ავრამ ნოამ ჩომსკი (ინგლ.Avram Noam Chomsky; დ. 7 დეკემბერი, 1928) — ამერიკელი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, პოლიტიკური აქტივისტი და სოციალური კრიტიკოსი. ხშირად მას უწოდებენ „თანამედროვე ლინგვისტიკის მამას“. არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის დამსახურებული პროფესორი. 100-ზე მეტი წიგნის ავტორია. ჩომსკი წარდგენილი იყო მსოფლიოს საუკეთესო გამოჩენილ ინტელექტუალთა შორის და ის ამ ტიტულისთვის კენჭს იყრიდა 2005 წელს.
დაიბადა აშშ-ში, ფილადელფიაში, საშუალო კლასის ოჯახში. ლინგვისტიკის სწავლა ნოამ ჩომსკიმ დაიწყო პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც მან მიიღო ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი.
ცნობილია თავისი რადიკალური მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებებითა და აშშ მთავრობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის კრიტიკით. ამის გამო ბევრი დისიდენტადაც თვლის. თავს ლიბერტარიანელ სოციალისტად ანარქო-სინდიკალიზმის მომხრეს უწოდებს. როგორც „The New York Times Book Review“-მა აღნიშნა, „თუ მისი ენერგიის, მასშტაბისა და იდეების ზეგავლენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩომსკი დღეს, შესაძლოა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოღვაწე იყოს ინტელექტუალთა შორის.“ 1980–1992 წლებში ჩომსკი ყველაზე უფრო ხშირად ციტირებული ცოცხალი მეცნიერი იყო, და მერვე ადგილს იკავებს ყველა დროის ციტირებად ავტორთა შორის.
ნოამ ჩომსკიმ დიდი კვალი დატოვა მეცნიერულ აზროვნებაზე, როგორც ენისა და აზროვნების შესწავლის ახალი, კოგნიტური ჩარჩოს შემქმნელმა. მისმა იდეებმა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის, ნეოლიბერალიზმისა და თანამედროვე სახელმწიფო კაპიტალის შესახებ, ისევე, როგორც ომების, შეიარაღებული კონფლიქტებისა და მეინსტრიმული მედიის შეფასებებმა დიდი ზემოქმედება იქონია ანტიკაპიტალისტურ და ანტიიმპერიალისტურ მოძრაობებზე. ის არაერთხელ დაადანაშაულეს ანტიამერიკანიზმშიც. ჩომსკი ღიად დაუპირისპირდა აშშ-ს ჩართვას ვიეტნამის ომში, რომელიც ამერიკული იმპერიალიზმის გამოვლინებად მიიჩნია. ჩომსკი არაერთხელ დააპატიმრეს და პრეზიდენტ ნიქსონის მტრების სიაშიც შეიყვანეს. 2003 წელს მან გამოხატა თავის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ერაყის დაპყრობისა და მისი თანმხლები საოკუპაციო მოძრაობისადმი.
ბიოგრაფია
ავრამ ნოამ ჩომსკი დაიბადა ისტ-ოუკ-ლეინში, ფილადელფიის მახლობლად, პენსილვანიაში. მისი მშობლები ებრაელი იმიგრანტები იყვნენ, მამა, ზევ უილიამ ჩომსკი (უილიამი), შემდგომში ცნობილი ებრაისტი, 1913 წელს რუსეთის იმპერიიდან სამხედრო სამსახურს გაექცა. თავიდან ფიზიკურად მუშაობდა ბალტიმორის სახელოსნოში, შემდეგ – ებრაულ დაწყებით სკოლაში. მოგვიანებით ფილადელფიის „მიკვეჰ ისრაელ“ სამრევლო რელიგიური სკოლის დირექტორიდა გრაცის პედაგოგიური უნივერსიტეტის კოლეჯის საპატიო პროფესორიცგახდა. დედა, ბელარუსში დაბადებული ელსისიმონოვსკი, პროფესიით მასწავლებელი, აქტიურად იყო ჩართული 1930-იანი წლების პოლიტიკურ მოძრაობებში.
ჩომსკიმ ბავშვობაშითავის თავზე გამოსცადა ანტისემიტიზმი. არაერთხელ გახდა საშუალო სკოლაში იერარქიული და განსხვავებულთა მიმართ მკაცრი სასწავლო მეთოდების მსხვერპლი. ჩომსკი თავის მშობლებს აღწერს, როგორც „რუზველტის ეპოქის დემოკრატებს, ცენტრისტულ-მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებებით. თუმცა, მასზე დიდი კვალი დატოვა მისმა ბიძამ თავისირადიკალური მემარცხენე განწყობილებებით. ჩომსკი დაეწაფა მემარცხენე ლიტერატურას და 10 წლისამ დაწერა თავისი პირველი სტატია სკოლის გაზეთისათვის ფაშიზმის გავრცელების შესახებ სამოქალაქო ომის შემდგომ ესპანეთში. 12 წლიდან ის უფრო ანარქისტულ პოლიტიკას ეცნობა, რასაც მოგვიანებით „იღბლიანი შემთხვევას“ უწოდებსდა რაც მას კრიტიკულად განაწყობს სტალინიზმისა და მარქსიზმ-ლენინიზმის სხვა ფორმებისადმი.
1945 ჩომსკი წელს პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტია. უნივერსიტეტით იმედგაცრუებულს მისი დატოვების გადაწყვეტილება ენათმეცნიერმა ზელიგ ჰარისმა შეაცვლევინა, რომელმაც ჩომსკი თეორიული ლინგვისტიკით დააინტერესა.
ჩომსკი საბაკალავრო ხარისხს და შემდეგ, 1951 წელს, სამაგისტრო ხარისხს იღებს ნაშრომისთვის თანამედროვე ებრაული ენის მორფოფონემიკის შესახებ. 1955 წელსამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მას დოქტორის ხარისხი კვლევისათვის „ტრანსფორმაციული ანალიზი“.
1949 წელს ჩომსკიმ იქორწინა კეროლ დორის შაცზე, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა. მათ სამი შვილი შეეძინათ. ქორწინება 59 წელი გაგრძელდა კეროლის გარდაცვალებამდე. 2014 წელს ჩომსკი ვალერია ვასერმანზე დაქორწინდა.
ჩომსკის ლინგვისტური თეორია
უნივერსალური გრამატიკა
ჩომსკის ლინგვისტური თეორიის საფუძველი ბიოლინგვისტიკაში ძევს, რომელიც ეყრდნობა პრინციპს, რომ ენის სტრუქტურა ბიოლოგიურად მოცემულია ადამიანის გონებაში და გენეტიკურადაა განპირობებული. უნივერსალური გრამატიკის ამ იდეის საფუძველი კარტეზიანული ლოგიკაში უნდა ვეძიოთ. ის ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანი იზიარებს ერთსა და იმავე ლინგვისტურ სტრუქტურას, მიუხედავად სოციო-კულტურული განსხვავებებისა.
ამ პოზიციით, ჩომსკი უპირისპირდება სკინერის ბიჰეივიორისტულ ფსიქოლოგიას, რომელიც ქცევას, მათ შორის საუბარსა და ფიქრს განიხილავს, როგორც ორგანიზმებსა და მათ გარემოს შორის ურთიერთობის მთლიანად დასწავლის პროდუქტს. ამის შესაბამისად, ჩომსკი ამტკიცებს, რომ ადამიანი ყველა სხვა ცხოველისგან განსხვავდება კომუნიკაციის ფორმით და რომ ენა არის ადამიანთა მოდგმის უნიკალური პროდუქტი. ჩომსკის ნატივისტური, ინტერნალისტური ხედვა შეესაბამება „რაციონალიზმის“ ფილოსოფიურ სკოლას და და უპირისპირდება ემპირიციზმს, რომლის მიხედვითაც, ყველა ცოდნა, მათ შორის ენისაც, გარეგანი სტიმულებისგან მომდინარეობს.
სინტაქსური ცოდნა, სულ მცირე, სანახევროდ თანდაყოლილია, რაც გულისხმობს, რომ ბავშვებს სწავლობენ თავიანთი მშობლიური ენის მხოლოდ სპეციფიურ მახასითებლებს. ჩომსკი თავის არგუმენტს ამყარებს ადამიანის მიერ ენის შეთვისებაზე დაკვირვებით. და აღწერს „სტიმულების სიღარიბეს“, უზარმაზარ უფსკრულს, რომელიც ლინგვისტურ სტიმულებსა და მდიდარ ლინგვისტურ კომპეტენციას შორისაა, რომელსაც ისინი იძენენ. ბავშვები ეცნობიან მხოლოდ ძალიან ცოტა და საზღვრულ ოდენობას დასაშვები სინტაქსური ვარიანტების თავიანთი პირველი ენისა, თუმცა წინადებების უსრული რაოდენობის წარმოქმნის მაღალორგანიზებულ და სისტემური უნარის მიღწევას ახერხებენ. ამას მეცნიერი თადაყოლილი ლინგვისტური უნარებით ხსნის და მას „ენის შეთვისების მექანიზმს“ უწოდებს (Language Acquisition Device- LAD). ჩომსკი ამავდროულად, ხდება ფილოსოფიური მენტალიზმის წარმომადგენელიც, ტრადიციისა, რომელიც რენე დეკარტიდან მომდინარეობს.
ეს არის მრავლისმომცველი თეორია, რომელიც მშობლიურ ენაზე მოსაუბრის ლინგვისტური შესაძლებლობების მოდელირებას, კოდირებასა და დედუქციას ახდენს. ენა განიხილება არა ენობრივ ერთეულთა სტატიკურ ერთობლიობად, არამედ გამართული ფრაზების წარმოქმნის დინამიკურ მექანიზმად. ეს მოდელები, იგივე „ფორმალური გრამატიკები“, გვიჩვენებს სპეციფიური ენის აბსტრაქტულ სტრუქტურებს, რომლებიც შეიძლება მიემართებოდნენ სხვა ენების სტრუქტურებსაც. ენათმეცნიერი აქ საუბრობს ენაში სიღმისეული და ზედაპირული სტრუქტურების არსებობაზე.ზედაპირული სტრუქტურები ეხება ფონეტიკური წესების ბგერად გადაქცევას, ხოლო სიღრმისეული–სიტყვებსა და კონცეპტუალურ მნიშვნელობებს.
ჩომსკიმ პირველმა განსაზღვრა ინდივიდუალური ენის გამონათქვამი მეტაენის გამოყენებით. გრამატიკის კლასები, რომლებიც მეტაენიდან წარმოიქნმნება, ჩომსკიმ იერარქიებად დაყო („ჩომსკის იერარქია“). ეს კლასიფიკაცია იყო და რჩება ფორმალური ენის თეორიისთვის ფუნდამენტურად, და ასევე რელევანტურია კომპიუტერული მეცნიერებისთვის.
პოლიტიკური შეხედულებები
ჩომსკის, როგორც ყველაზე ციტირებადი ავტორის სტატუსი, ძირითადად, მის პოლიტიკურ ნაშრომებს უკავშირდება, რაც რაოდენობით ბევრად აღემატება მის ლინგვისტურ შრომებს. ჩომსკი თავის თავის იდეტიფიკაციას ახდენს, როგორც ანარქო-სინდიკალისტი და ლიბერტარიანელი სოციალისტი და ამ თეორიებს განიხილავს იდეალებს, რომლებიც, მისი აზრით, უკეთ აკმაყოფიელებს ადამიანთა ძირითად საჭიროებებს: თავისუფლებას, ერთობასა და გაერთიანების თავისუფლებას. განსხვავებით სხვა სოციალისტებისგან, კერძოდ მარქსისტებისგან, ჩომსკი მიიჩნევს, რომ პოლიტიკა მეცნიერების გარეთაა, თუმცა, თავის იდეებს იდეალური საზოგადოების შესახებ აფუძნებს ემპირიულ მონაცემებსა და ემპირიულად გამართლებულ თეორიებზე.
ჩომსკის შეხედულებით, პოლიტიკურ რეალობის სიმართლე სისტემატურად მახინჯდება ანითრგუნება ელიტური კორპორატოკრატიის მიერ, რომელიც თავისი პროპაგანდისტული მიზნებისათვის იყენებს კორპორაციულ მედიას, რეკლამასა და ა.შ. მას სურს ფარდა ახადოს ასეთ მანიპულაციებსა და წარმოაჩინოს გაბუნდოვანებული სიმართლე. ჩომსკის სჯერა, რომ სიყალბის ეს ქსელი შიძლება დაამსხვრიოს „პრაქტიკულმა ჭკუამ“, კრიტიკულმა აზროვნებამ, თავის მოტყუების როლების გააზრებამ. ინტელექტუალები უარს აცხადებენ თავიანთ მორალურ პასუხისმგებლობაზე, სიმართლე უთხრან მსოფლიოს, რადგან არ სურთ, დაკარგონ პრივილეგიები და დაფინანსება. ჩომსკი თვლის, რომ მისი, როგორც ინტელექტუალის მოვალეობაა, გამოიყენოს თავისი სოციალური პრივილეგია, რესურსები და გამოცდილება და დაეხმაროს სახალხო დემოკრატიულ მოძრაობებს თავიანთ ბრძოლაში.
ჩომსკის პოლიტიკური შეხედულებები გარკვეულად განაპირობა მისივე მიდგომამ ენისა და გონების შესახებ,რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანის ბუნების მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია შემოქმედებითობა. თუმცა, თავად ხშირად აღნიშნავს, რომ კავშირი მის ენის თეორიასა და პოლიტიკას შორის მხოლოდ „აბსტრაქტულია“. მჭიდრო კავშირი უნდა დაეფუძნოს ადამიანის ბუნების სრულყოფილად განვითარებულ მეცნიერებას, რომლის მეშვეობითაც დადგინდება და გამოიყვანება ფუნდამენტური ადამიანური საჭიროებანი. მაგრამ ასეთი მეცნიერება არ არსებობს. და თუკი ასეთი რამ იქნებოდა, ეს კავშირი დამატებით დამყარებოდა იმის აღიარებას, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის საუკეთესო ფორმა არის სწორედ ის, რომელიც ადამიანური საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებს. ამის შემდეგ კი რჩება შეკითხვა, რა პრაქტიკული ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ შეკითხვაზე პასუხს მხოლოდ მეცნიერება ვერ გასცემს.
კაპიტალიზმი და სოციალიზმი
ჩომსკის ახალგაზრდობიდანვე არ მოსწონდა კაპიტალიზმი და მატერიალური სიმდიდრის ძიება. იმის ნაცვლად, რომ გავრცელებული შეხედულება გაზიარებინა სახელმწიფო და კერძო მფლობელობასშორისსხვაობაზე, ის გვთავაზობს განსხვავებას ეკონომიკის ტოტალურ დემოკრატიულ და ტოტალურ ავტოკრატიულ კონტროლს შორის. ჩომსკი აცხადებს, რომ დასავლური დემოკრატიული ქვეყნები რეალურად არც არიან დემოკრატიულნი, რადგან ჭეშმარიტად დემოკრატიულ საზოგადოებაში მის ყველა წევრს თავისი ხმა აქვს საჯარო ეკონომიკურ პოლიტიკაში. მან ჩამოაყალიბა თავისი ოპოზიციური დამოკიდებულება მმართველი ელიტებისადმი, მათ შორის, ისეთი ინსტიტუტებისადმი, როგორიცაა IMF, World Bank და GATT (WTO-ს წინამორბედი).
შეერთებულ შტატებს ის ახასიათებს, როგორც de facto ერთპარტიულ სახელმწიფოს, განიხილავს რა რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს, როგორც ერთი, „ბიზნეს პარტიის“ წარმომადგენლებს, რომლებსაც კორპორატიული და ფინანსური ინტერესები წარმართავს. მეცნიერი განმარტავს, რომ დასავლურ ლიბერალური დემოკრატიის სახელმწიფოებში, სულ ცოტა, მოსახლეობის 80%-ს არ აქვს კონტროლი ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე.
ჩომსკი ლიბერტარიანული სოციალიზმისა და ანარქო-სინდიკალიზმის იდეებს განმანათლებობის ხანის კლასიკური ლიბერალური იდეების შთამომავლებად მიიჩნევს და თვლის, რომ მისი იდეოლოგიური პოზიცია „ადამიანის არსების ლიბერტარიანული და შემოქმედებითი ხასიათის ირგვლივ ტრიალებს“. მისი იდეალია მშრომელი ადამიანის მიერ წარმოების საშუალებების უშუალო კონტროლი და მთავრობების ნაცვლად მშრომელთა საბჭოების შექმნა, რომელთა წარმომადგენლები გენერალურ ანსამბლეაზე ხვდებიან ერთმანეთს. მას სწამს, რომ არ იქნება პოლიტიკური პარტიების საჭიროება.ჩომსკი მიხაილ ბაკუნინის ანარქისტულ იდეებს ემხრობა, რომელიც გულისხმობს ეკონომიკურ თავისუფლებას, წარმოების კონტროლს მშრომელების და არა მესაკუთრეების მიერ, რომლებიც მათზე მაღლა დგანან და ყველა გადაწყვეტილბას აკონტროლებენ.“ ასეთ სოციალიზმს თვლის ის „ნამდვილად“ და მიაჩნია, რომ სსრკ-ს დაშლა იყო არა კაპიტალიზმის, არამედ „სოცილიზმის პატარა გამარჯვება“, რადგან საბჭოთა კომუნიზმი ეს „არაჭეშმარიტი სოციალიზმი“ იყო.
ვიეტნამის ომი
ჩომსკი ყოველთვის ინტერესდებოდა პოლიტიკით, თუმცა საჯაროდ მასში მხოლოდ 1964 წელს ჩაება, როცა სავალდებულოდ ჩათვალა, შეერთებოდა მათ, ვინც აპროტესტებდა აშშ-ს როლს ვიეტნამის ომში (ან, როგორც თვითონ ამბობს, აშშ-ს მიერ ვიეტნამის დაპყრობას). მან განაცხადა, რომ ვიეტნამის ომი ერთი-ერთი იყო იმ სერიულ ქმედებათაგან, როცა აშშ ცდილობდა თავისი სამხედრო ძალით ეკონომიკური კონტროლი მოეპოვებინა განვითარებად სამყაროზე.
ჩომსკის აზრით, შეერთებული შტატების პოლიტიკა ვიეტნამში იყო ზედმეტად „წარმატებული. ამერიკამ მიზნად დაისახა სამხრეთ ვიეტნამელი გლეხობის ნაციონალისტური მოძრაობის განადგურება, და არა მათი ჩრდილოეთ ვიეტნამელთა აგრესიისგან დაცვა.“ ვიეტნამის ომში შტატებმა სწორედ პირველი დაიწყო 1962 წელს. ჩომსკის თქმით, მთავარი ომი სწორედ სამხრეთ ვიეტნამელების მიმართ ხორციელდებოდა. რასაც ამერიკული ისტორია არ აღიარებს. ჩომსკის ვერსიით, 1962-1965 წლებში აშშ შეეცადა, ხელი შეეშალა სამხრეთ ვიეტნამის დამოუკიდებლობისთვის.
1965 წელს ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ჩრდილოეთ ვიტნამის დაბომბვა, ვითომდა ჩრდილოეთ ვიეტნამის ჯარებისგან სამხრეთის დასაცვად. ჩომსკის აზრით, სამხრეთ ვიეტნამის დამოუკიდებლობისთვის ხელის შეშლა იყო შიში იმისა, რომ ამ ქვეყნის წარმატებული სოციალური და ეკონომიკური განვითარება მას ამერიკის ორბიტიდან მოსწყვეტდა. შესაბამისად, შეხედულებას, თითქოს ამერიკამ ვიეტნამის ომში წააგო, ნაომ ჩომსკი სრულიად არ ეთანხმება.
ჩომსკი თვლიდა, რომ შეერთებული შტატებისა თუ სხვა მთავარი კაპიტალისტური ქვეყნების შიდა პოლიტიკური სცენა ის თეატრია, სადაც მთავარი კორპორაციები და მათი ელიტური მმართველები ცდილობენ, დაიცვან და გაზარდონ თავიანთი ეკონომიკური პრივილეგიები და ძალაუფლება. საპროტესტო მარშებში მონაწილეობის მიუხედავად, ჩომსკის მთავარი ასპარეზი მაინც განათლებისა და პუბლიკაციის სფერო იყო, მან არაერთი პოლიტიკური ნაშრომიდა საჯარო ლექცია მიუძღვნა მოქალაქეთა პოლიტიკური შეგნების ამაღლებას. ჩომსკი დაუფარავად აკრიტიკებდა ამერიკულ იმპერიალიზმს. მისი აზრით, აშშ საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრინციპია, ღია საზოგადოებების შექმნა, რომლებსაც ეკონომიკურად თუ პოლიტიკურად გააკონტროლებს და საკუთარ ბიზნესს ააყვავებს.
ჩომსკი თვლის, რომ აშშ ყოველთვისამერიკული ინტერესებისადმი კეთილგანწყობილ მთავრობას დააყენებს ამ ქვეყნებში. როგორც ჩომსკი ამბობს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთი თავიანთ ექსტრატერიტორიულ ოპერაციებს ყოველთვის ისე წარმოადგენდნენ,როგორც დემოკრტიის შემომტანებს, როგორც ეს ადრექრისტიანობის გავრცელებისას ხდებოდა. თუმცა, როგორც ჩომსკი აღნიშნავს, ლიბერალური დემოკრატიის საარჩევნო სისტემა მოქალაქეებს ამერიკის პოლიტიკაზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს. ის იმედოვნებს, რომ მოსახლეობაში აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზეცნობიერების ამაღლებით შესაძლებელი გახდება ოპოზიციური პოლიტიკის შექმნა. ადამიანებმა უნდა კრიტიკულად გაიაზრონ თავიანთი მთავრობების ქმედებები, გადაწყვეტილებები,პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ქმედებებსა და მოსაზრებებზე, და იგივე სტანდარტებით მიუდგნენ სხვებსაც.
1967 წელს მისმანაშრომმა „ინტელექტუალთა პასუხისმგებლობა“ ვიეტნამის ომში აშშ-ს ჩარევის შესახებ მას დისიდენტის რეპუტაცია მოუტანა. ესეში ჩომსკი რადიკალურად დაუპირისპირდა ამერიკის პოლიტიკას და მიმართა ინტელექტუალებს, რომელთა წევრად საკუთარ თავსაც თვლიდა, და უფრო ღრმა დაფიქრებისკენ და ქმედებისკენ მოუწოდებდა. ეს ესე სხვა პოლიტიკურ სტატიებთან ერთად გამოიცა 1969 წელს, როგორც ჩომსკის პირველი პოლიტიკური წიგნის „ამერიკული ძალაუფლება და ახალი მანდარინები“ ნაწილი. ამას მოჰყვა სხვა პოლიტიკური ნაშრომები, მათ შორის „ომი აზიასთან“ (1971), „უკანაოთახის ბიჭები“ (1973), „სახელმწიფოს გონებისთვის“ (1973), „მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში“ (1975)
კამბოჯის გენოციდის უარყოფა 1976–1980
1970-იანი წლების დასაწყისში ჩომსკიმ დაიწყო თანამშროლობა ედ. ს. ჰერმანთან, რომელიც ასევე აქვეყნებდა კრიტიკულად წერილებს აშშ-ს ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. მათი ერთობლივი ნაშრომია „კონტრ-რევოლუციური ძალადობა: სასაკლაო ფაქტებითა& პროპაგანდით“, წიგნი, რომელმაც გააკრიტიკა აშშ-ს სამხედრო ჩარევა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და მეინსტრიმული მედიის მიერ მისი გაშუქება, თუმცა კომპანიამ წიგნი არ მოიწონა და მისი ყველა ასლის განადგურება მოითხოვა. ჩომსკის ნაშრომის განახლებული ვარიანტი ორ ტომად 1979 წელსდაბეჭდა, როგორც „ადამიანთა უფლებების პოლიტიკური ეკონომია“, სადაც ერთმანეთთან შედარებულია აშშ-ს მედიის დამოკიდებულება კამბოჯის გენოციდსა და ინდონეზიის მიერ აღმოსავლეთ ტიმორის ოკუპაციასთან. ავტორების აზრით, აშშ-მ მიჩქმალა აღმოსავლეთ ტიმორის ისტორია და მთავარი ყურადღება გადაიტანა კამბოჯაზე. ამერიკულმა მედიამ დატალურად გააშუქა ეს ოკუპაცია და ლისაბონში ლტოლვილებთან გამართული შეხვედრები. მარქსისტმა მეცნიერმა სტივენ ლიუკსმა ჩომსკის საჯაროდ დასდო ბრალი ანარქისტული იდეალების ღალატსა და კამბოჯის ლიდერის, პოლ პოტის აპოლოგეტობაში.ამ წინააღმდეგობრივმა გამოსვლამ ჩომსკის შეურყია რეპუტაცია. ჩომსკის მტკიცებით, მის წინააღმდეგ შეგნებული ცილისწამება დაიწყო. ათწლეულების შემდეგ, მეცნიერმა აღიარა, რომ თანამედროვე პერიოდის უდიდესი გენოციდი სწორედ პოლ პოტის სახელს უკავშირდება.
ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი
ჩომსკიმ ბევრი დაწერა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებაც. 1983 წელსდაბეჭდა „საბედისწერო სამკუთხედი“ რომელშიც ამტკიცებდა, რომ აშშ გამუდმებით იყენებდა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს თავისი მიზნებისათვის. 1988 წელს ჩომსკი ესტუმრა პალესტინას, რათა თავისი თვალით ენახა ისრაელის ოკუპაციის შედეგები. 2009 წელს დაიწერა მისი ესე „ყოველი სისასტიკის განადგურება“.
ჩომსკი ემხრობოდა მემარცხენე, ბინაციონალურ პროგრამას ისრაელსა და პალესტინაში. ის თვლიდა, რომ ისრაელ-პალესტინის მაგალითი, ერთ სახელმწიფოიანი გადაწყვეტა მხოლოდ ამერიკული მოდელის წახალისებას უწყობდა ხელს, კერძოდ: ადგილობრივი მოსახლეობის განადგურებასა და ამოხოცვას. ამის საპირისპიროდ, კარგი იქნებოდა ბინაციონალური გადაწყვეტის ადვოკატირება, იმის აღიარება, რომ ტერიტორიაზე ვხვდებით ორ სამართლიანად განსხვავებულ საზოგადოებას. მსგავსი იდეა ჰქონდა ცნობილ მოაზროვნეს ედუარდ საიდსაც.
ჩომსკი აქტიურად აკრიტიკებდა ისრაელის სახელმწიფოს ძალადობას პალესტინაში. მისი თქმით, ისრაელი წლების განმავლობაში იყენებდა თვითმფრინავებსა და ფლოტის გემებს პალესტინის მჭიდროდ დასახლებულ ლტოლვილთა ბანაკების დასაბომბად. „ასევე სკოლების, საცხოვრებელი კვარტლების, მეჩეთების, დამიწურების, რომლებსაც არ გააჩნიათ საჰაერო ძალები, ან თავდაცვა, არც ფლოტი, არც არტილერია, ან ჯავშნიანი იარაღი, არანაირი კონტროლი და არანაირი არმია. და ამას ეძახიან ომს ...ეს არ არის ომი, ეს არის მკვლელობა.“ ჩომსკის აზრით, ის, რაც ისრაელს ყველაზე კარგად ესმის, არის ბრძანება ვაშინგტონიდან. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს ისრაელის მხრიდან დათმოს გარკვეული პოლიტიკების დათმობას, ისრაელი ამას, როგორც წესი, ემორჩილება. შესაბამისად, რეგიონალურ კონფლიქტში ამერიკის როლი დიდია და აშშ-ს ჩარევა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში, ხშირ შემთხვევაში, აჩერებდა მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობას.
კონფლიქტის მოგვარება, ჩომკის პოზიით, აუცილებელია თავად ისრაელისთვის. ქვეყნას ექნებოდა ნორმალიზებული ურთიერთობებები, დაცულობა და ინტეგრაცია რეგიონში. მაგრამ აშკარად არალეგალური ექსპანსია, კონფლიქტი და ძალადობის განმეორებადი დემონსტრირება, არის არა მარტო კრიმინალი, მკვლელობა და განადგურება, არამედ დროის ფართო მონაკვეთში საკუთარი დაცულობის თავად ნგრევა.
ერაყის ომის კრიტიკა 2001–2017
11 სექტემბრის ნაშრომში „ჰეგემონია ან გადარჩენა“ ჩომსკი ამტკიცებდა, რომ ტერორისტული ომი არ იყო ახალი, ბუშის ადმინისტრაციის ახალი იდეა, არამედ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის კურსისა და სულ ცოტა, რეიგანის პერიოდის თანმხლები რიტორიკის გაგრძელება, რომელმაც 1981 წელს რეიგანის ადმინისტრაციის მოსვლისთანავე გამოაცხადა „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“. 11 სექტებრის შემდგომ ტერორიზმთან ბრძოლის გამოცხადება კი - ამ ომის ხელახალი გამოცხადება იყო.
რეიგანის დროს მსგავს ტერორისტულ სახელმწიფოდ ნიკარაგუა დასახელდა, ხოლო შვილი ბუშის დროს - ერაყი.
ჩომსკის თქმით, ვაშინგტონის მხრიდან მსგავს ომს ტერორიზმის წინააღმდეგ მკაცრი ფსიქოლოგიური შედეგებიც მოაქვს: დიქტატურის გადაგდების შემდგომი ოპტიმიზმი, სიცოცხლისუნარიანობა და ენერგიულობა დიდხანს ვერ იარსებებს, რადგან მმართველი სუპერძალის ინტერვენცია ყოველნაირ იმედს ძირს უთხრის.
ერაყის წინააღმდეგ ომით, ჩომსკის დაკვირვებით, რესურსების მოპოვებისთვის ბრძოლის გარდა, ამერიკამ დააშინა დანარჩენი მსოფლიო, რომ თუ გინდა დაიცვა თავი, უნდა იყოს ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ღირებული საფრთხე. ჩომკსითვის ტერორიზმისგან საფრთხე , რომელიც თითქოს ერაყიდან მოდიოდა, მცდარია. მსგავს საფრხთეს არ გრძნობდა ერაყიის, როგორც რეგიონში ყველაზე ღარიბი სახელმწიფოს არცერთი მეზობელი ქვეყანა.
ერაყის ოკუპაცია, ჩომსკისთვის თქმით, ამერიკულ-ბრიტანული მხარისთვის ბევრად უფრო ფართო მიზანს ემსახურებოდა, ვიდრე ეს იყო „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ.“ ერაყის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ომი, ჩომსკის აზრით, საერთოდ არ არის მსგავსი იმ ომისა, რომელიც ვიეტნამის წინააღმდეგ ხორციელდებოდა, რადგან არ არსებობს მიზანი ერაყის განადგურებისთვის. ერაყის რესურსები ბევრად ღირებულია, ვიდრე ვიეტნამის. ის იყო ბოლო სივრცე მსოფლიოში, რომლის ტერიტორიაზე ნავთობის მასა ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი.
ჩომსკი და საქართველო
2008 წლის რუსულ-ქართულ-ოსურ კონფლიქტიდან, ე. წ. „აგვისტომის ომიდან“ ერთი თვის თავზე ნოამ ჩომსკი წერს სტატიას სახელით „ოსეთი-რუსეთი-საქართველო“, სადაც ის ახლახან მომხდარი მოვლენების ისტორიულ კონტექსტს და ამასთან, მისი გეოპოლიტიკურ როლის ანალიზს გვთავაზობს. ჩომსკის თქმით, სამხრეთ ოსეთში პირველი კონფლიქტური სიტუაცია მას შემდეგ ჩნდება, რაც საქართველოს ულტრანაციონალისტი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1990 წელს აუქმებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიას და იკავებს სამხრეთ ოსეთს. მტიკივენულ ომს შედეგად მოჰყვება ათასი გარდაცვლილი და ათი ათასობით ლტოლვილი. ჩომსკი ესეში 2008 წლის აგვისტოს ომის პროპაგანდისტულ მხარეს აქცევს ყურადღებას, სადაც ის ამ სფეროში რუსეთის მარცხზე ამახვილებს ყურადღებას. ქართული მხარის პროპაგანდისტულ გამარჯვება, ჩომსკის თქმით, იმის დამსახურებაა, რომ რაც უფრო თავისუფალი ხდება ქვეყანა და რაც უფრო მეტად კარგავს სახელმწიფო მოსახლეობაზე კონტროლს, მით უფრო ყალბდება პროპაგანდა. ტექსტში ყურადღება ექცევა ამერიკის ინტერესს საქართველოსა და მისი ტერიტორიული მნიშვნელობისადმი, როგორც იმ ქვეყნისა, რომელიც ბილ კლინტონმა აირჩია კორიდორად და რუსეთისა და ირანის შემოვლით გზად. ჩომსკი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველო არის ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან მომავალი მილსადენების გამტარი ქვეყანა.[30]
Aeschimann, Eric (May 31, 2010). „Chomsky s'est exposé, il est donc une cible désignée“. Libération (ფრანგული). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 26, 2012. ციტირების თარიღი: June 8, 2010. ციტატა: „Chomsky a été violemment blessé du fait qu'une partie des intellectuels français aient pu le croire en accord avec Faurisson, en contradiction avec tous ses engagements et toute sa vie.“
(2006) „Noam Chomsky“, American Decades. Detroit, MI: Gale.
Birnbaum, Jean (June 3, 2010). „Chomsky à Paris: chronique d'un malentendu“. Le Monde des Livres. Le Monde (ფრანგული). ციტირების თარიღი: June 8, 2010. ციტატა: „Le pays de Descartes ignore largement ce rationaliste, la patrie des Lumières se dérobe à ce militant de l'émancipation. Il le sait, et c'est pourquoi il n'y avait pas mis les pieds depuis un quart de siècle.“
Bobanović, Paula (April 14, 2018). „Chomsky: Hrvati, Srbi i Bošnjaci govore isti jezik“ [Chomsky: Croats, Serbs and Bosniaks Speak the Same Language]. Express.hr (სერბულ-ხორვატული). Zagreb. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 7, 2018. ციტირების თარიღი: July 9, 2018.
Fernald, Anne; Marchman, Virginia A. (2006) „Language learning in infancy“, Handbook of Psycholinguistics. Academic Press, გვ. 1027–1071. ISBN978-008046641-5.
Gendzier, Irene (2017). „15: Noam Chomsky and the Question of Palestine/Israel: Bearing Witness“, The Cambridge Companion to Chomsky, 2nd, Cambridge University Press, გვ. 314–329. ISBN978-131673875-7.
Greif, Mark (2015). The Age of the Crisis of Man: Thought and Fiction in America, 1933–1973. Princeton, N.J.: Princeton University Press. ISBN978-0-691-14639-3.
Hamans, Camiel; Seuren, Pieter A. M. (2010) „Chomsky in search of a pedigree“, Chomskyan (R)evolutions. John Benjamins, გვ. 377–394. ISBN978-902721169-9.
Harbord, Shaun (1994). „Extracts form 'An historian's appraisal of the political writings of Noam Chomsky'“, Noam Chomsky: Critical Assessments, Volumes 2–3. Taylor & Francis, გვ. 487. ISBN978-0-415-10694-8.
Koerner, E. F. K. (1978). „Towards a historiography of linguistics“, Toward a Historiography of Linguistics: Selected Essays. John Benjamins, გვ. 21–54.
Koerner, E. F. K. (1983). „The Chomskyan 'revolution' and its historiography: a few critical remarks“. Language & Communication. 3 (2): 147–169. doi:10.1016/0271-5309(83)90012-5.
Partee, Barbara H. (2015). „Asking What a Meaning Does: David Lewis's Contribution to Semantics“, A Companion to David Lewis, Blackwell Companions to Philosophy. John Wiley & Sons, Inc.. ISBN978-111838818-1.
(2013) The Blackwell Guide to Ethical Theory, 2nd, John Wiley & Sons. ISBN978-1-118-51426-9.
Steedman, Mark J. (October 1, 1984). „A Generative Grammar for Jazz Chord Sequences“. Music Perception. 2 (1): 52–77. doi:10.2307/40285282. JSTOR40285282.