უტრეხტსე-ჰეველრიუგის ეროვნული პარკი (ნიდერლ. Nationaal Park Utrechtse Heuvelrug) — ეროვნული პარკი ნიდერლანდებში, უტრეხტის პროვინციაში. შეიქმნა 2003 წელს. ფართობი 60 კმ². ტერიტორია უკავია დიუნებს, ტყეებს, მდელოებსა და მორენებს. ყველაზე მაღალი ადგილის სიმაღლე 70 მ აღწევს. სიახლოვეს მდებარეობს ქალაქები: ვენენდალი, რენენი, დორნი, დრიბერგენი. მდიდარია ფლორა და ფაუნა. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: ევროპული შველი, მელა, მაჩვი, ტყის კვერნა. დაგეგმილია გარეული ღორისა და კეთილშობილი ირემის ადაპტაცია.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში