ოლქის ფართობი შეადგენს 6,449.5 კმ², ხოლო აქ ცხოვრობს 341,245 ადამიანი. ბლაგოევგრადის ტერიტორიაზე მდებარეობს რილას მთათა სისტემა, უმაღლესი წერტილია მთა მუსალა (2925 მ), პროვინციის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს პირინის მთათა სისტემა, უმაღლესი წერტილია მთა ვიჰრენი (2914 მ). ბლაგოევგრადის მნიშვნელოვანი ქედებია: როდოპი, სლავიანკა, ბელასიცა, ვლაჰინია, მალეშევო, ოგრაჟდენი და სტაგაჩი. აქ მიედინება ორი დიდი მდინარე სტრუმა და მესტა.
ამ ტერიტორიაზე ძირითადად არის ხმელთაშუაზღვისპირული ჰავა. ბლაგოევგრადში არის მარმარილოს და გრანიტის მნიშვნელოვანი საბადოები.
ისტორია
ბლაგოევრგრადის ოლქი უძველესი დროიდან შედიოდა თრაკიის შემადგენლობაში, აქ ძირითადად თრაკიელები ცხოვრობდნენ. ალექსანდრე მაკედონელმა აქ დააარსა პირველი დასახლება ძვ.წ 340 წელს, მას ერქვა ალექსანდროპოლისი. ეს ქალაქი დაინგრა თრაკიელების სახელმწიფოს დაცემის შემდეგ.
თემები
ბლაგოევგრადის ოლქი (област) იყოფა 14 თემად. აქ მოცემულ სიაში ნაჩვენებია თემების ქართული და კირილიცური სახელწოდებები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები და აგრეთვე 2009 წლის აღწერის შედეგად თემების მოსახლეობა.