პრეზიდენტის ხუან პერონისპოპულისტური პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, მის წინააღმდეგ მომხდარი 1955 წლის გადატრიალების შემდეგ იგი შეუერთდა პოლიტიკურ მრჩეველ რაულ პრებიშის გუნდს და მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებებში, რამაც ხელი შეუწყო არგენტინის მთავრობაზე პირველი სესხების გაცემას, პარიზის კლუბის მრავალმხრივი კრედიტორების მიერ
აკადემია
ალემანმა დააარსა არგენტინის პოლიტიკური ეკონომიკის ასოციაცია 1957 წელს. 1957 წელს, იგი გახდა არგენტინის პოლიტიკური ეკონომიკის ასოციაციის თანადამფუძნებელი. ჯგუფისთვის პრიორიტეტული იყო, მონეტარული მიდგომა, სტრუქტურული ინფლაციის გათვალისწინებით, რომელსაც მეტად კონსერვატიული პოლიტიკოსები იყენებდნენ, როგორიცაა ეკონომიკის მინისტრიალვარო ალსოგარაი, რომელიც ამ პოსტზე 1959 წელს დაინიშნა, პრეზიდენტარტურო ფრონიზის მხარდაჭერის გარეშე.
დეველოპმენტალიზმის მომხრე ფრონიზი, ეწონააღმდეგებოდა ალსოგარაის სადაზღვევო პროგრამას, რომელმაც ინფლაციის დაძლევა შეძლო, შემდგომში განვითარებული მძიმე რეცესიის ფასად, 1959 წელს.
პრეზიდენტ ფრონიზის ეკონომიკის მინისტრი
ალსოგარაი ჩაანაცვლა რობერტო ალემანმა, 1961 წლის აპრილში. ალემანის სტრუქტურალისტური მიდგომა, იდეალურად ავსებდა ფრონიზის არაოფიციალურ მიმართულებას, როჯელიო ხულიო ფრიგერიოს პოლიტიკას, რადგან ორივე ფოკუსირებული იყო შემცირებადი ღირებულების ნედლეულის ექსპორტის თანდათანობით ძვირადღირებული მანქანების იმპორტის დაფინანსების უარყოფითი ეფექტების გამოსწორებაზე, თუმცა კონსერვატიულმა და სამხედრო ზეწოლამ განაპირობა ამ მიდგომის გაქრობა, 1962 წლის იანვარში.
კერძო სექტორის
მისი გაგდების შემდეგ, ალემანი დაბრუნდა კერძო სექტორში, როგორც შვეიცარიული საბანკო გიგანტი UBS- ის ლობისტი, ასევე იყო, 1964 წლიდან 1973 წლამდე, ეკონომიკის პოლიტიკის პროფესორი თავის ალმა მატერში (1970 წელს დაწერა სახელმძღვანელო ). 1976 წელს, რეორგანიზციის პროცესის ეროვნული დიქტატურის მიერ დანიშნულმა მემარჯვენე ეკონომისტმა, ხოსე ალფრედო მარტინეს დე ჰოზმა, მოქმედებაში მოიყვანა ფინანსური დარეგულირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შემცველი პროგრამა, რომელიც 1981 წლისთვის დაიშალა, დაგროვილი საგარეო ვალის გამო, 37 მლრდ აშშ$ ის ოდენობით, რომელიც მეტწილად გამოწვეული იყო კერძო ვალუტის სპეკულაციური ტალღითა და მთავრობის მიერ გაწეული სამხედრო ხარჯებით.
პრეზიდენტ გალტიერის ეკონომიკის მინისტრი
1981 წლის დეკემბერში, ახალმა დიქტატორმა, ლეოპოლდო გატელიერმა, ალემანი კვლავ დაასახელა ეკონომიკის მინისტრად, რის შემდეგაც, მან უკან მოიტოვა საკუთარი ოცი წლის წინანდები ექსპანსიონისტური პოლიტიკა და შემოიღო საკუთარი სადაზღვევო პროგრამა : შემცირებები სახელმწიფო ხარჯებში, პესოსდევალვაციის დაჩქარება ( რომელსაც 1981 წლისთვის, საკუთარი საწყისი ღირებულების 75% უკვე დაკარგული ჰქონდა) და სავალდებულო ხელფასის გაყინვა (ყოველთვიური 10%იანი ინფლაციის გათვალისწინებით).
საბოლოო ჯამში, ფოლკლენდის კუნძულებზე გალტიერის შეჭრას, ხელი შეუშალა ალემანის წინააღმდეგ გამართულმა პროტესტმა. ივნისში, გალტიერის დამარცხებისა და გადადგომის შემდეგ, ალემანს თანამდებობა დაატოვებინეს. ეკონომიკა, რომელიც 1981 წლისთვის 6%-ით დაეცა, 1982 წელსაც აგრძელებდა ვარდნას და ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია, ათწლეულის განმავლობაში.
შემდგომი წლები
იგი გადადგა საჯარო სამსახურიდან და დრო Tageblatt- ს დაუთმო , როგორც მთავარმა რედაქტორმა და დროდადრო გამოსცემდა სვეტებს კლარინში.
აგრძელებდა ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე ლექციების კითხვას, რის გამოც, 2002 წელს, ოტოგენეორიელმა მოწინააღმდეგებმა მასზე თავდასხმა, ორჯერ განახორციელეს, თუმცა საბედნიეროდ ალემანმა მცირედი დაზიანებები მიღო.[2]
გარდაიცვალა 97 წლის ასაკში ბუენოს-აირესში, 2020 წელს[3]
ბიბლიოგრაფია
Sistemas Económicos (1953), ბუენოს-აირესი: Arayú
Hacia una política de inversiones (1960), ბუენოს-აირესი: სელექციური შინაარსის
Curso de Política Económica არგენტინა (1970–81), ბუენოს-აირესი: EUDEBA
Breve historia de la política económica argentina (1989), ბუენოს-აირესი: კლარიდადი
Recordando a Kennedy (1996), ბუენოს-აირესი: სუდამერიკანა