უვის პროვინცია (სინჰალ. ඌව පළාත Uva Palata, ტამილ. ஊவா மாகாணம் Uva Maakaanam) — შრი-ლანკის პროვინცია, მერვე მოსახლეობის, ხოლო მეოთხე ფართობის მიხედვით. შეიქმნა 1896 წელს. შედგება ბადულისა და მონერაგალის ოლქებისაგან. ესაზღვრება ცენტრალური, აღმოსავლეთი, სამხრეთი და საბარაგამუვის პროვინციები. ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბადულა.
პროვინციის ფართობი შეადგენს 8 000 კმ²-ს,[1] საიდანაც ხმელეთს უკავია 8 335 კმ²,[1] ხოლო წყლით დაფარულია 165 კმ².[1] 2011 წლის აღწერის მიხედვით, პროვინციაში ცხოვრობს 1 259 800 ადამიანი.
სქოლიო