მაიაგუესი (ინგლ. Mayagüez) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი პუერტო-რიკოში. მდებარეობს დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 73 077 ადამიანს შეადგენს. მოიცავს 21 ბარიოსა და მაიაგუეს-პუებლოს (ქალაქის საქმიანი ნაწილი და ადმინისტრაციული ცენტრი). შედის მაიაგუესის მეტროპოლიტენური ტერიტორიის შემადგენლობაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო