ხელმოწერის პროცესი.
ტრიანონის საზავო ხელშეკრულება — საზავო ხელშეკრულება, ერთი მხრივ, პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ ცენტრალურ სახელმწიფოთა ბლოკის მონაწილე უნგრეთსა და მეორე მხრივ ომში გამარჯვებულ „მოკავშირე და გაერთიანებულ სახელმწიფოებს“ (აშშ , დიდი ბრიტანეთი , საფრანგეთი , იტალია , იაპონია , საბერძნეთი და სხვა) შორის. ხელი მოაწერეს 1920 წლის 4 ივნისს ვერსალის დიდი ტრიანონის სასახლეში. წარმოადგენდა ვერსალ-ვაშინგტონის სისტემის შემადგენელ ნაწილს. ტრიანონის საზავო ხელშეკრულების მიხედვით, რუმინეთს შეუერთდა ტრანსილვანია და ბანატის აღმოსავლეთი ნაწილი; სერბების, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს - ხორვატია , ბაჩკა და ბანატის დასავლეთი ნაწილი; ჩეხოსლოვაკიას - სლოვაკია და იმიერკარპატების უკრაინა; ავსტრიას გადაეცა ბურგენლანდის პროვინცია . უნგრეთი უარს ამბობდა ნავსადგურ რიეკაზე (ფიუმე), აგრეთვე უარყოფდა ყველა უფლებას და პრეტენზიას ავსტრია-უნგრეთის მონარქიის ან მის მოკავშირეთა ყოფილ ტერიტორიებზე. ვენის არბიტრაჟების (1938 და 1940 წწ.) შედეგად ტრიანონის საზავო ხელშეკრულებამ მნიშვნელობა დაკარგა.
ლიტერატურა
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია , ტ. 10 , , 1986. — გვ. 46.
József Kovacsics: Magyarország történeti demográfiája : Magyarország népessége a honfoglalástól 1949-ig, Budapest : Közgazd. és Jogi Kiadó ; 1963 Budapest Kossuth Ny.
Lajos Thirring: Az 1869-1980. évi népszámlálások története és jellemzői [kész. a Központi Statisztikai Hivatal Népesedésstatisztikai Főosztályán], Bp. : SKV, 1983
რესურსები ინტერნეტში