მარიკაო (ინგლ. Maricao) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი პუერტო-რიკოში. მდებარეობს კორდილიერა-სენტრალის დასავლეთ კიდეში, სან-ხერმანის, საბანა-გრანდესა და იაუკოს ჩრდილოეთით, ლას-მარიასისა და ლარესის სამხრეთით, მაიაგუესის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ადხუნტასის დასავლეთით. მოიცავს 6 ბარიოსა და მარიკაო-ბარიო-პუებლოს (ქალაქის საქმიანი ნაწილი და ადმინისტრაციული ცენტრი). 2020 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 4 455 ადამიანს შეადგენს.[2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო