სასხორის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესიის ხედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან

სასხორის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით, მთავარი გზიდან 200 მეტრზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,48 X 5,26 მ), ნაგებია ქვიშაქვით. ეკლესია დგას წინასწარ მომზადებულ სუბსტრუქციაზე. აქვს ორი შესასვლელი - დასავლეთით და სამხრეთით. დასავლეთის შესასვლელი სწორკუთხაა, სამხრეთისა თაღოვანი. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. ორი თაღოვანი სარკმელი სამხრეთის კედელშია. დარბაზის კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრებიდან ორივე მხარეს დეკორატიული თაღები გადადის. ეკლესიის სამხრეთ მინაშენს აღმოსავლეთით აფსიდი აქვს.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!