ქვემო ხეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, საჭამიასერის თემის ცენტრი (სოფლები: ქვემო ხეთი, კალაგონი, მამულარი, ჩომეთი). მდებარეობს მდინარე ხევისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 320 მ., ჩოხატაურიდან 16 კმ., საჯავახოდან 14 კმ. სოფლის ცენტრში შენდება წმინდა ბარბარეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი. ტაძრის მიმდებარედ არის დიდი სამამულო ომის მონაწილეთა მემორიალი და ნაძვის კორომი.
ისტორია
ქვემო ხეთი შედიოდა ნანეიშვილების სასოფლო საზოგადოებაში. 1870-იან წლებში სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 117 კომლს. სოფელთან ახლოს, საწაბლიოს ქედის ძირში, ჭყორენძუისწყლის შენაკადზე, რომელსაც ჭილაძის წყალს ეძახიან, შემორჩენილი იყო თლილი ქვით ნაგები კვადრატული ფორმის აუზი, რომელსაც ჭილაძის სათევზავი ჰქვია. ის ეკუთვნოდა საჯავახოს მფლობელ ჭილაძეებს. სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ქვის ვრცელი ეკლესია[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 380 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[3] |
889 |
|
|
1911[4] |
1221 |
|
|
2002[5] |
529 |
256 |
273
|
2014[1] |
380 |
189 |
191
|
ეკონომიკა
სოფელში მოქმედებდა ღვინის ქარხანა. გავრცელებული კულტურებია სიმინდი და ვაზი, კერძოდ ცოლიკოური. სოფელი ასფალტირებული გზით უკავშირდება დაბა ჩოხატაურს, საავტობუსო მიმოსვლით უკავშირდება ჩოხატაურს, ბათუმს, სამტრედიას, თბილისს. სოფელში არის საბავშვო ბაღი.[6]
გალერეა
-
ხედი სოფლის ცენტრიდან
-
სოფლის ერთ-ერთი უბანი
-
წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი
ლიტერატურა
სქოლიო