანი) — ქართული ანბანის პირველი ასო. მისი სახელია „ანი“. გრაფიკული სიმბოლო შუა რიგის დაბალი აწეულობის არალაბიალიზირებული ხმოვანი ბგერისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴀ, ნუსხურში — ⴀ. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ერთს (1). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა შუა ორ ხაზში თავსდება.
იხმარება დამატებით განმასხვავებელ ნიშნად ციფრობრივი ნუმერაციის დროს, როდესაც რამდენიმე საგანს ერთი და იგივე ნომერი აქვს: Iა კლასი, სახლი №47ა.
მოხაზულობა
ასომთავრული ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ
ნუსხური ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ
მხედრული
მთავრული ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ
სახელწოდება
რიცხვითი მნიშვნელობა
IPA
ISO 9984
რომანიზაცია
NGR
ანი
1
/ɑ/
A a
A a
A a
ა-ს მოხაზულობა ასომთავრულში ჰორიზონტალისა და გახსნილი წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ა ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. მხედრულში ერთიანი, მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხურსა და მხედრულში ა შუა ორ ხაზში იწერება.