|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუკნარი.
|
ბუკნარი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ქვენობნის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 120 მ., ჩოხატაურიდან 12 კმ. ოზურგეთიდან 15 კმ. სოფელში დგას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, საჯარო სკოლა.[2] სოფელში მოედინება სამკურნალო მინერალური წყალი.
ისტორია
ადგილი, სადაც სოფელი ბუკნარი მდებარეობს, დაფარული იყო ტყით და ბუდობდა ველური ფუტკარი, რომელსაც გურიაში მოიხსენიებდნენ, როგორც „ბუკს“. სოფელი იხსენიება XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან და მისი გაშენება უკავშირდება ბატონყმობის გადავარდნას. შედიოდა ოცხანის სასოფლო საზოგადოებაში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 775 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[3] |
361 |
|
|
1911[4] |
1021 |
|
|
2002[5] |
776 |
392 |
384
|
2014[1] |
775 |
377 |
398
|
ლიტერატურა
სქოლიო