საიდ ყუტბ იბრაჰიმ ჰუსაინ აშ–შაზილი (არაბ.سيد قطب إبراهيم حسين الشاذلي; დ. 9 ოქტომბერი, 1906, სოფ. მუშა, ასიუტი — გ. 29 აგვისტო, 1966, კაირო) — ეგვიპტელიპოეტი, ისლამიზმის თანამედროვე გაგების ფუძემდებელი, ისლამური სახელმწიფოს აღდგენისა და თანამედროვეობაზე მორგების პროპონენტი, სეკულარული არაბული ნაციონალიზმის გამოჩენილი მოწინააღმდეგე, მუსლიმი ძმების საზოგადოების იდეოლოგი, ავტორია თანამედროვე ისლამიზმის ორი მნიშვნელოვანი ტექსტისა "სოციალური სამართლიანობა ისლამში" (არაბ.العدالة الاجتماعية في الإسلام; ალ-'ადალლა ალ-იჯთიმა'ია ფი ლ-ისლამ) და "გზის სამანები" (არაბ.معالم في الطريق; მა'ალიმ ფი ტ-ტარიყ). მისი უდიდესი ნაშრომად კი მიიჩნევა „ყურანის ჩრდილქვეშ“ (არაბ.في ظلال القرآن; ფი ზილალ ალ–ყურ'ან). იგი არის ასევე ფუძემდებელი ჯაჰილიის, ანუ უმეცრების თანამედროვე გაგებისა, რომელიც ყოველ საზოგადოებას, რომელიც სრულად არ ახორციელებს ისლამურ პრინციპებს, ისლამამდელი უმეცრების პერიოდის საზოგადოებებთან ათანაბრებს, იმის მიუხედავად, კულტურულად მიეკუთვნება ეს საზოგადოება ისლამს თუ არა.
მომხრეები მას დიდ მოაზროვნედ და „ისლამისთვის წამებულად“ მიიჩნევენ[4][5], დასავლელი სწავლულები კი თანამედროვე ისლამისტური იდეოლოგიის მთავარ ფუძემდებლად თვლიან[6]. ბევრი მიიჩნევს, რომ ყუტბის ნაშრომები შთაგონების წყაროა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ალ-კაიდასთვის[7][8][9][10].
ბიოგრაფია
დაბადება და ბავშვობა
საიდ ყუტბი დაიბადა ზემო ეგვიპტეში, ასიუტის მუჰაფაზას ტერიტორიაზე მდებარე სოფელ მუშაში, 1906 წლის 9 ოქტომბერს. მამამისი, ჰაჯი ყუტბ აშ–შაზილი, ცნობილი იყო სოფელში თავისი რელიგიური და პოლიტიკური აქტიურობით. კვირაში ერთხელ იგი აწყობდა კრებებს, სადაც განიხილავდნენ ეგვიპტის გარშემო მიმდინარე საკითხებსა და კითხულობდნენ ყურანს. საიდს ჰყავდა ორი უმცროსი და – ჰამიდა და ამინა, ასევე უმცროსი ძმა, მუჰამმადი. გადმოცემით, ხუთი წლის ყუტბი უკვე იყო ჰაფიზი. 1912 წელს იგი იწყებს სწავლას სოფლის სკოლაში, მაგრამ წყვეტს სწავლას ექვსი წლის შემდეგ, ეგვიპტის რევოლუციისა და მასწავლებელ–იმამებთან დაპირისპირების გამო. ტრადიციული მეთოდოლოგია, რომლითაც იმართებოდა ეგვიპტის როგორც საგანმანათლებლო, ასევე რელიგიური ცხოვრება, მათ მიერ სიტუაციის და სარგებლის შესაბამისად ხალხის აზრზე ზეგავლენის მოხდენა და ამგვარი თვალთმაქცური საქციელები საიდს უყალიბებს ანტაგონისტურ განწყობილებებს ტრადიციული წყობილების მიმართ, რაც მას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება.[11]
სტუდენტობა და მატერიალიზმი
ტრადიციული ისლამის მიმართ ანტაგონიზმის საფუძველზე საიდ ყუტბი სულ უფრო და უფრო იხრება სეკულარული იდეოლოგიისკენ. 1925 წლიდან 'აბბას ალ–'აყყადთან ერთად საიდი ინტენსიურად ეცნობა დასავლურ, მატერიალისტურ ფილოსოფიას, რაც მისი ცხოვრების თითქმის 15 წლიან "სეკულარულ" პერიოდის დასაწყისია. დასავლური ფილოსოფია ეჯახება მის ბავშვობაში ოჯახში ჩანერგილ რწმენას, თუმცა შემდგომ, ტრადიციული რელიგიური დაწესებულებების თვალთმაქცობის ნახვისას გამოწვეული ანტაგონიზმის ფონზე სძლევს მას და იქცევა მისი აზროვნების ბაზისად. [12]
განათლების სამინისტროს მოხელე
1929 წელს საიდი ირიცხება კაიროს უნივერსიტეტში. 1933 წელს იგი ამთავრებს უნივერსიტეტს, იღებს არაბული ენის მასწავლებლის თანამდებობას ეგვიპტის განათლების სამინისტროდან. დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ იგი ტოვებს ამ თანამდებობას და იწყებს მოღვაწეობას, როგორც პოეტი. 1940 წელს გარდაიცვალა დედამისი, რომელსაც იგი უძღვნის პოემას "დედაჩემი" (არაბ.أمي; უმმი) თავისი დის, ჰამიდას მიერ გამოქვეყნებულ კრებულში "ოთხი სინათლე" (არაბ.الأطياف الأربعة; ალ–ატიაფ ალ–არბა'ა).[13] მისმა ნოველებმა დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ნაჯიბ მაჰფუზზე, თუმცა ეს უკანასკნელი მას უარყოფითად ახასიათებს ნახევრად ავტობიოგრაფიულ თხზულებაში "სარკეები" (არაბ.المرايا; ალ–მარაია).
ისლამიზმი და მოგზაურობა ამერიკაში
დაახლოებით ამავე პერიოდიდან შეიმჩნევა საიდ ყუტბის გარდაქმნა და მისი დაახლოება ისლამურ იდეოლოგიასთან. იგი აქვეყნებს ისლამისტური მიმართულებების სტატიებს, 1948 წელს, აშშ–ში წასვლამდე თვეებით ადრე, ქვეყნდება მისი წიგნი, "სოციალური სამართლიანობა ისლამში". 1948 წლის ნოემბერში იგი მიემგზავრება ამერიკაში, სადაც სწავლობს ჩრდილო–კაროლინისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში, პარალელურად აქტიურად ეცნობა ამერიკელი ხალხის ცხოვრების სტილს, მოგზაურობს მის სხვადასხვა ქალაქში. დაახლოებით ორი წლის შემდეგ იგი ბრუნდება ეგვიპტეში, სადაც აქვეყნებს წიგნს "ამერიკა, რომელიც მე ვნახე" (არაბ.أمريكا التي رأيت; ამრიქა ალლათი რა'ითუ). ამ წიგნში იგი უკვე მკვეთრად უარყოფითად ახასიათებს დასავლურ მატერიალისტურ ფილოსოფიას, აკრიტიკებს ამერიკის მოსახლეობას როგორც რაციონალური პოზიციიდან, კერძოდ ზღვარგადასული თავისუფლებების, რასიზმის, მერკანტილური აზროვნების, ადამიანურ ურთიერთობებში ზედაპირულობისა და აგრესიულობის გამო, ასევე სუბიექტური თვალსაზრისით კერძოდ "უნიჭო ვარცხნილობების", "ნამდვილ ხელოვნებაში უმეცრებისა" და "მხეცური კრივის მატჩების" გამო. იგი ასევე კრიტიკულია ამერიკის მიერ ისრაელის მხარდაჭერის გამო, აკრიტიკებს "ცხოველურ ქცევას სხვადასხვა სქესებს შორის". ამგვარი შთაბეჭდილებებით დატვირთული საიდ ყუტბი ბრუნდება ეგვიპტეში და უერთდება ისლამისტურ მოძრაობა – მუსლიმი ძმების საზოგადოებას (არაბ.جماعة الإخوان المسلمين; ჯამა'ათ ალ–იხვან ალ–მუსლიმინ), რომლის ლიდერი, ჰასან ალ–ბანნა, 1949 წლის 12 თებერვალს მოკლეს და ორგანიზაცია ქარიზმატული ლიდერის გარეშე იყო დარჩენილი.
თავის წიგნში საიდ ყუტბი ასევე იხსენებს ეპიზოდს, რომ ვაშინგტონში, საავადმყოფოს თანამშრომლებმა დიდი სიხარულით მიიღეს ცნობა ძმები მუსლიმების საზოგადოების ლიდერის, ჰასან ალ–ბანნას, მკვლელობის შესახებ. რეალურად იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომლებმაც იცოდნენ ვინ იყო ჰასან ალ–ბანნა ან მუსლიმი ძმების საზოგადოება, იყო ძალიან მცირე და უმნიშვნელო. ამერიკულმა გაზეთებმა დაბეჭდეს სტატიები სათაურით "ტერორისტთა ლიდერი მოკლეს კაიროში" (ინგლ.Terrorist Leader is killed in Cairo), რადგან ჰასან ალ–ბანნას სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე, მუსლიმი ძმების საზოგადოებასთან დაკავშირებულმა სტუდენტმა 'აბდულ–მაჯიდ აჰმად ჰასანმა მოკლა მაჰმუდ ფაჰმი ან–ნუყრაში, ეგვიპტის პრემიერ–მინისტრი, რამაც მუსლიმი ძმების ორგანიზაციას დასავლურ პრესაში შესძინა ტერორისტების სახელი, მიუხედავად იმისა რომ ჰასან ალ–ბანნამ დაგმო პრემიერის მკვლელობა.[14]
ამერიკიდან დაბრუნება
საიდ ყუტბი სწრაფად იკავებს ამ პოზიციას და იგი ხდება ორგანიზაციის ყოველკვირეული გაზეთის, "მუსლიმი ძმების" (არაბ.الإخوان المسلمين; ალ–იხვან ალ–მუსლიმინ) მთავარი რედაქტორი. ამ პოზიციიდან იგი სწრაფად ახერხებს გავლენის მოპოვებას. 1952 წელს, როცა თავისუფალმა ოფიცრებმა მოაწყვეს გადატრიალება მეფე ფარუკის წინააღმდეგ, მუსლიმი ძმების საზოგადოება მიესალმა ამ გადატრიალებას. საიდ ყუტბი, როგორც ორგანიზაციის იდეოლოგი, თითქმის ყოველდღიურად ხვდებოდა ჯამალ 'აბდუნ–ნასირს. ამ უკანასკნელმა იცოდა საიდ ყუტბისა და ზოგადად მუსლიმი ძმების საზოგადოების გავლენის შესახებ ეგვიპტის მოსახლეობაზე და ისინი დააიმედა, რომ რევოლუციისა და მეფის დამხობის შემდეგ, რომელსაც ბრიტანული იმპერიალიზმის საყრდენად განიხილავდნენ, ეგვიპტეში ისლამურ სახელმწიფოს ააშენებდა მათი მოდელით.
დასავლური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის გავრცობის მცდელობები
აღსანიშნავია, საიდ ყუტბი არა მხოლოდ ეგვიპტეში მოღვაწეობდა მუსლიმურ სამყაროზე დასავლური გავლენის წინააღმდეგ. მან ირანელაიათოლა აბულ–ყასიმ ქაშანის, როგორც ირანული ნავთობის ნაციონალიზაციის კამპანიის ლიდერს, გაუგზავნა ვრცელი წერილი, რომელიც გამოქვეყნდა შიიტთა რელიგიურ არაბულენოვან გაზეთ "არ–რისალაში" (არაბ.الرسالة; გზავნილი) 24 ზუ ლ–ჰიჯჯას 1370 წლისა ჰიჯრით (1951 წლის 25 დეკემბერს). ირანული ნავთობის ნაციონალიზაციის კამპანია მიმართული იყო ინგლის–ირანის ნავთობკომპანიის (დღევანდელი BP) და ზოგადად, ირანის კაბალური, ნახევრადკოლონიური მდგომარეობის წინააღმდეგ ევროპული ქვეყნების მიმართ. ირანულ რელიგიურ წრეებსა და ძმები მუსლიმების საზოგადოებას შორის პირველი კავშირები დაამყარა ნავვაბ საფავიმ, რომელიც არაბებით დასახლებულ ირანის პროვინცია ხუზესტანში ნავთობსარეწებზე მუშაობისას გაეცნო ძმები მუსლიმების იდეოლოგიას, ხოლო თეირანში დაბრუნებისას ამ იდეებისა და შიიტური რელიგიის საფუძველზე ჩამოაყალიბა ორგანიზაცია ისლამისთვის თავგანწირულთა კავშირი (სპარს.جمعیت فدائیان اسلام; ჯამი'ათ ფიდა'იან ისლამი). ამ ორგანიზაციის, რომელმაც გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობებით გაითქვა სახელი, ძირითადი ბირთვი 1955 წელს იქნა ლიკვიდირებული, თუმცა ლიკვიდაციამდე, კერძოდ 1953 წელს ნავვაბ საფავი სტუმრობდა ეგვიპტეს, სადაც მას პირადად მასპინძლობდა საიდ ყუტბი.
თავისუფალ ოფიცერთა რევოლუცია და პირველი დაპატიმრება
1954 წელს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ჯამალ 'აბდუნ–ნასირი არაბული სოციალიზმისა და სეკულარული ნაციონალიზმის აშენებას აპირებდა და ისლამური სახელმწიფო გეგმაშიც არ ჰქონდა, ძმები მუსლიმები მასაც დაუპირისპირდნენ. იმავე წელს, 26 ოქტომბერს მუსლიმი ძმების საზოგადოების წევრმა, სახელად 'აბდულ–ლატიფმა, რვაჯერ ესროლა ჯამალ 'აბდუნ–ნასირს ალექსანდრიაში საჯარო გამოსვლისას, მაგრამ ყველა ააცილა. საპასუხოდ დაიწყო რეპრესიები მუსლიმი ძმების საზოგადოების წინააღმდეგ. მთელი ეგვიპტის მასშტაბით დააპატიმრეს მუსლიმის ძმების 50 ათასამდე აქტივისტი, მათ შორის საიდ ყუტბიც. სამწევრიანმა სასამართლო კოლეგიამ საიდ ყუტბს მიუსაჯა 15 წლიანი კატორღა. პატიმრობის პირველი თვეები საიდ ყუტბმა საშინელი წამებისა და დამცირების ატმოსფეროში გაატარა, ციხის მცველები და ზედამხედველები სპეციალურად ამცირებდნენ და აწამებდნენ მას, რათა იგი მორალურად გაეტეხათ და დათანხმებოდა შეწყალების თხოვნას, რომელსაც მოგვიანებით თავად პრეზიდენტმა დაურთო მინისტრობის შეთავაზება, თუმცა საიდ ყუტბმა უარი განაცხადა. ბოლოს, 1955 წლის ზაფხულში, როცა ეგვიპტის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ საიდ ყუტბისგან შეწყალების თხოვნას ვერ მიიღებდნენ, გადაიყვანეს იგი ციხის საავადმყოფოში და საწერი მაგიდაც კი გამოუყვეს. სწორედ აქ დაწერა მან "ყურანის ჩრდილქვეშ"–ის დიდი ნაწილი და სწორედ ციხეში გატარებული პირველი პერიოდის სასტიკმა მოპყრობამ მოახდინა საბოლოო გავლენა მის იდეოლოგიაზე, როცა მან კულტურულად ისლამის მიმდევარი საზოგადოებებიც (როგორიც იყო მაშინდელი ეგვიპტე) კი განკვეთა ისლამიდან. [15]
მეორე დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა
1964 წელს ერაყის პრეზიდენტი, 'აბდუს–სალამ 'არიფი ეწვია კაიროს. მან, როგორც კეთილი ნების ჟესტი, ითხოვა საიდ ყუტბის გათავისუფლება. მისი თხოვნა ასრულებული იქნა და საიდ ყუტბი გაათავისუფლეს. ამ დროს საიდ ყუტბი ბეჭდავს და აქვეყნებს თავის ნაშრომებს, რომელიც ციხეში დაწერა. შვიდი თვის შემდეგ ეგვიპტის პოლიციამ შეიტყო, რომ მუსლიმი ძმების საზოგადოება აგროვებდა იარაღს, რათა მოეხდინა ტერორისტული აქტები და შეიარაღებული გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით. რეპრესიები განმეორდა – დააპატიმრეს 20 ათასამდე აქტივისტი, მათ შორის, ყუტბიც. სასამართლოზე საიდ ყუტბმა გაამართლა მუსლიმი ძმების აქტივისტების მიერ იარაღის ქონა, რომელიც მისი აზრით, მათ 1954 წლის რეპრესიის გამეორების შემთხვევაში დასჭირდებოდათ. მის მიმართ ბევრი ბრალდება სწორედ მის მიერ გამოქვეყნებული "გზის სამანებიდან" იყო ამოკრეფილი და საიდ ყუტბმაც დაადასტურა თავისი აზრები. მოსამართლე ფუად ად–დაჯავიმ მას ბრალი დასდო სახელმწიფო ღალატში და მიუსაჯა სიკვდილი. არაოფიციალურად ეგვიპტის პრეზიდენტისგან კიდევ ერთხელ მოვიდა შეთავაზება გათავისუფლებასა და მინისტრის პოსტზე, იმ პირობით, თუ საიდ ყუტბი უარს იტყოდა თავის განცხადებებზე და ითხოვდა შეწყალებას. მისი და, ამინა თხოვდა საიდს, ეთხოვა შეწყალება, თუმცა მან უარი განაცხადა და თქვა: "თუ მომკლავენ, ჩემი სიტყვებს ძალა მიეცემა". [16]
1966 წლის 29 აგვისტოს, ორშაბათს, განთიადზე საიდ ყუტბი ჩამოახრჩვეს კაიროს ციხეში მუსლიმი ძმების საზოგადოების ორ ლიდერთან – 'აბდულ–ფათთაჰ ისმა'ილთან და მუჰამმად იუსუფ ჰავაშთან ერთად.
იდეოლოგია
ისლამი და ჯაჰილია
ჯაჰილია, ანუ უმეცრება კლასიკურ ისლამურ ლიტერატურაში ეწოდება ისლამამდელ პერიოდს. ყუტბის თანახმად, ყოველი საზოგადოება იყო ისლამამდელი უმეცრების ხანაში, მიუხედავად იმისა, მისი წევრები ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, ჰქონდათ მეჩეთები, მინარეთები, ჰყავდათ იმამები და მუეძინები თუ არა. იგი წერს თავის წიგნში გზის სამანები, რომელიც მან დაწერა პირველი პატიმრობის პერიოდში:
ისლამური საზოგადოება დიდი ხნის წინათ გაქრა... ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისლამური საზოგადოება აღარ არსებობს უკვე საუკუნეებია, რადგან ისლამური საზოგადოება არ ნიშნავს ადგილს, სადაც დასახლებული არიან მუსლიმები, ან ადგილს, სადაც დღევანდელი მცხოვრებლების დიდი ბაბუები ცხოვრობდნენ ისლამური მმართველობის ქვეშ. ისლამური საზოგადოება – ეს სახელია იმ საზოგადოებისთვის, რომლის საქციელი და ქმედებები, იდეები და კონცეფციები, წესები და კანონები, ფასეულობები და შეხედულებები – ყველაფერი გამომდინარეობს ისლამური წყაროდან და დაფუძნებულია ისლამზე. ისლამური საზოგადოება ამ მახასიათებლებით გაქრა იმ მომენტში, როცა ღმერთის კანონებმა შეწყვიტა აღმასრულებელი ფუნქციის ქონა.[17]
ჩვენი გარემოცვა, ადამიანთა შეხედულებები და იდეები, ქცევები და ხელოვნება, წესები და კანონები – ეს ჯაჰილიაა (უმეცრება), მათ შორის ისიც, ჩვენ რომ ისლამურ კულტურად, ისლამურ ფილოსოფიად და ისლამურ აზროვნებად მიგვაჩნია, რეალურად ჯაჰილიაა.[18]
საიდ ყუტბის აზრით, პრობლემა იყო არა მუსლიმთა საზოგადოებების მიერ ისლამის, როგორც ერთღმერთიანობის სწავლების უარყოფა, არამედ მორჩილება არა ღმერთის კანონების, არამედ სხვა სისტემების მიმართ. სწორედ ამ მიზეზით მან განკვეთა ისლამიდან ყოველი მისი თანამედროვე მუსლიმური საზოგადოება და ასევე სათავე დაუდო კონცეფციას, რომელიც თანამედროვე სამყაროში მრავალი ჯიჰადისტური ორგანიზაციის იდეოლოგიური ქვაკუთხედია – მმართველობა ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს.
ჩვენ ვთვლით დღევანდელ მუსლიმურ საზოგადოებებს ჯაჰილიურ საზოგადოებათა შორის არა იმიტომ, რომ მათ სწამთ სხვა ღმერთები, გარდა ერთი ღმერთისა ან ემსახურებიან სხვა ღვთაებებს მის გარდა, არამედ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების გზა არ არის დაფუძნებული მხოლოდ ღმერთის მორჩილებაზე. თუმცა მათ სწამთ ერთი ღმერთისა, მათ მიანიჭეს ღმერთის მსაჯულობითი უფლება სხვებს და დაემორჩილნენ მათ მმართველობას, და ამ მმართველობიდან გამომდინარეობს მათი ფასეულობები, ტრადიციები, კანონები და თითქმის ყოველი ცხოვრებისეული ნიუანსი.[19]
საიდ ყუტბის მიხედვით, ყოველგვარი შეთანხმება და მორიგება ისლამსა და ჯაჰილიას შორის მიუღებელი და შეუძლებელი იყო. მათ შორის დაპირისპირება უბრალო ინტერესთა კონფლიქტი კი არა, არამედ სამკვდრო–სასიცოცხლო, არსებობისთვის ბრძოლა იყო.
ისლამს არ შეუძლია დათანხმდეს რაიმენაირ შერევასა და მორიგებას ჯაჰილიასთან, როგორც დოქტრინალურად, ასევე ცხოვრების წესით, რომელიც ამ დოქტრინიდან გამომდინარეა. ან ისლამი დარჩება, ან ჯაჰილია. ისლამი ვერ დათანხმდება და მიიღებს ნახევარ–ისლამისა და ნახევარ–ჯაჰილიის მდგომარეობას. ამ თვალსაზრისით ისლამური პერსპექტივა სრულიად ნათელია – იგი აცხადებს რომ სიმართლე ერთია და განუყოფელი. თუ რაიმე არ არის სიმართლე, მაშინ იგი სიცრუეა. სიმართლისა და სიცრუის შერევა და თანაარსებობა კი შეუძლებელია. მმართველობა ეკუთვნის ღმერთს, სხვა ყოველი ჯაჰილიაა. ან ღმერთის კანონი უნდა იყოს გადამწყვეტი, ან ადამიანთა სურვილები.[20]
ჩვენ უნდა ვისწრაფვოთ რომ გავთავისუფლდეთ ბორკილებისგან ჯაჰილიური საზოგადოებისა, ჯაჰილიური კონცეფციებისა, ჯაჰილიური ტრადიციებისა და ჯაჰილიური მმართველობისა... ჩვენ არ უნდა შევცვალოთ ჩვენი ფასეულობები და კონცეფციები ცოტად თუ ბევრად, რათა მივიღოთ რამე სარგებელი ჯაჰილიური საზოგადოებიდან. არასდროს![21]
არაფერია რწმენის მიღმა, გარდა ურწმუნოებისა. არაფერი ისლამის მიღმა, გარდა ჯაჰილიისა და არაფერია სიმართლის მიღმა, გარდა სიცრუისა.[22]
მიუხედავად ამისა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საიდ ყუტბის აზრით, ყველას ჰქონდა უფლება ერწმუნა იმ რელიგიის, რომელიც მას სურდა და პარალელურად ეცხოვრა მისეულ ისლამურ საზოგადოებაში, თუ ეს პიროვნება თანახმა იყო დამორჩილებოდა ამ საზოგადოების კანონებს:
სიტყვა "რელიგია" თავის თავში გულისხმობს მეტს, ვიდრე უბრალოდ რწმენაა. "რელიგია" ნიშნავს ცხოვრების წესს, და ისლამში ცხოვრების წესი დაფუძნებულია რწმენაზე. მაგრამ ისლამურ სისტემაში არის ადგილი სხვადასხვა ადამიანებისთვის, რომლებიც მისდევენ თავის პირად რწმენას, თუ ისინი ემორჩილებიან სახელმწიფოს, რომლის კანონმდებლობა დაფუძნებულია ისლამზე.[23]
როცა ისლამი ათავისუფლებს ადამიანს ამ წნეხისგან, წარუდგენს მათ თავის სულიერ გზავნილს და მიმართავს მათ გონიერებას, იგი აძლევს მათ სრულ თავისუფლებას – მიიღონ იგი თავის რწმენად ან არ მიიღონ.[24]
აღმოსავლეთმცოდნეებმა წარმოადგინეს ისლამი, როგორც ძალადობრივი მოძრაობა, რომელმაც ხმლით აიძულა ხალხი ერწმუნათ მისი...[25]
ანტისემიტიზმი
საიდ ყუტბი იყო ანტისემიტი და განიხილავდა იუდეველებს როგორც "ისლამის უძველეს და უვერაგეს მტრებს". ამის მაგალითად მას ისლამის ისტორიიდან მოჰყავდა ბანუ ყურაიზას გამცემლობისა და დასჯის ამბავი. 1950 წელს მან დაწერა წიგნი "ბრძოლა იუდეველებთან" (არაბ.معركتنا مع اليهود; მა'რაქათნა მა'ა ლ–იაჰუდ), რომელშიც აღწერს მუსლიმებსა და იუდეველებს შორის ისტორიის მანძილზე მომხდარ დაპირისპირებებს. როგორც ამ წიგნიდან სჩანს, საიდ ყუტბს სწამდა იუდეველთა მსოფლიო შეთქმულების თეორიისა და ასევე სიონელ ბრძენთა ოქმებისა. იგი წერს ამ წიგნში:
დასაწყისიდანვე ეს მტრები (იუდეველები) არ ებრძოდნენ მუსლიმებს ღიად, არამედ მათ სცადეს შებრძოლებოდნენ მათ შიგნიდან, დაემახინჯებინათ მათი მრწამსი, გაევრცელებინათ ორაზროვნება რელიგიის მიმართ, შეექმნათ ეჭვები. ისინი ასე იქცევიან დღესაც. ისინი გეგმავდნენ ხრიკებს და დღესაც გეგმავენ ხრიკებს მუსლიმთა წინააღმდეგ. ასობით და ათასობით მათგანმა შეაღწია მუსლიმურ სამყაროში, და ისინი დღესაც აგრძელებენ ამას აღმოსავლეთმცოდნეობის საფარქვეშ. მათი მოსწავლეები კი იკავებენ წამყვან პოზიციებს იმ ქვეყნების ინტელექტუალურ ცხოვრებაში, რომლის მცხოვრებნიც საკუთარ თავს მუსლიმს უწოდებენ. მათი მიზნები ცხადად ჩანს ოქმებიდან (სიონის ბრძენთა). იუდეველები დგანან მატერიალიზმის, სქესთა შორის ცხოველური ურთიერთობის, ოჯახური ფასეულობების ნგრევისა და საზოგადოების გახრწნის უკან! ამ იდეების მოთავეებია კარლ მარქსი, ზიგმუნდ ფროიდი, ემილ დიურკემი და იუდეველი ჟან-პოლ სარტრი.
მემკვიდრეობა
სწორედ საიდ ყუტბი აღმოჩნდა ფუძემდებელი თანამედროვე ჯიჰადისტური მოძრაობებისა, რომელთა მიზანი შარი'ათული მმართველობის დამყარებაა და ამ მიზნისკენ მისაღწევ ერთადერთ ხერხად შეიარაღებულ ბრძოლას მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ საიდ ყუტბამდეც იგივე იდეა მრავალ კლასიკურ ისლამურ სწავლულს ჰქონდა, სწორედ საიდ ყუტბი იყო ამ თეორიის დღევანდელობაში გადმომტანი და მისი თანამედროვეობაში განხორციელების პრაქტიკული გზებიც სწორედ მის ნაშრომებში დაისახა.
გარდა სუნიტებისა, საიდ ყუტბმა გავლენა იქონია შიიტებზეც. ნავვაბ საფავიმ წარადგინა მისი იდეები შიიტური სასულიერო იერარქიის უმაღლეს წრეებში. თუ მანამ შიიტური სასულიერო წრეები პოლიტიკისგან ნეიტრალურნი იყვნენ (მიაჩნდათ, რომ რელიგია ძალაუფლებას მხოლოდ მას შემდეგ ჩაიგდებდა, რაც დაბრუნდებოდა დაფარული იმამი, შიიტთა მაჰდი), ხომეინიმ სწორედ საიდ ყუტბის, აბუ ლ–ა'ლა მავდუდისა და 'ალი შარი'ათის იდეების საფუძველზე შეადგინა თავისი საბაზისო ნაშრომი ისლამური სახელმწიფოს შესახებ – "ისლამური კანონმდებლის მიერ საზოგადოების დაცვა: ისლამური მმართველობა" (სპარს.ولایت فقیه: حکومت اسلامی; ვილაიათე ფაყიჰ: ჰოქუმათე ისლამი), რომლის იდეოლოგიურ საფუძველზეც მოგვიანებით მოხდა ირანის ისლამური რევოლუცია.
نظال مالك حسن (بالإنجليزية: Nidal Malik Hasan)، ونضال مالك حسن معلومات شخصية الميلاد 8 سبتمبر 1970 (العمر 53 سنة)فيرجينيا - الولايات المتحدة الجنسية الولايات المتحدة أمريكي الديانة مسلم المذهب الفقهي أهل السنة والجماعة مشكلة صحية شلل سفلي عدد الأولاد 2 الحياة العملية
جزء من سلسلة مقالات حولبيرتراند راسلراسل في العام 1916م فكره آراؤه الفلسفيّة آراؤه السياسيّة نظرية الأوصاف [الإنجليزية] مذهب الذرية المنطقية إبريق راسل مفارقة الحلاق مفارقة راسل أعماله التفكير الحر والدعاية الرسمية بيان راسل-أينشتاين تاريخ الفلسفة الغربية تطوري الفلسفي لم
يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (ديسمبر 2018) سلطان تلمسان أبو ثابت الأول سلطان تلمسان فترة الحكم1352م ألقاب قائد الجيش الزياني ثم حاكم الدولة الزيانية ...
Japanese manga series This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Hungry Heart: Wild Striker – news · newspapers · books · scholar · JSTOR (July 2020) ...
American politician (born 1941) Elizabeth HoltzmanHoltzman in the 1970s40th Comptroller of New York CityIn officeJanuary 1, 1990 – December 31, 1993MayorDavid DinkinsPreceded byHarrison GoldinSucceeded byAlan HevesiDistrict Attorney of Kings CountyIn officeJanuary 1, 1982 – December 31, 1989Preceded byEugene GoldSucceeded byCharles J. HynesMember of the U.S. House of Representativesfrom New York's 16th districtIn officeJanuary 3, 1973 – January 3, ...
2017 sports competition 2017 Central American GamesHost cityManaguaCountryNicaraguaTeams7OpeningDecember 3, 2017 (2017-12-03)ClosingDecember 17, 2017 (2017-12-17)Opened byDaniel OrtegaMain venueDennis Martínez National StadiumWebsiteOfficial website← 2013 San Jose2022 Santa Tecla → The 2017 Central American Games, the XI edition of the Central American Games, were hosted in Managua, Nicaragua during 3–17 December 2017.[1] Sports &...
American civil rights activist, husband of Rosa Parks (1903–1977) For other uses, see Raymond Parks. Raymond ParksRaymond Parks in 1933BornRaymond Parks(1903-02-12)February 12, 1903Wedowee, Alabama, U.S.DiedAugust 19, 1977(1977-08-19) (aged 74)Detroit, Michigan, U.S.Resting placeWoodlawn Cemetery, DetroitOccupation(s)Civil rights activist, barberMovementCivil Rights MovementSpouseRosa Parks (m. 1932) Raymond Arthur Parks (February 12, 1903 – August 19, 1977) was an American activist ...
Temporary motor racing track Homebush Street CircuitSydney Olympic ParkLocationSydney Olympic Park, New South WalesTime zoneUTC+10:00Coordinates33°50′41″S 151°3′58″E / 33.84472°S 151.06611°E / -33.84472; 151.06611Opened4 December 2009; 14 years ago (2009-12-04)Closed4 December 2016; 7 years ago (2016-12-04)ArchitectMark SkaifeMajor eventsSupercars ChampionshipSydney 500 (2009–2016)Australian GT (2009, 2012)Australian F4...
Der Titel dieses Artikels ist mehrdeutig. Weitere Bedeutungen sind unter Frans (Begriffsklärung) aufgeführt. Frans Frans (Frankreich) Staat Frankreich Region Auvergne-Rhône-Alpes Département (Nr.) Ain (01) Arrondissement Bourg-en-Bresse Kanton Trévoux Gemeindeverband Dombes Saône Vallée Koordinaten 45° 59′ N, 4° 46′ O45.9908333333334.7727777777778Koordinaten: 45° 59′ N, 4° 46′ O Höhe 183–267 m Fläche 7,98 km² Einwohner ...
Mexican singer (1951–2015) In this Spanish name, the first or paternal surname is Figueroa and the second or maternal family name is Figueroa. Joan SebastianJoan Sebastian in 2009BornJosé Manuel Figueroa Sr.(1951-04-08)April 8, 1951Juliantla, Guerrero, MexicoDiedJuly 13, 2015(2015-07-13) (aged 64)Teacalco, Guerrero, MexicoOccupations Singer songwriter Musical careerGenres Regional Mexican mariachi norteño banda Latin pop[1] Instrument(s)VocalsYears active1975–2015La...
American film by Taika Waititi Next Goal WinsTheatrical release posterDirected byTaika WaititiScreenplay by Taika Waititi Iain Morris Based onNext Goal Winsby Mike BrettSteve JamisonProduced by Jonathan Cavendish Garrett Basch Taika Waititi Mike Brett Steve Jamison Starring Michael Fassbender Oscar Kightley Kaimana David Fane Rachel House Beulah Koale Taika Waititi Will Arnett Elisabeth Moss CinematographyLachlan MilneEdited byNicholas MonsourMusic byMichael GiacchinoProductioncompanies Imagi...
Patroli Udara SipilCivil Air PatrolLambang dari Patroli Udara SipilLogo dari Patroli Udara SipilDibentuk1 Desember 1941; 81 tahun lalu (1941-12-01)Negara Amerika SerikatCabang Angkatan Udara Amerika SerikatTipe unitPembantu sipilPeran Pencarian dan penyelamatan Bantuan bencana Pendidikan Dirgantara Program Kadet Jumlah personel 56,000 sukarelawan[1] 560 pesawat ringan[2] lebih dari 1000 kendaraan darat[2] Bagian dari Pasukan Udara Pertama Komando Tempur ...
Frontera entre Libia y Sudán Mapa del paralelo 20° N, que hace parte de la frontera. Mapa detallado de la frontera y los territorios en disputa hasta 1934. Libia Libia Sudán Longitud total 381 kmHistoriaCreación 1899Trazado actual 1934[editar datos en Wikidata] La frontera entre Libia y Sudán es el límite que separa a los territorios de Libia y Sudán en el desierto del Sahara. Trazado Al norte, la frontera inicia en la triple frontera que se produce por...
1998 United States Senate election in Illinois ← 1992 November 3, 1998 2004 → Turnout50.25% Nominee Peter Fitzgerald Carol Moseley Braun Party Republican Democratic Popular vote 1,709,042 1,610,496 Percentage 50.35% 47.44% County resultsFitzgerald: 40–50% 50–60% 60–70% 70–80%Braun: 40–50% &...
General of the Chinese People's Liberation Army In this Chinese name, the family name is Zhang. GeneralZhang Youxia张又侠Zhang in December 2017Vice Chairman of the Central Military CommissionIncumbentAssumed office State Commission: 19 March 2018 Party Commission: 25 October 2017Serving with Xu Qiliang and He WeidongChairmanXi JinpingHead of the Equipment Development Department of the Central Military CommissionIn officeJanuary 2016 – August 2017Succeeded byLi Shangf...
توزع مدن تونس الأثرية قصر الجمّ قوس دقلديانوس بسبيطلة. مسرح دقة الأثري بقايا قصر المنصور بالله الفاطمي بموقع المنصورية الأثري هذه قائمة بالموقع الأثرية المتواجدة في تونس. أقولا أوتيك أوذنة بولا ريجيا تابسوس جكتيس حيدرة دقة زامة زنفور سبيبة سبيطلة سلقطة شيلوس شمتو توبورني...
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!