მსოფლიო საეკლესიო კრება

ქრისტიანობა
წმინდა წერილი
ძველი აღთქმა
ახალი აღთქმა (სახარება)
ისტორია
მოციქულების ეპოქა
ეკლესიის დევნის პერიოდი
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
მსოფლიო საკლესიო კრებები
დიდი სქიზმა
რეფორმაცია
კიდევ...
მიმდინარეობები
მართლმადიდებლობა
კათოლიციზმი
მონოფიზიტობა
პროტესტანტიზმი
კიდევ...
ღვთისმეტყველება
შობა
ჯვარცმა
ამაღლება
ანტიქრისტე
კიდევ...
სხვადასხვა
ქრისტიანობა
პორტალი
დაფა: იხ.  განხ.  რედ.
მსოფლიოს პირველი საეკლესო კრება ნიკეაში.

მსოფლიო საეკლესიო კრება — უმაღლესი ქრისტიანული სამღვდელოების კრება, რომლებზედაც წყდება უმნიშვნელოვანესი საეკლესიო საკითხები, აწესებენ სარწმუნოებისა და კულტის ნორმებს, ასწორებენ ან ადგენენ ახალ წესებს, აფასებენ ან უარყოფენ სხვადასხვა კონცეფციებს, განსაზღვრავენ ერესებთან ბრძოლის მეთოდებს, ამტკიცებენ დოგმებს და იღებენ ეკლესიის გაძლიერების ღონისძიებებს.

პირველ ხნებში იწვევდნენ ბიზანტიის იმპერატორების ინიციატივით, რომელიც თავჯდომარეობდა კიდეც კრებას.

კრების მსოფლიოდ აღიარების საკითხი

მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია და ეკლესიის ისტორია ამოწმებენ, რომ უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების მატარებელი არის მსოფლიო ეპისკოპატი — მოციქულთა კრების მემკვიდრე, ხოლო მსოფლიო კრება არის ყველაზე სრულყოფილი საშუალება მსოფლიო ეპისკოპატის უფლებამოსილების ეკლესიაში განხორციელებისათვის. მსოფლიო კრებათა პირველსახეა მოციქულთა კრება იერუსალიმში. მსოფლიო კრების შემადგენლობის, უფლებამოსილების და მოწვევის პირობებთან დაკავშირებით საბოლოოდ დადგენილი დოგმატური ან კანონიკური განსაზღვრებები ან მისი მოწვევის უფლებამოსილი ინსტანციები არ არსებობს. ეს იმითაა განპირობებული, რომ მსოფლიო კრებაში მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია საეკლესიო ძალმოსილების უმაღლეს ინსტანციას ჭვრეტს, რომელიც უშუალოდ სულიწმინდის მიერ იმართება და შეუძლებელია რაიმე სახის რეგლამენტაციას დაექვემდებაროს. თუმცა კი მსოფლიო კრების შესახებ კანონიკური განსაზღვრებების არქონა ხელს არ უშლის იმ ისტორიული ცნობებისა და გარემოებების თავმოყრა-განზოგადების საფუძვეზე, რომელთა პირობებშიც მოიწვეოდა ხოლმე მსოფლიო კრება, ეკლესიის სტრუქტურასა და ცხოვრებაში არსებული ამ მეტად ქარიზმატული ინსტიტუტის ზოგიერთი ძირითადი შტრიხის გამოვლენას.

შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრება იმპერატორმა მოიწვია. მაგრამ ეს ფაქტი არაა საკმარისი მიზეზი მსოფლიო საეკლესიო კრების სხვათა, სახელდობრ, საეკლესიო ინსტანციების მიერ მოწვევის შესაძლებლობის უარსაყოფად. შემადგენლობის მხრივ მსოფლიო კრება არის ეპისკოპოსთა კორპორაცია. პრესვიტერებსა და დიაკვნებს მასზე სრულუფლებიანი წევრის სტატუსით დასწრების ნება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლეოდათ, როცა ისინი კრებაზე არმყოფ თავის ეპისკოპოსს წარმოადგენდნენ. არცთუ იშვიათად ისინი კრებებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საკუთარი ეპისკოპოსების ამალაში მყოფი მრჩევლები. კრებაზე ასევე დაშვებული იყო მათი სიტყვის მოსმენა. ცნობილია, თუ როგორი მნიშვნელობა ჰქონდა მსოფლიო ეკლესიისათვის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრების მსვლელობაში ათანასე დიდის მონაწილეობას, რომელიც ნიკეაში დიაკონის ხარისხში, თავისი ეპისკოპოსის — წმინდა ალექსანდრე ალექსანდრიელის თანმხლებ ამალაში მყოფი ჩავიდა, მაგრამ კრებათა განჩნებებს ხელს მხოლოდ ეპისკოპოსები ან მათი მონაცვლეები აწერდნენ. გამონაკლისი მეშვდე მსოფლიო კრების აქტებია, რომლებსაც ეპისკოპოსებთან ერთად მასზე მონაწილე მღვდელმთავრის პატივის არმქონე მონაზვნებმაც მოაწერეს ხელი. ეს დაკავშირებული იყო იმ განსაკუთრებულ ავტორიტეტთან, რომელიც ბერ-მონაზვნებმა მოიპოვეს კრების წინარე ხატმებრძოლობის ეპოქაში ხატთაყვანისცემის მტკიცე აღმსარებლობითი დაცვის წყაობით და აგრეთვე იმ გარემოებით, რომ ამ კრების მონაწილე ზოგიერთმა ეპისკოპოსმა ხატმებრძოლებისათვის დათმობებით საკუთარი თავის კომპრომენტირება მოახდინა. მსოფლიო კრებების დადგენილებების ქვეშ იმპერატორების ხემოწერები პრინციპულად სხვაობდნენ ეპისკოპოსებისა და მათი მოადგილეების ხელმოწერისაგან. ისინი ოროსებს, კრებათა განსაზღვრებებს და კანონებს იმპერატორის კანონების ძალას ანიჭებდნენ და მათ უთანაბრებნენ.

ადგილობრივი ეკლესიები მსოფლიო კრებაზე სხვადასხვაგვარი სისრულით იყო წარმოდგენილი. მსოფლიო კრებებში რომის ეკლესიის მხოლოდ რამდენიმე წარმოამადგენელი იღებდა მონაწილეობას, თუმცა კი აღსანიშნავია, რომ ამ პიროვნებების ავტორიტეტი მაღალი იყო. მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკიდურესად მცირერიცხოვანი, თითქმის სიმბოლური იყო ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების წარმომადგენლობა. კრების მსოფლიოობის აღიარებას არასოდეს განაპირობებდა ყველა ადგილობრივი ეკლესიის პროპორციული დასწრება.

მსოფლიო კრებების კომპეტენცია უპირველეს ყოვლისა იყო სადავო დოგმატური საკითხების გადაწყვეტა. ესაა სწორედ მსოფლიო და არა ადგილობრივი კრებების უპირატესი და თითქმის ექსკლუზიური უფლება. წმინდა წერილისა და საეკლესიო გარდამოცემაზე დაყრდნობით კრებათა მამებმა დაამხეს ერეტიკული გაუკუღმართებანი, დაუპირისპირეს რა მათ კრებათა განსაზღვრებების საშუალებით სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება. მათ ოროსებში დაცული შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დოგმატური განსაზღვრებები თემატურად ერთიანდება. მასში სრულიად იშლება ტრინიტარული და ქრისტოლოგიური სწავლება. კრებათა სიმბოლოებსა და ოროსებში დოგმატების გადმოცემა უცდომელია, რაც ქრისტიანობაში აღიარებულ ეკლესიის უცდომელობას გამოხატავს.

დისციპლინარულ სფეროში კრებები გამოსცემდნენ კანონებს, რომლებიც საეკლესიო ცხოვრების რეგლამენტირებას ახდენდნენ და აგრეთვე ამტკიცებდნენ ადგილობრივი საეკლესიო კრებებისა და ეკლესიის წმინდა მამათა კანონებს. ამას გარდა ისინი ცვლიდნენ და აზუსტებდნენ ადრე მიღებულ დისციპლინარულ განსაზღვრებებს. მსოფლიო კრება ასამართლებდა ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებს, სხვა იერარქებს და ეკლესიის ყველა წევრს, ანათემას უცხადებდა ცრუმოძღვრებსა და მათ მომხრეებს, გამოჰქონდა სასამართლო დადგენილება საეკლესიო დისციპლინის დარღვევასთან ან საეკლესიო თანამდებობების უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. ასევე მსოფლიო კრების უფლებამოსილებაში შედიოდა ადგილობრივი ეკლესიების სტატუსზე და საზღვრებზე მსჯავრის გამოტანა.

უაღრესად რთულია კრების დადგენილებების ეკლესიის მიერ მიღების და ამასთან კავშირში მსოფლიო კრების კრიტერიუმების საკითხი. კრების უცდომელობის, მსოფლიოობის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრის გარეგნული კრიტერიუმები არ არსებობს, რადგანაც არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტების გარეგნული კრიტერიუმები. ამიტომაც, მაგალითად, ამა თუ იმ კრების მონაწილეთა რაოდენობა ან მასზე წარმოდგენილ ეკლესიათა რიცხოვნობა არ არის მთავარი მისი სტატუსის განსაზღვრისას. წმინდა მაქსიმე აღმსარებელის სწავლებით, წმინდა და აღიარებული ის კრებებია, რომლებიც სწორად გადმოსცემენ დოგმატებს. ამასთანავე წმ. მაქსიმე უარყოფდა ცეზაროპაპისტულ ტენდენციასაც იმასთან დაკავშირებით, რომ კრებათა საყოველთაო ავტორიტეტი იმპერატორების მიერ მათი დადგენილებების რატიფიკაციაზე ყოფილიყო დამოკიდებული. „ადრინდელი კრებები რომ იმპერატორების ბრძანების მიხედვით დამტკიცებულიყო და არა მართლმადიდებლური სარწმუნოებით, — ამბობს ის, — მაშინ ის კრებებიც იქნებოდა მიღებული რომლებიც ერთარსების სწავლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რადგან ისინიც იმპერატორების ბრძანებით იყვნენ მოწვეულნი... ყველა მათგანი, მართლაც, იმპერატორის ბრძანებისამებრ შეიკრიბა, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა განსჯილია მათზე დამტკიცებული მკრეხელური სწავლებების გამო“.

უსაფუძვლოა რომაულ-კათოლიკური ეკესიოლოგიისა და კანონიკის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ კრების აქტების აღიარება რომის ეპისკოპოსის მიერ მათ რატიფიკაციაზეა დამოკიდებული. მთავარეპისკოპოს პეტრეს(ლ'იულიე) შენიშვნით „მსოფლიო კრებაზე დამსწრე მამები არასოდეს თვლიდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებების ნამდვილობა რაიმე სახის შემდგომ რატიფიკაციაზე იყო დამოკიდებული... მიღებული ზომები და დადგენილებები სავალდებულო ხდებოდა კრების დამთავრებისთანავე და გადაუდებლად მიიჩნეოდა“. ისტორიულად კრების მსოფლიოდ საბოლოო აღიარებას მომდევნო კრება ახდენდა ხოლმე, ხოლო მეშვიდე კრება საყოველთაოდ, კონსტანტინოპოლის 879 წლის ადგილობრივ კრებაზე გამოცხადდა.

კრებების სია

კრებები, რომლებსაც აღიარებენ მართლმადიდებლები და კათოლიკეები

  1. ნიკეის პირველი საეკლესიო კრება
  2. კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრება
  3. ეფესოს საეკლესიო კრება
  4. ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება
  5. კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო კრება
  6. კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრება
  7. ნიკეის მეორე საეკლესიო კრება
  8. კონსტანტინოპოლის მეოთხე საეკლესიო კრება

კრებები, რომლებსაც აღიარებს მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია

  1. კონსტანტინოპოლის მეხუთე საეკლესიო კრება

კრებები, რომლებსაც აღიარებენ მხოლოდ კათოლიკეები

  1. კონსტანტინოპოლის მეოთხე საეკლესიო კრება
  2. ლატერანის პირველი საეკლესიო კრება
  3. ლატერანის მეორე საეკლესიო კრება
  4. ლატერანის მესამე საეკლესიო კრება
  5. ლატერანის მეოთხე საეკლესიო კრება
  6. ლიონის პირველი საეკლესიო კრება
  7. ლიონის მეორე საეკლესიო კრება
  8. ვიენის საეკლესიო კრება
  9. კონსტანცის საეკლესიო კრება
  10. ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრება
  11. ლატერანის მეხუთე საეკლესიო კრება
  12. ტრიდენტის საეკლესიო კრება
  13. ვატიკანის პირველი საეკლესიო კრება
  14. ვატიკანის მეორე საეკლესიო კრება

ავაზაკური საეკლესიო კრებები

  1. ანტიოქიის საეკლესიო კრება
  2. მილანის საეკლესიო კრება
  3. ეფესოს ავაზაკთა კრება
  4. ხატმებრძოლთა პირველი საეკლესიო კრება
  5. ხატმებრძოლთა მეორე საეკლესიო კრება

რესურსები ინტერნეტში

Read other articles:

Untuk sinetron SCTV, lihat Pinokio dan Peri Biru. Untuk drama Korea, lihat Pinocchio (seri televisi 2014). Si Boneka Kayu, PinokioSutradara Willy Wilianto Produser Sabirin Kasdani Ditulis oleh Imam Tantowi Abbi Wiyono PemeranAtengIskakDina MarianaJack JohnLiza TanzilSup YusupSoes DAPenata musikGatot SubartoSinematograferAsmawiPenyuntingE. Mukhsin HamzahDistributorRapi FilmsTanggal rilis1979Durasi93 menitNegara Indonesia Bahasa Indonesia Si Boneka Kayu, Pinokio adalah film Indonesia yang...

 

Palacio de los Gobernadores Hito histórico nacionalLugar inscrito en el Registro Nacional de Lugares Históricos y National Treasure LocalizaciónPaís Estados UnidosUbicación Santa FeCoordenadas 35°41′16″N 105°56′18″O / 35.687846838571, -105.93820400244Información generalEstilo arquitectura neocolonial española y Arquitectura neopuebloDeclaración 9 de octubre de 1960, 15 de octubre de 1966 y 2015Inauguración 1610Ocupante New Mexico History Museumhttps://www.nm...

 

Masjid Ahmed Hamdi AksekiAhmet Hamdi Akseki CamiiAgamaAfiliasi agamaIslam – SunniProvinsiAnkaraLokasiLokasiAnkaraNegara TurkiKoordinat39°54′23.0″N 32°45′47.5″E / 39.906389°N 32.763194°E / 39.906389; 32.763194Koordinat: 39°54′23.0″N 32°45′47.5″E / 39.906389°N 32.763194°E / 39.906389; 32.763194ArsitekturJenisMasjidGaya arsitekturTurki dengan sedikit sentuhan arsitektur Timur TengahDidirikan2009SpesifikasiKubah1Menara...

柑橘類 さまざまな果実のスライス 分類 界 : 植物界 Plantae 階級なし : 被子植物 angiosperms 階級なし : 真正双子葉類 eudicots 階級なし : コア真正双子葉類 core eudicots 階級なし : バラ類 rosids 階級なし : アオイ類 malvids 目 : ムクロジ目 Sapindales 科 : ミカン科 Rutaceae 亜科 : ミカン亜科 Aurantioideae 連 : ミカン連 Citreae 亜連 : ミカン亜連 Citrinae 階級なし : 柑橘類 属 ミカン属(カンキ...

 

Mikael Nyqvist (2013) Rolf Åke Mikael Nyqvist [ˈmikaɛl ˈnʏˌkvist] (auch Michael Nyqvist; * 8. November 1960 in Stockholm; † 27. Juni 2017 ebenda[1]) war ein schwedischer Film- und Theaterschauspieler. Inhaltsverzeichnis 1 Leben 2 Filmografie (Auswahl) 3 Publikationen 4 Weblinks 5 Einzelnachweise Leben Michael Nyqvist wuchs bei schwedischen Adoptiveltern auf, die ihn als Säugling aus einem Waisenhaus aufgenommen hatten. Nach der Geburt seines ersten Kindes beschloss er, seine ...

 

Tabung reaksiDua tabung reaksi kecil dipegang menggunakan klemNama lainTabung pembiakPenggunaanReaksi kimiaHal terkaitVakutainerTabung didihTabung sentrifugal Tabung reaksi, adalah peralatan gelas yang umum ada di laboratorium berbentuk tabung sebesar kira-kira jari tangan manusia dewasa, terbuat dari kaca atau plastik, terbuka di bagian atasnya, biasanya alasnya berbentuk huruf-U. Tabung reaksi besar khusus untuk mendidihkan cairan disebut labu didih. Tabung reaksi tersedia dalam berbagai uk...

2004 neo-noir action thriller film by Michael Mann For other uses, see Collateral. Not to be confused with Colateral (documentary). CollateralTheatrical release posterDirected byMichael MannWritten byStuart BeattieProduced byMichael MannJulie RichardsonStarring Tom Cruise Jamie Foxx Jada Pinkett Smith Mark Ruffalo Peter Berg Bruce McGill CinematographyDion BeebePaul CameronEdited byJim MillerPaul RubellMusic byJames Newton HowardProductioncompaniesParkes/MacDonald ProductionsEdge CityForward ...

 

Sierra EspuñaHighest pointElevation1,583 m (5,194 ft)Coordinates37°51′20″N 1°30′45″W / 37.85556°N 1.51250°W / 37.85556; -1.51250GeographySierra EspuñaSpain LocationBajo GuadalentínRegion of MurciaParent rangePenibaetic System, Eastern zoneGeologyMountain typekarstic The Sierra Espuña is a mountain range in the Region of Murcia, Spain. It is part of the Penibaetic System. The Sierra Espuña Regional Park protects 17,804 ha of the mountain ...

 

Medieval era Hindu philosopher and scholar GauḍapādaAdi Guru Shri GauḍapādāchāryaPersonalReligionHinduismFounder ofShri Gaudapadacharya MathPhilosophyAdvaita Vedanta Part of a series onAdvaita SchoolsClassical Advaita Vedanta Bhāmatī Vivarana Shaivism/Tantra/Nath Kashmir Shaivism (Pratyabhijna) Nath (Inchegeri Sampradaya) New movements Neo-Advaita Nondualism ConceptsClassical Advaita vedanta Atman Brahman Avidya Ajativada Mahāvākyas Satchitananda Om Tat Tvam Asi Three Bodies ...

US author, journalist, and commentator For the senior political analyst for Time magazine, see Mark Halperin. This article uses bare URLs, which are uninformative and vulnerable to link rot. Please consider converting them to full citations to ensure the article remains verifiable and maintains a consistent citation style. Several templates and tools are available to assist in formatting, such as reFill (documentation) and Citation bot (documentation). (August 2022) (Learn how and when to rem...

 

У Вікіпедії є статті про інші значення цього терміна: В пошуках Аляски (2019). «У пошуках Аляски» Обкладинка українського виданняАвтор Джон ГрінНазва мовою оригіналу Looking for AlaskaКраїна СШАМова англійськаЖанр підліткова літератураВидано 2005Видано українською 2016Сторінок 288 «...

 

This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: Stockton Terminal and Eastern Railroad – news · newspapers · books · scholar · JSTOR (October 2020) Stockton Terminal and Eastern RailroadOverviewHeadquartersStockton, CaliforniaReporting markSTELocaleStockton, CaliforniaDates of operation1908–T...

Giant stairway in Odesa, Ukraine Potemkin StairsStairsUkrainian: Потьомкінські сходиPotemkin Stairs in Odesa, UkraineDesignF. Boffo, Avraam Melnikov and Pot'eConstruction1837–1841Opening date1841Steps192Height27 mSurfacegranite, sandstone[1][2]Dedicated toBattleship PotemkinCoordinates: 46°29′21″N 30°44′36″E / 46.48917°N 30.74333°E / 46.48917; 30.74333 The Potemkin Stairs, Potemkin Steps (Ukrainian: Потьо́...

 

Sven LampellColonel Lampell after completing flight session.Nickname(s)Lampan[1]Born(1920-12-18)18 December 1920Södertälje, SwedenDied28 June 2007(2007-06-28) (aged 86)Hässelby, SwedenAllegianceSwedenService/branchSwedish Air ForceYears of service1943–1972RankColonelUnit22 U.N. Fighter Squadron (1961–63)Commands heldHälsinge Wing (1965–72)Battles/warsCongo CrisisSpouse(s)Eva DahlbeckOther workWork for the Red Cross Sven Hjalmar Lampell (18 December 1920 – 28...

 

Railway station in Nagano, Nagano Prefecture, Japan Nagano Station長野駅Nagano Station, Zenkoji-guchi EntranceGeneral informationLocationKurita, Nagano-shi, Nagano-ken 380-0921JapanCoordinates36°38′35″N 138°11′17″E / 36.643114°N 138.188058°E / 36.643114; 138.188058Elevation361 m (1,184 ft) [1]Operated by JR East Shinano Railway Nagano Electric Railway Line(s) Hokuriku Shinkansen      Shin'etsu Main Line ■ Kita...

Prominent American family GoeletCurrent regionNew YorkPlace of originLa Rochelle, FranceConnected familiesInnes-Ker familyLivingston familyDel PonteEstate(s)Glenmere mansionOchre Court The Goelet family is an influential family from New York, of Huguenot origins, that owned significant real estate in New York City. Ogden Goelet, builder of Ochre Court, Newport, Rhode Island History The Goelets are descended from a family of Huguenots from La Rochelle in France, who escaped to Amsterdam.[1...

 

Radio station in Pamplin City, VirginiaWWEQPamplin City, VirginiaBroadcast areaPamplin City, VirginiaFrequency90.5 MHzBrandingEquipFMProgrammingFormatDefunct (formerly Religious)AffiliationsUnited News and InformationOwnershipOwnerCalvary Chapel of LynchburgSister stationsWEQF-FM, WEQPHistoryFirst air date2010Former call signsWEQP (2008-2015)Technical informationFacility ID176875ClassAERP80 wattsHAAT125 metersTransmitter coordinates37°12′7.0″N 78°41′31.0″W / 37.20194...

 

1941 film by Del Lord Dutiful But DumbDirected byDel LordWritten byElwood UllmanProduced byHugh McCollumDel LordStarringMoe HowardLarry FineCurly HowardVernon DentBud JamisonFred KelseyEddie LaughtonChester ConklinHarry SemelsMarjorie DeanneStanley BrownLew DavisCinematographyBenjamin H. KlineEdited byArt SeidDistributed byColumbia PicturesRelease date March 21, 1941 (1941-03-21) (U.S.) Running time16:47CountryUnited StatesLanguageEnglish Dutiful But Dumb is a 1941 short su...

Clade of tetrapods Not to be confused with synapse, synapsis, or therapsid. SynapsidsTemporal range: Pennsylvanian–Holocene, 318[1]–0 Ma PreꞒ Ꞓ O S D C P T J K Pg N Examples of synapsids (left to right, top to bottom): Cotylorhynchus, Dimetrodon, Inostrancevia, Moschops, Castorocauda, Adelobasileus, Tachyglossus, and Panthera tigris Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Superclass: Tetrapoda Clade: Reptiliomorpha Clade: Amniota Cla...

 

For the Douglas aircraft, see Douglas DC-6. Model DC-6 The DC-6A Role Four-seat tourerType of aircraft Manufacturer Cessna Aircraft Company Designer Clyde Cessna First flight 1929 Primary user United States Army Air Corps Developed from Cessna CW-6 The Cessna Model DC-6 was a 1920s American high-wing four-seat tourer built by the Cessna Aircraft Company. It was used by the United States Army Air Corps as the UC-77/UC-77A. Design and development The DC-6 was a scaled-down four-seat versio...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!