ორჰან I (ოსმ. أورخان غازي — Orhân Gâzî
, თურქ. Orhan Gazi, Birinci Orhan; დ. 1281 — გ. 1359) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი ოსმანების დინასტიიდან, ქვეყანას მართავდა 1326-1359 წლებში. 1327 წელს მისი მმართველობის პერიოდში მოჭრეს პირველი ოსმალური ვერცხლის ფული (აქჩე), ოსმანების ხელისუფლება ანატოლიაში კიდევ უფრი გაძლიერდა. მოხდა არმიის რეორგანიზაცია, მათი რიგები ქვეითი ჯარით შეივსო, რომლებსაც იანიჩარები უწოდეს. ორჰანის დროს მოეწყო ოსმალთა პირველი ლაშქრობა ევროპაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში