ჩრდილოეთ აფრიკაში ბრძოლა იტალიელებმა დაიწყეს 1940 წლის 10 ივნისს. 14 ივნისს, ბრიტანელებმა ლიბიის საზღვარი გადალახეს და დაიკავეს იტალიელთა პორტი „კაპუცო“. ამას მოჰყვა იტალიელთა კონტრშეტევა რის შედეგადაც მათ ქალაქი სიდი-ბარანი აიღეს თუმცა, ბრიტანელებმა ქალაქი უკან დაიბრუნეს დეკემბერში კონტრშეტევის (ოპერაცია კომპასი) შემდეგ. ოპერაცია კომპასის დროს, იტალიელთა მე-10 არმია განადგურდა და გერმანიის აფრიკის კორპუსი — ერვინ რომელის მეთაურობით, მოგვიანებით ცნობილი როგორც „უდაბნოს მელა“ — გაგზავნილი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში 1941 წლის თებერვალში.ოპერაცია მზესუმზირა ამოქმედდა იტალიური ძალების დასახმარებლად, რათა თავი აერიდებინათ ღერძის სრული მარცხისთვის.
ლიბიისა და ეგვიპტის რეგიონების კონტროლისთვის ბრძოლებს მერყევი სერია მოჰყვა, რამაც 1942 წლის ოქტომბერშიელ-ალამეინის მეორე ბრძოლაში მიაღწია კულმინაციას, როდესაც ბრიტანეთის თანამეგობრობის ძალებმა გენერალ ლეიტენანტბერნარ მონტგომერის მეთაურობით გადამწყვეტი დარტყმა მიაყენეს ერვინ რომელის აფრიკულ კორპუსს. 1942 წლის ნოემბერში ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში ანგლო-ამერიკული დესანტის (ოპერაცია ტორჩის) და ვიშის საფრანგეთის ძალებთან შემდგომი ბრძოლების შემდეგ, 1943 წლის მაისში მოკავშირეებმა ტუნისის ტერიტორიაზე ალყაში მოაქციეს ასობით ათასი მტრის ჯარისკაცი და აიძულეს დანებება.
ბრიტანული ენიგმას საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეთა წარმატებისთვის. მოკავშირეთა ამ წარმატებას მოჰყვა იტალიის კამპანია, რამაც გამოიწვია იტალიაში ფაშისტური მთავრობის დამხობა და გერმანიისთვის მთავარი მოკავშირის დაკარგვა.
ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიას ხშირად ეწოდებოდა „ომი სიძულვილის გარეშე“, წმინდა სამხედრო შეტაკება უდაბნოში პარტიზანული შეტაკებებისა და ეთნიკური წმენდის გარეშე, რაც პარალელურად ხდებოდა ევროპაში. ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებენ ბოლოდროინდელი ისტორიკოსები, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში მართლაც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობდა და კამპანია გამოირჩეოდა მრავალი სისასტიკითა და შეურაცხყოფით როგორც გერმანული, ისე იტალიელი ძალების მიერ სამხედრო ტყვეებისა და ადგილობრივი ებრაელი ბერების მიმართ.[6]
10 ივნისს იტალიამ, როგორც გერმანიის მოკავშირემ, ომი გამოუცხადა საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს. ბრიტანულ ძალებს ეგვიპტეში ნაბრძანები ჰქონდათ, რომ დაეკავებინათ თავდაცვითი პოზიცია და თავი აერიდებინათ პროვოკაციებისთვის. თუმცა 11 ივნისს იტალიელთა წინააღმდეგ დაიწყო რეიდების სერია ლიბიის ტერიტორიაზე. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, იტალიური ძალები ტრიპოლიტანში - ტუნისში გამაგრებული ფრანგული ჯარების წინაშე - გადანაწილდნენ კირენაიკაში, რათა გაეძლიერებინათ იტალიური მეათე არმია. ამან, ბრიტანული ძალების სტაბილურად დამამცირებელ აღჭურვილობასთან ერთად, აიძულა გენერალ არჩიბალდ ვეველს დაესრულებინა დარბევა და დაეცვა ეგვიპტის საზღვრები მცირე სკრინინგის ძალებით.
იტალიელმა დიქტატორმაბენიტო მუსოლინიმ, 8 აგვისტოს, იტალიის მე-10 არმიას უბრძანა შეტევა ეგვიპტეზე. ორი დღის შემდეგ, არანაირი შეტევა არ განხორციელებულა, მუსოლინიმ უბრძანა მარშალ გრაციანის, რომ იმ მომენტში, როდესაც გერმანიის ძალები დაიწყებდნენ ოპერაცია ზღვის ლომს, ამ დროს უნდა გადასულიყვნენ შეეტევაზე. 8 სექტემბერს, იტალიელთა ძალებს უბრძანეს რომ უნდა წამოეწყოთ შეტევა ეგვიპტეზე მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ტრანსპორტის პრობლემა და ცუდადაც იყვნენ შეიარაღებულები. საბრძოლო გეგმის მიხედვით სანაპირო ზოლზე უნდა მიეტანათ იერიში და შეზღუდული ჯავშანტექნიკა იმოქმედებდა უდაბნოს ფლანგზე.
იტალიის წინსვლის შესაჩერებლად, ვეველმა თავის სკრინინგის ძალებს უბრძანა შეევიწროებინათ იტალიელები და დაეწიათ მერსა მატრუჰისკენ სადაც იყო გამაგრებული ბრიტანული ქვეითი არმია. უდაბნოს ფლანგის პოზიციები დაიკავა ბრიტანეთის მეშვიდე ჯავშანტექნიკის დივიზიონმა და შეუტიეს იტალიელთა ძალებს.
16 სექტემბრისთვის იტალიელთა ძალებმა მიაღწიეს მაკტილას, მერსა მატრუჰის დასავლეთით დაახლოებით 130 კილომეტრში, სადაც შეექმნათ ლოჯისტიკის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მუსოლინი მათ მოუწოდებდა გაეგრძელებინათ შეტევა, გრაციანმა თავის ჯარისკაცებს უბრძანა გაეთხარათ სანგრები სიდი ბარანის გარშემო და გამაგრებული ბანაკი შეექმნა; სარეზერვო ჯარი განალაგა ძირითადი ძალების უკან. ბრიტანელებმა დაგეგმეს 5 დღიანი შეტევა (ოპერაცია კომპასი), რომლის მთავარი მიზანი იყო იტალიელთა ბანაკზე შეტევა. ბრიტანელთა თანამეგობრობის ძალები შეადგენდა 36 000 კაცს, 9 დეკემბერს შეუტიეს იტალიის 10 დივიზიისგან შემდგარ არმიის ავანგარდს. წარმატებული შეტევების შემდეგ იტალიელებმა უკან დაიხიეს. იანვარში დაიკავეს პატარა პორტი ბარდია, მალევე დაიკავეს ტობრუკის გამაგრებული პორტი.
დაახლოებით 40 000 იტალიელი დაატყვევეს ორ პორტში და მის გარშემო ტერიტორიაზე, ხოლო მეათე არმიის დარჩენილი ნაწილი უკან იხევდა სანაპირო გზის გასწვრივ ელ აგეილაში. რიჩარდ ო'კონორმა მე-7 ჯავშანტექნიკის დივიზიონო გაგზავნა უდაბნოში მცირე სადაზვერვო ჯგუფით. ბედა ფომს 90 წუთით ადრე მიაღწია სანამ იტალიელები მათ უკან დასახევ გზას ჩაკეტავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სასოწარკვეთილად ცდილობდნენ ბრიტანული ძალების დაძლევას ბედა ფომის ბრძოლაში, იტალიელებმა ვერ შეძლეს ხაზის გარღვევა, არმიის ნარჩენები დანებდნენ. 10 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მოკავშირეთა ძალებმა გაანადგურეს იტალიის მეათე არმია და მიაღწიეს ელ აგეილას, აიყვანეს 130,000 სამხედრო ტყვე.[7]
მუსოლინიმ დახმარება სთხოვა თავის მოკავშირე გერმანიას, როდესაც იტალიელმა გენერლებმა დიდი რაოდენობით დამხმარე ძალები გააგზავნეს ჩრდილოეთ აფრიკაში კოლონიების დასაცავად. ეს გაფარათოებული ძალები მოიცავდა არიეტის ჯავშანტექნიკის დივიზიას ეტორე ბალდასარის მეთაურობით. ამასობაში გერმანელებმა ნაჩქარევად შეკრიბეს მოტორიზებული ძალები, რომელთა ძირითადი ელემენტები ტრიპოლში თებერვლის თვეში ჩავიდნენ. ეს იყო შედარებით მცირე საექსპედიციო ძალა, რომელსაც ადოლფ ჰიტლერმა აფრიკის კორპუსი უწოდა, ერვინ რომელის მეთაურობის ქვეშ მოექცა. მისი ბრძანება იყო იტალიელების გაძლიერება და მოკავშირეთა შეჩერება. თუმცა, მხოლოდ ერთი პანცერის დივიზიის თავდაპირველი ვალდებულება და შემდგომში არაუმეტეს ორი პანცერისა და ერთი მოტორიზებული დივიზიის არსებობა, მიუთითებდა გერმანიის ჩართულობისა და ერთგულების შეზღუდულ ზომაზე ოპერაციების ამ ნაწილში. ჯარის დიდ ნაწილს იტალიელები შეადგენდნენ ამიტომაც იტალიელებს ევალებოდათ ბრძოლა. მოკავშირეთა მოწინავე ძალა —სახელად XIII კორპუსი — თავდაცვით პოზიციებზე გადავიდა მანამ სანამ ვეტერანები საბერძნეთში იყვნენ განაწილებული. მეშვიდე ჯავშანტექნიკის დივიზიონი ნილოსის დელტებზე დადგა. ვეტერანები ჩაანაცვლეს ახალგაზრდა ჯარისკაცებით რომლებიც ცუდად იყვნენ აღჭურვილები.
მიუხედავად იმისა, რომ რომელს უბრძანეს თავდაცვითი პოზიციის დაკავება ის გადავიდა შეტევაზე მარტში. მარტი-აპრილის თვეებში მოკავშირეთა ძალებს უკან დაახევინეს და დაატყვევეს წამყვანი ოფიცრები. ავსტრალიის მე-9 ქვეითი დივიზია დაბრუნდა ტობრუკის ციხესიმაგრეში და მოკავშირეთა დანარჩენმა ძალებმა კიდევ 160 კილომეტრი აღმოსავლეთით დაიხიეს ლიბია-ეგვიპტის საზღვრამდე. როდესაც ტობრუკი ალყაში მოექცა იტალიურ-გერმანული ძალების მიერ, მცირე საბრძოლო ჯგუფმა განაგრძო შეტევები აღმოსავლეთისკენ. დროებით დაიპყრო ფორტ კაპუცო და ბარდია, შემდეგ ეგვიპტეში გადავიდა და აპრილის ბოლოს აიღო სოლუმი ასევე ტაქტიკურად მნიშვნელოვანი ჰალფაიას უღელტეხილი. რომმელმა გაამაგრა ეს პოზიციები, გააძლიერა საბრძოლო ჯგუფი და უბრძანა მათ თავდაცვა.[8]
მიუხედავად იმისა, რომ იზოლირებული იყვნენ ხმელეთზე, ტობრუკის გარნიზონი განაგრძობდა მარაგებისა და რეზერვისტების მიღებას, რომლებსაც ღამით სამეფო საზღვაო ფლოტი აწვდიდა. რომელის ძალებს არ გააჩნდათ სათანადო ძალა და წვრთნა, რომ აეღოთ ციხე. ამან შექმნა მომარაგების პრობლემა მისი მოწინავე ერთეულებისთვის. მისი ფრონტის პოზიციები სოლუმში იყო გაფართოებული მომარაგების ჯაჭვის ბოლოს, რომელიც ტრიპოლიდან იყო გადაჭიმული და ტობრუკის სანაპირო ზოლს გვერდს უვლიდა. გარდა ამისა, მისი ჯარი მუდმივად იყო ბრიტანული ძალების თავდასხმის საფრთხის ქვეშ. ტობრუკის გარეშე ღერძის, შემდგომი წინსვლა ეგვიპტეში არაპრაქტიკული იყო.[9]
მოკავშირეებმა წამოიწყეს მცირემასშტაბიანი კონტრშეტევა, თუმცა, მათ ვერ დაიკავეს წინა პოზიციები და უფრო ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს, სახელწოდებით ოპერაცია საბრძოლო ნაჯახი, რაც მიზნად ისახავდა ტობრუკის ალყის გარღვევას, მაგრამ ეს ოპერაცია ჩაიშალა.
„ოპერაცია საბრძოლოს ნაჯახის“ წარუმატებლობის შემდეგ, არჩიბალდ ვეველი გაათავისუფლეს და შეცვალა კლოდ ოჩინლეკიმ. დასავლეთის უდაბნოს ძალები გაძლიერდა XXX კორპუსით. მერვე არმია შედგებოდა თანამეგობრობის ქვეყნების არმიის ძალებისგან, მათ შორის ბრიტანეთის, ავსტრალიის, ინდოეთის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის და სუდანის თავდაცვითი ძალებისგან. კიდევ არსებობდა თავისუფლებისთვის მებრძოლი ფრანგების ბრიგადა მარი-პიერ კოენიგის მეთაურობით.
ახალმა არმიამ, ნოემბერში წამოიწყო ახალი შეტევა, ოპერაცია ჯვაროსანი. ბრძოლის შემდეგ, 70-ე დივიზიის გარნიზონმა ტობრუკში გაარღვია ალყა და ღერძის ძალები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. 1942 წლის იანვრისთვის ფრონტის ხაზი კვლავ ელ-აღეილაზე გადიოდა.[10]
ტრიპოლიდან მარაგებისა და აღჭურვილობის მიღების შემდეგ, ღერძმა განაახლა შეტევა. მათ დაამარცხეს მოკავშირეები გაზალაში და დაიპყრეს ტობრუკი. ღერძის ძალებმა მერვე არმია უკუაგდეს ეგვიპტის საზღვარზე, მაგრამ მათი წინსვლა შეწყდა ივლისში ალექსანდრიიდან 140 კილომეტრში.
მოგვიანებით გენერალი ოჩინლეკი, შეცვალა გენერალმა ჰაროლდ ალექსანდრემ. გენერალ-ლეიტენანტი უილიამ გოტი მთელი მერვე არმიის მეთაურად დანიშნეს, მაგრამ მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს ეგვიპტეში და გარდაიცვალა. იგი შეცვალა გენერალ-ლეიტენანტ ბერნარდ მონტგომერიმ.
ივნისის ბოლოს, ღერძის ძალებს ჰქონდათ შეტევის მეორე მცდელობა რომ გაერღვიათ მოკავშირეთა თავდაცვა ელ ალამეინში ალამ ჰალფაში, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა. გადაჯგუფებისა და წვრთნების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მერვე არმიამ წამოიწყო სრულმასშტაბიანი შეტევა და საბოლოოდ დაამარცხეს იტალია-გერმანიის არმია ელ-ალამეინის მეორე ბრძოლაში, მათ შეტევა განაგრძეს ღერძის ძალებზე დასავლეთისკენ და აიღეს ტრიპოლი1943 წლის იანვრის შუა რიცხვებში.
ოპერაცია ტორჩი
ოპერაცია ტორჩი დაიწყო 1942 წლის ნოემბერში, ეს იყო კომპრომისული ოპერაცია, რომელიც ემსახურებოდა ბრიტანეთის მიზანს ჩრდილოეთ აფრიკაში გამარჯვების უზრუნველსაყოფად, ხოლო ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობას აძლევდა ჩართულიყვნენ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეზღუდული მასშტაბით. გარდა ამისა, რადგან იოსებ სტალინი, საბჭოთა კავშირის ლიდერი, დიდი ხანი ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას ვერმახტის წინააღმდეგ, რათა წითელ არმიაზე ზეწოლა შემსუბუქებულიყო, ეს გარკვეულწილად შვებას მოჰგვრიდა წითელ არმიას აღმოსავლეთში. ფრონტი ღერძის ძალებს ჩრდილოეთ აფრიკის ფრონტისკენ გადაამისამართებდა. გერმანული სატრანსპორტო თვითმფრინავები Ju-52 საჭირო იყო სტალინგრადის ბრძოლისას ალყაში მოქცეული ჯარისკაცების დასახმარებლად, თუმცა თვითმფრინავების ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიისთვის იყო გამოყოფილი.
აშშ-ის მაღალი რანგის მეთაურები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ შემოთავაზებულ დესანტის გადასხმას ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. 1942 წლის 30 ივლისს ლონდონში დასავლეთის მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბის უფროსების (CCS) შეხვედრის შემდეგ, გენერალმა ჯორჯ მარშალმა და ადმირალმა ერნესტ კინგმა უარი განაცხადეს გეგმის დამტკიცებაზე. მარშალი და სხვა ამერიკელი გენერლები მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ ევროპაში შეჭრას წლის ბოლოსთვის, მაგრამ ბრიტანელებმა გეგმა უარყვეს. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა1942 წელს ფრნაგულ ჩრდილოეთ აფრიკაში დაშვებისკენ მოუწოდა, მარშალმა მის ნაცვლად გეგმა შესთავაზა პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს, რომ შეერთებულ შტატებს უარი ეთქვა გერმანულ სტრატეგიაზე და შეტევა განეხორციელებინა წყნარ ოკეანეში. რუზველტი ამბობდა რომ ამით საბჭოთა კავშირს ვერ დაეხმარებოდნენ. მარშალმა ვერ შეძლო ბრიტანელების დარწმუნება, პრეზიდენტმა რუზველტმა გასცა პირდაპირი ბრძანება, რომ ოპერაცია ტორჩი უნდა ყოფილიყო უპირატესი სხვა ოპერაციებზე და უნდა ჩატარებულიყო რაც შეიძლება ადრე.
დესანტის გადასხმა დაიწყო 8 ნოემბერს და დამთავრდა 16 ნოემბერს. გერმანიისა და იტალიის ძალების დაჭერის მცდელობისას, მოკავშირეთა ძალები (ამერიკული და ბრიტანეთის თანამეგობრობა) დაეშვნენ ვიშის მიერ დაპყრობილ ჩრდილოეთ აფრიკაში იმ ვარაუდით, რომ წინააღმდეგობა არ შეხვდებოდათ. მიუხედავად ამისა, ვიშის ფრანგულმა ძალებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მოკავშირეებს ორანში და მაროკოში, მაგრამ არა ალჟირში, სადაც 8 ნოემბერს საფრანგეთის წინააღმდეგობის სახელმწიფო გადატრიალებამ მოახერხა ფრანგული XIX კორპუსის განეიტრალება დესანტის გადმოსხდომამდე. შესაბამისად, დესანტი ალჟირში პრაქტიკულ წინააღმდეგობას არ შეხვედრია და ქალაქი პირველ დღეს აიღეს და აიყვანეს მთელი ვიშის აფრიკის სარდლობა. სამდღიანი მოლაპარაკებებისა და მუქარების შემდეგ, გენერლებმა მარკ კლარკმა და დუაიტ ეიზენჰაუერმა აიძულეს ვიშის ადმირალი ფრანსუა დარლანი და გენერალი ალფონს ჟუინი, გაეცათ ბრძანება რომ დანებებულიყო ორანსა და მაროკოში გამაგრებული ვიშის სამხედრო ძალები. ოპერაცია ტორჩის დროს ამერიკელები ებრძოდნენ ვიშის საფრანგეთისა და გერმანიის საზღვაო გემებს კასაბლანკას საზღვაო ბრძოლაში, რომელიც დასრულდა ამერიკის გამარჯვებით.
ტუნისის კამპანია
ოპერაცია ტორჩის შემდეგ - 1942 წლის ნოემბრის დასაწყისიდან - გერმანელებმა და იტალიელებმა დაიწყეს ჯარის შეკრება ტუნისში, რათა შეევსოთ დანაკლისი, რომელიც დატოვეს ვიშის ჯარებმა.
ნოემბრის შუა პერიოდში მოკავშირეებს შეეძლოთ შეტევა თუმცა მხოლოდ 1 დივიზიონით. დეკემბრის დასაწყისში აღმოსავლეთის სამუშაო ჯგუფი — რომელიც გადაკეთდა ბრიტანეთის პირველ არმიად გენერალ-ლეიტენანტკენეტ ანდერსონის მეთაურობით — შედგებოდა ბრიტანეთის 78-ე ქვეითი დივიზიის, ბრიტანეთის მე-6 ჯავშანტექნიკის, 1-ლი პარაშუტისტთა ბრიგადის, No6 კომანდოს და აშშ-ის 1-ლი ჯავშანტექნიკის ელემენტებისაგან. ამ დროისთვის ერთი გერმანული და ხუთი იტალიური დივიზია ევროპიდან გაიგზავნა და მოკავშირეთა აეროდრომების დაშორება ფრონტის ხაზიდან აძლევდა ღერძს აშკარა საჰაერო უპირატესობას ბრძოლის ველზე. მოკავშირეები შეაჩერეს და უკან დახევა მოუწიათ აღმოსავლეთისკენ, ტუნისიდან 30 კილომეტრის მანძილზე.
ზამთრის პერიოდს მოჰყვა ჩიხების პერიოდი, რომლის დროსაც ორივე მხარე განაგრძობდა ძალების გაფართოებას. ახალი წლისთვის ბრიტანეთის პირველ არმიას ჰყავდა ერთი ბრიტანული, ერთი ამერიკული და ერთი ფრანგული კორპუსი (ბრიტანული კორპუსის მეორე შტაბი აპრილში გააქტიურდა). თებერვლის მეორე ნახევარში, აღმოსავლეთ ტუნისში, რომელმა და ფონ არნიმმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს ძირითადად გამოუცდელი საფრანგეთისა და აშშ-ს ჯარების წინააღმდეგ.
მარტის დასაწყისში, ბრიტანეთის VIII არმიამ მიაღწია ტუნისის საზღვარს. რომმელი და ფონ არნიმი აღმოჩნდნენ მოკავშირეთა ორ არმიას შორის. ისინი უმცირესობაში იყვნენ, ნაკლები კაცი და იარაღი ჰქონდათ. რომმელი დაბრუნდა გერმანიაში ჯანმრთელობის მიზეზების გამო და შეცვალა იტალიელმა გენერალმა ჯოვანი მესემ.
ბრიტანულმა მერვე არმიამ მარტის ბოლოს სასტიკი ბრძოლების შემდეგ გვერდი აუარა ღერძის დაცვას მარეთის ხაზზე და პირველმა არმიამ ცენტრალურ ტუნისში დაიწყო თავისი სრულმასშტაბიანი შეტევა ღერძის ძალების შესუსტების მიზნით, სანამ მათი არმია აფრიკაში არ ჩამოიშლებოდა. ღერძის ძალები 1943 წლის 13 მაისს ჩაბარდნენ და გამოიყვანეს 275000-ზე მეტი სამხედრო ტყვე. საბოლოო არმია რომელიც დანებდა ჩრდილოეთ აფრიკაში იყო გენერალ მესეს პირველი იტალიური არმია. გამოცდილი ჯარის ამ უზარმაზარმა დანაკარგმა მნიშვნელოვნად შეამცირა ღერძის ძალების სამხედრო შესაძლებლობები, თუმცა ღერძის ზოგიერთი შენაერთი გაიქცა ტუნისიდან. აფრიკაში ამ დამარცხებამ გამოიწვია აფრიკაში იტალიისთვის კოლონიების დაკარგვა.
დაზვერვა
ღერძი
ღერძის დაზვერვა წარმატებით მუშაობდა, რადიოკავშირის მიმღები და მონიტორინგის განყოფილების რადიოტრაფიკის საშუალებით. ყველაზე დიდი წარმატება ეგვიპტეში აშშ-ის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბონერ ფელერსის ანგარიშების მიღმა იყო. მას გენერალმა ჯორჯ მარშალმა დაავალა აფრიკაში სამხედრო სიტუაციის შესახებ დეტალური მოხსენებების მიწოდება. ფელერსი გაესაუბრა ბრიტანეთის სამხედრო და სამოქალაქო შტაბის პერსონალს, წაიკითხა დოკუმენტები და ეწვია ბრძოლის ფრონტს. გერმანელებისთვის ცნობილი როგორც „die gute Quelle“ ან უფრო ხუმრობით, როგორც "პატარა ბიჭი", მან გადასცა თავისი მოხსენებები ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს "შავი კოდის" გამოყენებით. თუმცა, 1941 წლის სექტემბერში იტალიელებმა მოიპარეს კოდის წიგნი, რომელიც შეიცავდა შავ კოდს, გადაუღეს ფოტო და დაუბრუნეს რომში აშშ-ს საელჩოს. იტალიელებმა თავიანთი ინფორმაციის ნაწილი თავიანთ გერმანელ მოკავშირეებს გაუზიარეს. გარდა ამისა, "Chiffrierabteilung" (გერმანული სამხედრო შიფრის ფილიალი) მალევე შეძლეს კოდის გატეხვა. ფელერსის მოხსენებები იყო ძალიან დეტალური, რამაც დიდი უპირატესობა მისცა ღერძის ძალებს.
გარდა ამისა, იტალიურმა Servizio Informazioni Segrete-მ ან SIS-ის კოდის შიფრავებმა შეძლეს რადიოშიფრირებული სიგნალების (SIGINT) დიდი ნაწილის დაფიქსირება ბრიტანული თვითმფრინავების ტრაფიკიდან, ისევე როგორც პირველი კლასის შიფრების ბრიტანეთის გემებიდან და სახმელეთო ბაზებიდან, ამის საშუალებით Supermarina-ს (Regia Marina) დროულად აწვდიდნენ ინფორმაციას ხმელთაშუა ზღვის ბრძოლის დროს. მართლაც, იმდენად წარმატებული იყო იტალიის SIS ხმელთაშუა ზღვაში ღერძის საზღვაო დაზვერვის დიდი ნაწილის მართვაში, რომ „ბრიტანეთის მიერ SIGINT-ის შეტევითი გამოყენება დიდწილად უშედეგო იყო იტალიის თავდაცვითი SIGINT-ის დამსახურბით“.
აფრიკის კორპუსს ჰყავდა 621-ე სიგნალების ბატალიონის მობილური მონიტორინგის ელემენტის სადაზვერვო სამსახურები, რომელიც ჩავიდა ჩრდილოეთ აფრიკაში 1941 წლის აპრილის ბოლოს, რომელსაც მეთაურობდა ჰაუპტმან ალფრედ ზიბოჰმი. 621-ე სიგნალების ბატალიონი აკონტროლებდა რადიოკავშირებს ბრიტანულ ქვედანაყოფებს შორის. ბრიტანელებმა არა მხოლოდ ვერ შეცვალეს თავიანთი კოდები რაიმე სიხშირით, ისინი ასევე გამორჩეული იყვნენ ბრძოლაში ცუდი რადიო დისციპლინით. მათი ოფიცრები ხშირად არაკოდირებულად გადასცემდნენ თავიანთ ბრძანებებს, რაც გერმანელებს საშუალებას აძლევდა უფრო ადვილად დაედგინათ ბრიტანული დანაყოფების მდებარეობა. სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც კონტრშეტევა განხორციელდა ღაზალას ბრძოლის დროს, რის შედეგადაც 621-ე სიგნალების ბატალიონი განადგურდა და მათი რამდენიმე დოკუმენტი ხელში ჩაიგდეს, რითაც ბრიტანეთის დაზვერვამ ისარგებლა. ბრიტანელებმა შეძლეს ზარის სიგნალის გაუმჯობესებული ტექნოლოგიების დანერგვა, რადიოტელეფონური კოდები დააწესეს. ხისტი უკაბელო დუმილი შემოიღეს რეზერვში, რეალური შეტყობინებების ამოღების საშუალებით. ასევე ბრძოლაში თავიანთი რადიო დისციპლინა ჩამოაყალიბეს და ყალბი სიგნალები შექმნეს მთელ სამხრეთ სექტორში.
მოკავშირეები
მოკავშირეთა დაზვერვა კითხულობდა ნაცისტების დაშიფრულ შეტყობინებებს, განსაკუთრებით Enigma მანქანით. მოკავშირეების ულტრა პროგრამას თავდაპირველად შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, რადგან ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა საველე მეთაურებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ზოგჯერ აწვდიდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც ნაკლებად გამოსადეგი იყო. გერმანელების შემდეგი ნაბიჯის განსაზღვრის თვალსაზრისით, ულტრაზე დამოკიდებულება ხანდახან უკუშედეგს იღებდა. 1941 წლის მარტშიგერმანიის თავდასხმების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ დაზვერვამ ვაველს აცნობა, რომ OKW-მ აშკარად დაავალა რომმელს არ გადასულიყო შეტევაზე, არამედ მოეცადა სანამ მაისში მე-15 პანცერის დივიზია დაემატებოდა. რომმელმა მიიღო ეს ინფორმაცია, მაგრამ უფრო მეტად საკუთარი თავს ენდო. სჯეროდა, რომ გერმანელებს არ ჰქონდათ განზრახული მნიშვნელოვანი ზომების მიღება, ბრიტანულმა სარდლობამ არ უპასუხა, სანამ ძალიან გვიანი არ იყო. გარდა ამისა რომმელმა ოპერაციის დეტალები არ შეატყობინა იტალიელთა დაზვერვას რადგან სჯეროდა რომ ისინი ზედმეტად იყვნენ დამოკიდებულები დაზვერვაზე. ამგვარად, 1942 წლის 21 იანვარს, როდესაც რომმელმა მეორე შეტევა ელ აღეილას მხრიდან წამოიწყო, კომანდო სუპრემო ისევე გაოცებული იყო ამით, როგორც ბრიტანელები. ულტრამ ბრიტანელებს მიაწოდა ინფორმაცია, როგორიცაა ახალი გერმანელი მეთაურის სახელი, მისი ჩამოსვლის დრო, ღერძის ძალების რაოდენობა და მდგომარეობა, მაგრამ მათ სწორად ვერ მოიძიეს რომმელის გეგმები.
ჩრდილოეთ აფრიკაში Ultra-ს ძირითადი სარგებელი იყო ღერძის ლოჯისტიკის ხაზის გაწყვეტაში წვლილის შეტანა. Ultra intercepts-მა მოკავშირეებს მისცა ღირებული ინფორმაცია ხმელთაშუა ზღვის მასშტაბით ღერძის მიწოდების დროებსა და მარშრუტების შესახებ. ამით ბრიტანელებმა შეძლეს მტრის მომარაგების ჯაჭვის განადგურება.[11] იმ დროს, როდესაც მალტაზე მძიმე საჰაერო თავდასხმა მიმდინარეობდა, ამ ინფორმაციით მოქმედება რთული იყო, მაგრამ მოკავშირეთა საჰაერო და საზღვაო ძალების გაუმჯობესებით, ინფორმაცია მოკავშირეთა წარმატებისთვის მნიშვნელოვანი გახდა. სავარაუდოა, რომ ღერძის მიწოდების 40-60% განადგურდა გაშიფრული ინფორმაციის საშუალებით.[12]
ლიტერატურა
Atkinson, Rick (2004) [2002]. An Army at Dawn: The War in North Africa, 1942–1943. Abacus. ISBN 0-349-11636-9.
Barclay, Brigadier C. N. "Mediterranean Operations". GI – World War II Commemoration. Archived from the original on 21 January 1997. Retrieved 8 September 2010.
Bauer, Eddy (2000) [1984]. The history of World War II (Revised and updated ed.). Great Britain: Silverdale. ISBN 978-1-85605-552-9.
Carell, Paul (1960). Le volpi del deserto. 1941–1943: le armate italo-tedesche in Africa settentrionale [The wolves of the desert. 1941–1943: the Italo-German armies in North Africa]. New York: Bantam.
Forty, George (1998). The Armies of Rommel. London: Arms and Armour Press. ISBN 978-1-85409-379-0.
Jentz, Thomas L. (1998). Tank Combat in North Africa: The Opening Rounds, Operations Sonnenblume, Brevity, Skorpion and Battleaxe, February 1941 – June 1941. Schiffer Publishing. ISBN 0-7643-0226-4.
Keegan, John (2001). Oxford Companion to World War II. Oxford University Press. ISBN 0-19-280666-1.
Lewin, Ronald (1998) [1968]. Rommel As Military Commander. New York: B&N Books. ISBN 978-0-7607-0861-3.
Playfair, Major-General I.S.O.; and Molony, Brigadier C.J.C.; with Flynn RN, Captain F.C. & Gleave, Group Captain T.P. (2004) [1st. pub. HMSO 1966]. Butler, J.R.M (ed.). The Mediterranean and Middle East, Volume IV: The Destruction of the Axis Forces in Africa. History of the Second World War United Kingdom Military Series. Uckfield, UK: Naval & Military Press. ISBN 1-84574-068-8.
Walker, Ian (2006). Iron Hulls, Iron Hearts: Mussolini's Elite Armoured Divisions in North Africa. Ramsbury: Crowood. ISBN 1-86126-839-4.
Willmott, H.P. (1984). June, 1944. Poole, Dorset: Blandford Press. ISBN 0-7137-1446-8.
Zabecki, David T. (2007). "North Africa (1940–1943)". The War. PBS. Archived from the original on 12 April 2010. Retrieved 8 September 2010.
↑Carell, Paul (1960). Le volpi del deserto. 1941–1943: le armate italo-tedesche in Africa settentrionale [The wolves of the desert. 1941–1943: the Italo-German armies in North Africa]. New York: Bantam.
↑Walker, Ian (2006). Iron Hulls, Iron Hearts: Mussolini's Elite Armoured Divisions in North Africa. Ramsbury: Crowood.
↑Forty, George (1998). The Armies of Rommel. London: Arms and Armour Press.
↑Jentz, Thomas L. (1998). Tank Combat in North Africa: The Opening Rounds, Operations Sonnenblume, Brevity, Skorpion and Battleaxe, February 1941 – June 1941. Schiffer Publishing.
↑O'Hara, Vincent; Cernushi, Enrico (Summer 2013). "The Other Ultra: Signal Intelligence and the Battle to Supply Rommel's Attack toward Suez". Naval War College Review.
Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Sungai Mariam, Anggana, Kutai Kartanegara – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR artikel ini perlu dirapikan agar memenuhi standar Wikipedia. Tidak ada alasan yang diberikan. Silakan kembang...
Syrian conflict battles September 2011 – March 2012 Idlib Governorate clashesPart of the Early insurgency phase of the Syrian Civil WarMap of Idlib GovernorateDate8 September 2011 – 27 March 2012(6 months, 2 weeks and 5 days)LocationIdlib Governorate, SyriaResult Rebel victory; Government counter-offensive launched FSA takes control of Saraqib, Binnish, Sarmin, Ariha, Zardana, al-Bara and TaftanazBelligerents Free Syrian Army Syrian Liberation Army[1] Suqour al-Sham...
MAIAAsalJakarta, IndonesiaGenrePopTahun aktif2008–sekarangLabelSony Music Entertainment Indonesia (2008–2011)Le Moesiek (2012–sekarang)Situs webwww.duniamaia.comAnggotaMaia EstiantyMantan anggotaMey Chan MAIA (juga dikenal sebagai Duo Maia) adalah sebuah grup duet yang dibentuk pada tahun 2008 dan awalnya beranggotakan Maia Estianty dan Mey Chan. Pada tahun 2018, Mey Chan mengundurkan diri karena ingin fokus dengan keluarga dan berkarier solo. Sejak itu belum ditemukan penggantinya oleh...
2008 studio album by Los Campesinos!We Are Beautiful, We Are DoomedStudio album by Los Campesinos!Released27 October 2008Recorded12–23 June 2008StudioAvast Recording Co., SeattleElectrokitty, SeattleStars and Sons, TorontoGenreIndie rock, indie pop, noise popLength32:10LabelWichita, Arts & CraftsProducerJohn GoodmansonLos Campesinos! chronology Hold on Now, Youngster...(2008) We Are Beautiful, We Are Doomed(2008) Romance Is Boring(2010) We Are Beautiful, We Are Doomed is the sec...
Mercado Morelos. El Mercado Morelos es un antiguo mercado ubicado en la ciudad de Zamora de Hidalgo en el estado de Michoacán de Ocampo, México. Se encuentra localizado en la zona del Centro histórico de Zamora de Hidalgo, frente a un costado de la actual Catedral de Zamora de Hidalgo. El Mercado Morelos es un inmueble de mediano tamaño pero que sobresale por su valor histórico y arquitectónico. La obra data de principios del siglo XX y se construyó como una medida para modernizar...
لمعانٍ أخرى، طالع إقحام (توضيح). يولد الإقحام تشوهات بنيوية. يسارا: سلسلة دنا غير معدلة، يمينا: سلسلة تم في الٌحام في ثلاث مواضع (المناطق السوداء). الإيثيديوم وهو مقتحم بين زوجين من الزوج القاعدي أدينين-ثايمين. الإقحام في الكيمياء الحيوية هو إدراج جزيئات بين قواعد الدن...
artikel ini perlu dirapikan agar memenuhi standar Wikipedia. Masalah khususnya adalah: Kalimat pengantar perlu diperbaiki karena sangat membingungkan. Silakan kembangkan artikel ini semampu Anda. Merapikan artikel dapat dilakukan dengan wikifikasi atau membagi artikel ke paragraf-paragraf. Jika sudah dirapikan, silakan hapus templat ini. (Pelajari cara dan kapan saatnya untuk menghapus pesan templat ini) Teori peluang adalah cabang matematika yang bersangkutan dengan peluang, analisis fenomen...
Владислав Городецький Народження 23 травня (4 червня) 1863Шолудьки, Брацлавський повіт, Російська імперіяСмерть 3 січня 1930(1930-01-03) (66 років)Тегеран, ІранПоховання Дулябський цвинтарНаціональність полякКраїна Російська імперія→ II Польська РеспублікаДіяльність архітекторП...
Untuk kegunaan lainnya, lihat Negara (disambiguasi). Peta 2021 yang menunjukkan negara-negara dengan pengakuan penuh dan beberapa negara nonanggota PBB; beberapa wilayah yang disengketakan tidak ditampilkan. Negara adalah organisasi kekuasaan yang berdaulat dengan tata pemerintahan yang melaksanakan tata tertib atas orang-orang di daerah tertentu,[1] dan memiliki kekuasaan tertinggi yang sah dan ditaati oleh rakyatnya.[2] Negara juga merupakan suatu wilayah yang memiliki suatu...
2010 Irwin Tools Night Race Race details[1][2][3][4] Race 24 of 36 in the 2010 NASCAR Sprint Cup Series The 2010 Irwin Tools Night Race program cover, celebrating the 100th NASCAR Sprint Cup Series race held at Bristol Motor Speedway. Artwork made by Sam Bass. 100!Date August 21, 2010 (2010-08-21)Location Bristol Motor Speedway, Bristol, TennesseeCourse Permanent racing facility0.533 mi (0.858 km)Distance 500 laps, 266.5 mi (428.89 km)Weather Iso...
American historian This article includes a list of general references, but it lacks sufficient corresponding inline citations. Please help to improve this article by introducing more precise citations. (March 2013) (Learn how and when to remove this template message) Fielding H GarrisonBorn(1870-11-05)November 5, 1870DiedApril 18, 1935(1935-04-18) (aged 64)Baltimore, Maryland, USResting placeArlington National Cemetery38°52′19.1″N 77°04′19.5″W / 38.871972°N 77....
2024 U.S. stage legislative elections For related races, see 2024 United States elections. 2024 United States state legislative elections ← 2023 November 5, 2024 2025 → 85 legislative chambers44 states Party Republican Democratic Coalition Current chambers 56 41 2[a][b] Map of upper house elections: Democratic-controlled chamber up Republican-controlled chamber up ...
Untuk bendera Guyana Prancis, lihat Bendera Prancis. Rasio bendera: 3:5 Rasio bendera: 1:2 Bendera Guyana, dikenal sebagai Mata Panah Emas, disetujui tahun 1966. Dirancang oleh Whitney Smith, seorang ahli bendera Amerika (meskipun tanpa fimbriasi hitam dan putih, yang ditambahkan oleh Perguruan Tinggi Senjata di Britania Raya). Warnanya simbolis: hijau untuk agrikultur dan hutan, putih untuk sungai dan air, emas untuk kekayaan mineral, hitam untuk semangat, dan merah untuk dinamisme. Bendera ...
2022 Bega state by-election ← 2019 12 February 2022 2023 → Electoral district of Bega in the New South Wales Legislative AssemblyRegistered58,785Turnout85.7% First party Second party Candidate Michael Holland Fiona Kotvojs Party Labor Liberal Popular vote 21,361 19,165 Percentage 43.16% 38.72% Swing 12.57 10.18 2CP 55.06% 44.94% 2CP change 11.99 11.99 The Electoral district of Bega in New South Wales MP before election Andrew Constance Liberal Elected ...
English political writer and journalist The Working Men's College in Great Ormond Street, London. Modern view of Galton's home (centre) in Wood Green, London. Frank Wallace Galton (2 November 1867[1] – 9 April 1952), sometimes known as Frank Wallis Galton, was an English political writer and journalist who was secretary to Sidney and Beatrice Webb and later to the Fabian Society. In 1929, he was appointed to the Royal Commission on Transport. Early life Frank Galton was born in 1867...
This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Fling film – news · newspapers · books · scholar · JSTOR (April 2020) (Learn how and when to remove this template message) 2008 American filmFlingTheatrical release posterDirected byJohn Stewart MullerWritten byJohn Stewart MullerLaura BoersmaProduced byJo...
Historical marker for Acton within Interlachen Park, in Lakeland, Florida Acton was a community in Polk County, Florida, United States. The town was situated two miles east of Lakeland, which it preceded. It was a settlement of English people from Great Britain.[1] It was established in 1884 named for Lord Acton. The community began dispersing to Lakeland in 1889[2] and disappeared after the great freeze of 1894. A historical marker in Interlachen Park commemorates its history...
Italian high-performance SUV Motor vehicle Ferrari PurosangueOverviewManufacturerFerrariProduction2023–presentAssemblyItaly: Maranello, Emilia-RomagnaDesignerFerrari Styling Centre under the direction of Flavio ManzoniBody and chassisClassMid-size luxury crossover SUVBody style5-door SUVLayoutFront mid-engine, all-wheel driveDoorsConventional doors (front)Coach doors (rear)RelatedFerrari RomaPowertrainEnginePetrol:6.5 L (6,496 cc) F140IA V12Power output533 kW (715...