სანქტ-გალენი (ფრანგ. Saint-Gall; იტალ. San Gallo) — ქალაქი შვეიცარიაში, სანქტ-გალენის კანტონის დედაქალაქი. დაარსდა VII საუკუნეში, წმინდა გალის განდეგილობის ადგილის გარშემო. დღეისათვის ის დიდი ურბანული აგლომერაციაა (160 000 მოსახლით) და წარმოადგენს აღმოსავლეთ შვეიცარიის ცენტრს.
ქალაქის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა წმინდა გალის სააბატო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. მის განთქმულ ბიბლიოთეკაში ინახება IX საუკუნით დათარიღებული წიგნები.
ქალაქს კარგი სატრანსპორტო კავშირი აქვს დანარჩენ ქვეყანასთან, ისევე როგორც გერმანიასა და ავსტრიასთან.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ↑ http://www.thomas-scheitlin.ch/de/persoenlich/beruf