პაზარჯიკი — ოლქი სამხრეთ ბულგარეთში და მისი ფართობი შეადგენს 4,458 კმ². ოლქი მდებარეობს ზღვის დონიდან 190 - 370 მეტრ სიმაღლეზე. პაზარჯიკში ცხოვრობს 313,810 ადამიანი (2010). აქ მდებარეობს სრედნა-გორას ქედი
აქ დასახლებები ჯერ კიდევ უძველეს დროში იყო, პირველი ნასახლარები ქვის ხანის პერიოდით თარიღდება. მოგვიანებით უკვე ეს ტერიტორია თრაკიის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.