სოფლის მეურნეობა შრი-ლანკაში

შრი-ლანკის სამხრეთ პროვინციის ხედი

შრი-ლანკის სოფლის მეურნეობის წამყვანი ფორმა ბრინჯის წარმოებაა. ბრინჯი მაჰისა და იალის სეზონების დროს მოჰყავთ.[1] ქვეყნის ცენტრალურ მაღალმთიანეთში ჩაი მოჰყავთ, რომელიც უცხოური გაცვლის მთავარი წყაროა. შრი-ლანკაში ასევე მოჰყავთ ბოსტნეული, ხილი და სხვა მარცვლეული. ქვეყანაში ორი სასოფლო-სამეურნეო პარკი მდებარეობს, რომლებიც შრი-ლანკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა დააარსა. შრი-ლანკის მთელი მოსახლეობიდან 27.1% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული.[2] 2020 წელს სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.4%-ს შეადგენდა.[3]

ისტორია

ბადულის ხედი

შრი-ლანკა (წარსულში ცეილონი) უძველესი დროიდან სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა იყო. შრი-ლანკელთა მთავარ საქმიანობას სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა და ანტიკურ შრი-ლანკაში მიწების დიდი ნაწილიც ამ სექტორისთვის გამოიყენებოდა. მოსახლეობას ძირითადად თავისთვის სამყოფი საკვები მოჰყავდა და ნებისმიერი სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტით საგარეო ვაჭრობა რთული იყო. უძველესი სასოფლო-სამეურნეო დასახლებები მდინარეთა ხეობებში გაჩნდა ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბლობებზე. მთავარი კულტურა ბრინჯი იყო, რომელიც ტერასებზე მოჰყავდათ. ანტიკური შრი-ლანკის ცივილიზაციის ერთ-ერთი მახასიათებელი ირიგაციის განვითარებული ტექნოლოგია იყო. ტერასებზე ბრინჯის კულტივაციისთვის საჭირო წყალს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ათასობით პატარა საირიგაციო ავზიდან აწვდიდნენ. ბრინჯი მხოლოდ წვიმების სეზონზე მოჰყავდათ, ხოლო მშრალი სეზონის დროს მიწები დაუმუშავებელი რჩებოდა. XIX საუკუნემდე მოსახლეობისთვის საკმარისი სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო.[4]

უცხოელთა დამკვიდრების შემდეგ შრი-ლანკაში ახალი კულტურების მოყვანა დაიწყეს. 1722 წელს ნიდერლანდელებმა (ნიდერლანდების ცეილონის დროს) ყავა დაამკვიდრეს, ხოლო ბრიტანელებმა (ბრიტანული ცეილონის დროს), რომლებიც შრი-ლანკაში 1796 წელს ჩამოვიდნენ, ამ კულტურის წახალისება დაიწყეს. ინგლისში ყავის მოხმარების სწრაფ ზრდასთან ერთად ყავაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და შრი-ლანკაში ყავის კულტივაციაც გაფართოვდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ყავის პლანტაციების კრახის შემდეგ ახალი ჯიშების კულტივაცია დაიწყეს. ცენტრალურ მაღალმთიანეთში ყავისთვის გამოყოფილი მიწები ჩაით ჩაანაცვლეს და 1860-იანი წლებიდან ჩაის კულტივაცია წაახალისეს. ქვეყნის მთიან ნაწილში ყავა ჩაიმ ჩაანაცვლა, ხოლო დაბლობ ნაწილში რეზინის წარმოება დაიწყეს. რეზინი 1876 წელს შეიტანეს შრი-ლანკაში, თუმცა მისი კულტივაცია 1890-იან წლებში დაიწყეს და შემდგომ გააფართოვეს. თავდაპირველად სახლებში ქოქოსის მოჰყავდათ, თუმცა შემდეგ ადგილობრივი პლანტატორებიც უფრო მეტად დაინტერესდნენ ამ კულტურით და 1900 წლისთვის ქოქოსი კულტივირებული მიწების 40%-ს მოიცავდა. ქოქოსის დიდი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში იყო დათესილი. XIX საუკუნის ბოლოს პლანტაციებისთვის მიწების გამოყოფასთან ერთად ეს სექტორი ეკონომიკის წამყვანი სექტორი გახდა. 1948 წელს შრი-ლანკის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქცენტი სხვა საკვები პროდუქტების მოყვანაზე გაკეთდა. ცეილონის პირველმა პრემიერ-მინისტრმა და მომდევნო ლიდერებმა ბრინჯისა და სხვა მარცვლეულების მოყვანა წაახალისეს.[4]

ჩაის პლანტაციები

ჩაის პლანტაციები ზღვის დონიდა 1 800 მეტრის სიმაღლეზე ნამუნუკულაში

1860-იანი წლების ბოლოს ყავის პლანტაციების კრახის შემდეგ შრი-ლანკაში ჩაი ექსპერიმენტული მოსავლის სახით დარგეს. ასამის შტატში მკვლევართა რამდენიმე ჯგუფი გაიგზავნა, რათა ახალი მოსავლის მოსაყვანად საჭირო წინაპირობები შეესწავლლათ. 1852 წელს შრი-ლანკაში ბრიტანელი პლანტატორი, ჯეიმზ ტეილორი ჩავიდა, რომელმაც ჩაის მრეწველობა ჯერ კიდევ 1867 წელს დაიწყო. დღეისთვის ჩაი შრი-ლანკის ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო პროდუქტია, რომელზეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მოდის, რაც შრი-ლანკის ეკონომიკას ყოველწლიურად დაახლოებით 700 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების შემოსავალს აძლევს. ჩაის მრეწველობაში პირდაპირ თუ ირიბად 1 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 1995 წლისთვის ჩაის პლანტაციებში პირდაპირ 215 338 ადამიანი იყო დასაქმებული. შრი-ლანკა მსოფლიოში ჩაის მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელია. 1995 წელს იგი მსოფლიოში ჩაის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო (თუმცა არა ― მწარმოებელი) და მსოფლიო ჯამური ექსპორტის 23% სოწრედ მასზე მოდიოდა, თუმცა შემდეგ ცეილონს კენიამ გადაუსწრო.

ნაყოფიერება, გრილი ტემპერატურა და წვიმები ქვეყნის ცენტრალურ მაღალმთიანეთში მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებისთვის მოსახერხებელ კლიმატს წარმოადგენს.[5][6][7]

ჩაის მწარმოებელი მთავარი ტერიტორიებია კანდისა და ნუვარა-ელიის ოლქი ცენტრალურ პროვინციაში, ბადულა, ბუნდარაველა და ჰაპუტალე უვის პროვინციაში, მატარა და მულკირიგალა სამხრეთ პროვინციაში და რატნაპურა და კეგალეს ოლქი საბარაგამუვის პროვინციაში.

სანელებლები

2015 წელს შრი-ლანკიდან სანელებლების ექსპორტის ღირებულება 377 მლნ ამერიკულ დკოლარს გაუტოლდა. შედარებისთვის, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 264 მლნ ამერიკულ დოლარს უდრიდა.

შრი-ლანკის მთავარი საექსპორტო სანელებელი დარიჩინია. ამ სანელელებელს ორ კატეგორიად ყოფენ: ცეილონის დარიჩინად (Cinnamomum Zeylanicum) და Cassia Cinnamon-ად. ცეილონის დარიჩინი უფრო ძვირია და დასავლეთში ძვირადღირებულ პროდუქტებს შორისაა. 2014 წელს შრი-ლანკიდან დარიჩინის ექსპორტი 128 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, რაც ამ წელს დარიჩინის გლობალური ექსპორტის 28%-ს შეადგენდა.[8]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. RICE CULTIVATION en-gb. ციტირების თარიღი: 2021-02-19
  2. Labour Force by sector. ციტირების თარიღი: 2021-02-19
  3. National Accounts of Agriculture.
  4. 4.0 4.1 C.S. Weeraratna and P.A. Weerasinghe (2009). Agriculture of Sri Lanka. Dehiwala: C.S. Weeraratna, გვ. 9-10. ISBN 978-955-51646-0-3. 
  5. „Sri Lanka tops tea sales“. BBC. 1 February 2002.
  6. Role of Tea in Development in Sri Lanka. United Nations Economic and Social Commission for Asia and the Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი 2022.
  7. „South Asia Help for Sri Lanka's tea industry“. BBC News. 4 April 1999.
  8. EDB steps up efforts to preserve Ceylon Cinnamon | Daily FT en. ციტირების თარიღი: 2020-07-15

Read other articles:

Эта статья — о дворянском роде. О носителях фамилии см. Абашидзе (фамилия). Абашидзе Описание герба: см. текст >>> Титул князья Губернии, в РК которых внесён род Тифлисская Часть родословной книги V Подданство Российская империя  Медиафайлы на Викискладе Аб

 

Beijing Subway station Yongdingmenwai永定门外Line 8 platformLine 14 platformGeneral informationLocationYongdingmen Outer Street [zh]Dongcheng District, BeijingChinaCoordinates39°52′03″N 116°23′58″E / 39.867435°N 116.399369°E / 39.867435; 116.399369Operated byBeijing Mass Transit Railway Operation Corporation Limited (Line 8)Beijing MTR Corporation Limited (Line 14)Line(s)      Line 8      Li...

 

Het monument met bloemen Monument op de schietbaan Berkum is een monument aan de Haersterveerweg in Zwolle dat is opgericht ter nagedachtenis aan zeven burgers die op 13 oktober 1944 zijn gefusilleerd als represaille voor een verzetsdaad. Tekst De tekst op de zuil luidt: DEN VADERLANT GHETROUWE A. HAANL. KARSSENA. KRALEE. LINDEBOOMJ.J.M. OVERBEEKJ. TENSEN W.J. TENSEN GEFUSILLEERD13 OCTOBER 1944 Bijzonderheden Het ontwerp is van H. Mastenbroek en J.H. de Herder en is uitgevoerd door Steenhouwe...

ТоршвільTorcheville   Країна  Франція Регіон Гранд-Ест  Департамент Мозель  Округ Саррбур-Шато-Сален Кантон Альбестрофф Код INSEE 57675 Поштові індекси 57670 Координати 48°54′38″ пн. ш. 6°50′58″ сх. д.H G O Площа 6,14 км² Населення 118 (01-2020[1]) Густота 21,99 ос./км² Розміщенн

 

يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (ديسمبر 2018) أبرشية فيينا   البلد روما القديمة  المدة؟ تعديل مصدري - تعديل   أبرشيات الإمبراطورية الرومانية، و...

 

Стратонович Руслан ЛеонтійовичНародився 31 травня 1930(1930-05-31)Москва, СРСРПомер 13 січня 1997(1997-01-13) (66 років)Москва, РосіяПоховання Хованський цвинтарКраїна  СРСР РосіяДіяльність математик, фізикAlma mater фізичний факультет МДУГалузь теорія ймовірностей і теорія ди...

مسابقة فنون القتال المختلطة تقوم بقياس ملاكم فئات الوزن في فنون القتال المختلطة هي فئات وزن تتعلق برياضة فنون القتال المختلطة. القواعد الموحدة لفنون القتال المختلطة تحدد القواعد الموحدة حدودًا لأربعة عشر فئة وزن مختلفة في فنون القتال المختلطة؛ جميع التعاريف والقياسات بال

 

Les Étangs Les Étangs (Frankreich) Staat Frankreich Region Grand Est Département (Nr.) Moselle (57) Arrondissement Metz Kanton Le Pays messin Gemeindeverband Haut Chemin-Pays de Pange Koordinaten 49° 9′ N, 6° 23′ O49.14256.3797222222222Koordinaten: 49° 9′ N, 6° 23′ O Höhe 207–304 m Fläche 6,05 km² Einwohner 397 (1. Januar 2020) Bevölkerungsdichte 66 Einw./km² Postleitzahl 57530 INSEE-Code 57200 Vorlage:Infobox Gemein...

 

Canadian choreographer (1948–2010) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Jeanne Robinson – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2013) (Learn how and when to remove this template message) Jeanne RobinsonRobinson at the 2004 NecronomiconBorn(1948-03-30)March 30, 1948Boston, Massachu...

Sandaig redirects here. For the bay on the Knoydart peninsula, see Sandaig Bay. Human settlement in ScotlandGlenelgScottish Gaelic: Glinn EilgGlenelg with village shop at left, part of a category B listed buildingGlenelgLocation within the Ross and Cromarty areaPopulation1,507 (2001)OS grid referenceNG8119Civil parishGlenelgCouncil areaHighlandLieutenancy areaRoss and CromartyCountryScotlandSovereign stateUnited KingdomPost townKYLEPostcode districtIV40Diall...

 

District in Herat Province, AfghanistanZendeh Jan پوشنگDistrictZendeh JanLocation within AfghanistanCoordinates: 34°22′10″N 61°43′46″E / 34.3695°N 61.7294°E / 34.3695; 61.7294Country AfghanistanProvinceHerat ProvincePopulation (2012)[1] • Total55,500 The Zinda Jan District is located in the central part of Herat Province in Afghanistan. It borders Gulran and Kushk districts to the north, Injil and Guzara districts to the e...

 

American singer-songwriter Johnny RebelBackground informationBirth nameClifford Joseph TrahanAlso known asJohnny Pee Wee BlaineJericho JonesJimmy Pee Wee KrebsTommy ToddJohnny Pee Wee TrahanJohnny Pee Wee TrayhanBorn(1938-09-25)September 25, 1938Moss Bluff, Louisiana, U.S.DiedSeptember 3, 2016(2016-09-03) (aged 77)Rayne, Louisiana, U.S.GenresCountrywhite power musicswamp popfolkOccupation(s)SingersongwritermusicianInstrument(s)VocalsguitarYears active1966–2003LabelsAggWoodFlyrightTry I...

1987 studio album by Tokyo BladeAin't Misbehavin'Studio album by Tokyo BladeReleased1987StudioZuckerfabrik Studios, Stuttgart, GermanyGenreHard rock, heavy metalLength35:12LabelScratch RecordsProducerTom Krüger, Tokyo BladeTokyo Blade chronology Black Hearts & Jaded Spades(1985) Ain't Misbehavin'(1987) No Remorse(1989) Singles from Ain't Misbehavin' Movie StarReleased: 1987 1993 edition CD coverThe album was re-issued with the name Tokyo Blade Professional ratingsReview scoresSou...

 

Lilac Bloomsday Run2010 finish line at Monroe Street BridgeDateFirst Sunday in MayLocationSpokane, Washington, U.S.Event typeRoadDistance7.456 miles (12 km)Established1977, 46 years agoCourse recordsMen: 33:51 (2008); Micah Kogo Women: 38:03 (2016) Cynthia LimoOfficial sitebloomsdayrun.org Spokaneclass=notpageimage| Location in the United StatesDescending Fort George Wright Drive in 2008 The Lilac Bloomsday Run, also known as Bloomsday, is an annual timed road race in the northwest ...

 

فرانك ستابليتون (بالإنجليزية: Frank Stapleton)‏  معلومات شخصية الميلاد 10 يوليو 1956 (العمر 67 سنة)دبلن الطول 183 سنتيمتر  مركز اللعب مهاجم الجنسية جمهورية أيرلندا  المسيرة الاحترافية1 سنوات فريق م. (هـ.) 1974–1981 أرسنال 225 (75) 1981–1987 مانشستر يونايتد 223 (60) 1987 أياكس أمستردام 4 (0) 1987–1988 ...

ポータル 音楽 ショートカット:PJ:ALBUMPJ:ALBUMS ウィキプロジェクト アルバム は、音楽アルバムに関する全体的な議論の場です。 音楽アルバムの記事に関するフォーマット、ガイドラインを検討、提案していますが、これはあくまでガイドラインで「厳密に」従う義務はありません。あなたが書かれる記事を助けこそすれ、妨げることは望んでいません。このプロジ...

 

Acer obtusatum Acer obtusatum Classifica scentifica Regnu Plantae Divisioni Tracheophyta Sottudivisioni Spermatophytes Ordini Sapindales Famiglia Sapindaceae Genaru Acer Nomu binuminali Acer obtusatumHeinrich Friedrich, 1822 Acer obtusatum hè una spezia d'arburi chì faci parti di a famiglia di i Sapindaceae. Discrizzioni Acer obtusatum hè una spezia d'arburi appartinendu à a famiglia di i Sapindaceae. Pò aghjunghja un'altezza da 10 à 20 metri ed hà una curona attundata. I casci sò si...

 

الصفحه دى يتيمه, حاول تضيفلها مقالات متعلقه لينكات فى صفحات تانيه متعلقه بيها. البرك البلد اليمن  التقسيم الادارى مزيج  الارض و السكان التعداد السكانى الذكور الاناث عدد الاسر الحكم التأسيس والسيادة [[تصنيف: غلط فى قوالب ويكى بيانات|]] تعديل مصدري - تعديل   البرك قريه ...

Anjing KarakachanAnjing KarakachanNama lainAnjing gembala Karakachan Anjing gembala BulgariaNegara asal BulgariaAnjing (Canis lupus familiaris) Anjing Karakachan (Bahasa Bulgaria: каракачанско куче; bahasa Inggeris: Karakachan dogcode: en is deprecated ), anjing gembala Karakachan (Bahasa Bulgaria: каракачанска овчарка; bahasa Inggeris: Karakachan shepherd dogcode: en is deprecated ), atau anjing gembala Bulgaria (bahasa Inggeris: Bulgarian shepherd dogcode:...

 

MiSTakE陳彙中个人资料出生 (1989-05-13) 1989年5月13日(35歲)國籍 中華民國昵称摸使、隊長、50腰、胖胖、胖老闆职业生涯狀態退役聯盟GPL超級聯賽遊戲英雄聯盟隊伍2011年–2012年For The Win2012年–2013年台北暗殺星2013年–2014年台北狙擊者2015年Ahq e-Sports Club(助教)2015年Logitech G Snipers(顧問)2015年–2016年Machi E-Sports(顧問)2021年–2022年Beyond Gaming(營運長) 陳彙中(Chen Hui-chu...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!