დაიბადა 1956 წელს. 1978 წელს დაასრულა ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული კოლეჯი. 1980 წელს კორნელის უნივერსიტეტში დაიცვა მაგისტრის ხარისხი, ხოლო 1984 წელს ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მიიღო დოქტორის ხარისხი. ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ ტაიბეის უნივერსიტეტში დაიწყო სამართლის სწავლება.
1990-იან წლებში მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, რომელიც ითვალისწინებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ტაივანის გაწევრიანებას. 2000-2004 წლებში იყო მატერიკულ ჩინეთთან კავშირის სამთავრობო მინისტრი. 2004-2006 წლებში საკანონმდებლო იუანის წევრია. 2006-2007 წლებში ტაივანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერია. 2012 წელს დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში და გადადგა პარტიის ლიდერის თანამდებობიდან.
2016 წლის იანვარში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 57,7 % და გახდა ტაივანის პირველი ქალი-პრეზიდენტი. თანამდებობა დაიკავა 2016 წლის 20 მაისს.