ბუენოს-აირესის უნივერსიტეტი (ესპ. Universidad de Buenos Aires, UBA) — არგენტინის უდიდესი უნივერსიტეტი. დაარსდა 1821 წლის 12 აგვისტოს ქალაქ ბუენოს-აირესში. უნივერსიტეტში არის 13 ფაკულტეტი, ექვსი კლინიკა და 10 მუზეუმი, მას კავშირი აქვს სამ უმაღლეს სკოლასთან: ბუენოს-აირესის ნაციონალურ სკოლასთან, კარლოს ლელერგინის უმაღლეს კომერციულ სკოლასთან და მეორე თავისუფალი განათლების ინსტიტუტთან.
უნივერსიტეტი შედის ლათინური ამერიკის 10 საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელში. როგორც არგენტინის სხვა ნაციონალური უნივერსიტეტები, ფინანსურად UBA-ც დამოკიდებულია სახელმწიფოზე, სხვა საკითხებში ის ითვლება დამოუკიდებლად, ავტონომიურად და უფასოდ (მათ შორის უცხო სტუდენტებისთვის). ავტონომიური სტატუსი გამო მას აქვს მართვის საკუთარი სისტემა, შექმნილი 1918 წლის საუნივერსიტეტო რეფორმის დროს.
რესურსები ინტერნეტში
- ↑ Directory of Open Access Journals — 2003.
- ↑ http://www.uba.ar/institucional/censos/Estudiantes2011/estudiantes2011.pdf