უბედა (ესპ. Úbeda) — ქალაქი ესპანეთში, ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების პროვინცია ხაენში. 2009 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 35 649 ადამიანს შეადგენს.
უბედა მეზობელ ქალაქ ბაესასთან ერთად გამოირჩევა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, რასაც ძირითადად XVI საუკუნეში, რენესანსულ სტილში ნაგები ეკლესიათა და სასახლეთა მთელი სერიები წარმოადგენს. ამის გამო, ქალაქები დაცულია, 2003 წლიდან კი მათი რენესანსული მონუმენტები შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ბოლო დროს გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად დასტურდება, რომ უბედაში რომაელების მოსვლამდეც ყოფილა დასახლებები, რომლებიც ჯერ რომაელებმა, შემდეგ კი ვესტგუთებმა დაიპყრეს. იბერიის ნახევარკუნძულზე არაბების მოსვლის შემდეგ, არეალი მნიშვნელოვან ქალაქად იქცა. ის ხელახლა გააშენა აბდ-არ-რაჰმან II-მ (822–852).
რეკონკისტის დროს, 1233 წელს, მეფე ფერდინანდ III-მ უბედა მუსლიმ მმართველებს გამოჰგლიჯა. ამის შემდეგ, ქალაქში ერთმანეთის გვერდიგვერდ, მუსლიმური, ქრისტიანული და ებრაული კულტურები დიდი ხნის განმავლობაში თანაარსებობდნენ.
ალჰამბრა, ხენერალიფე და ალბაისინი გრანადაში · ბურგოსის საკათედრო ტაძარი · ქალაქ კორდობის ისტორიული ცენტრი · ესკორიალი · ანტონიო გაუდის ნამუშევრები · ალტამირის მღვიმის კედლის მხატვრობა · ქალაქ ოვიედოს და ასტურიის სამეფოს ღირსშესანიშნაობები · ძველი ქალაქი ავილა · ძველი ქალაქი სეგოვია და სეგოვიის აკვედუკი · ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელას ძველი ნაწილი · ისტორიული ქალაქი ტოლედო · მუდეხარის სტილი · ქალაქ კასერესის ძველი ნაწილი · სევილიის საკათედრო ტაძარი, სევილიის ალკასარი და ინდოეთის არქივი · ქალაქ სალამანკას ძველი ნაწილი · პობლეტის მონასტერი · ქალაქ მერიდის არქეოლოგიური ანსამბლი · წმინდა იაკობის გზა · სანტა-მარია-დე-გვადალუპეს სამეფო მონასტერი · ისტორიული ქალაქი კუენკა · ლონხა-დე-ლა-სედა · რომის იმპერიის ოქროს საბადოები ლას-მედულასი · იუსოს და სუსოს მონასტრები · კატალონიური მუსიკის სასახლე და სანტ-პაუს ჰოსპიტალი · ესპანეთის ხმელთაშუაზღვის სანაპიროს კლდის ნახატები · ალკალა-დე-ენარესი · სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა · არქეოლოგიური კომპლექსი ტარაკო · ატაპუერკის მთები · ვალ-დე-ბოის რომანული ეკლესიები · ელჩეს პალმების ტყე · ლუგოს რომაული კედლები · არანხუესის სამეფო სასახლე · ქალაქების უბედასა და ბაესის რენესანსის ეპოქის ღირსშესანიშნაობები · ბისკაიის ხიდი · ჰერკულესის კოშკი · პალეოლითური კედლის მხატვრობა სიეგა-ვერდეში · სერა-დე-ტრამუნტანის კულტურული ლანდშაფტი · ვერცხლისწყლის საბადოები ალმადენში · ანტეკერის დოლმენები: მენგა, ვიერა, ელ-რომერალი · მედინა-ასაჰარა · რისკო-კაიდოს კულტურული ლანდშაფტი და გრან-კანარიას წმინდა მთები · პასეო-დელ-პრადო და ბუენ-რეტიროს პარკი · ტალაიოტიკის კულტურის ისტორიული ძეგლები
გარახონაის ეროვნული პარკი · კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები · ტეიდეს ეროვნული პარკი · დონიანას ეროვნული პარკი
მთა მონტე-პერდიდო · ივისა