დაიბადა ჩრდილოეთ იტალიის პატარა სოფელ ლეჯუნოში. რივამ თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი მოკრძალებულ სარდინიულ კლუბ „კალიარიში“ გაატარა, რომელთან ერთადაც 1969-70 წლების სეზონში ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა სერია A-ში. იმ სეზონში რივამ 21 გოლი გაიტანა. სულ „კალიარიში“ ასპარეზობისას კი — 164. რივამ რამდენჯერმა თქვა უარი უფრო მაღალი კლასის კლუბში გადასვლაზე.
სანაკრებო კარიერა
რივას სანაკრებო კარიერა არც ისე კარგად დაიწყო. მან ფეხი მოიტეხა მესამე სანაკრებო მატჩში, 1967 წლის მარტში, პორტუგალიის წინააღმდეგ ამხანაგური თამაშისას. ის ნაკრებს შვიდი თვის შემდეგ დაუბრუნდა და მონაწილეობა მიიღო კვიპროსის წინააღმდეგ 5-0 მოგებულ მატჩში, სადაც ჰეთ-ტრიკი შეასრულა.
1968 წლის 10 ივნისს რივა შევიდა შეცვლაზე იუგოსლავიის წინააღმდეგ ევრო 1968-ის ფინალურ გადათამაშებით მატჩში. რივამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ნაკრებს ჩემპიონობა მოუტანა.
რივას გოლით გავიდა იტალიის ნაკრები 1970 წლის მუნდიალზე. 1969 წლის 22 ნოემბერს რივამ აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრებს გაუტანა თავური გოლი საკვალიფიკაციო მატჩში. რივამ გოლი გაიტანა „საუკუნის მატჩად“ მონათლულ თამაშში, რომელიც გაიმართა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ნახევარფინალში იტალია გერმანიის ნაკრებს შეხვდა. რივამ გაიტანა დამატებით დროში, როცა ანგარიში 2-2 იყო. მატჩი იტალიამ 4-3 მოიგო.
რივა მხოლოდ 29 წლის იყო, როცა უკანასკნელად ითამაშა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 1974 წლის მუნდიალზე. მისი შედეგი, ნაკრებში გატანილი 35 გოლი დღემდე რეკორდად რჩება იტალიის ნაკრებისთვის.
სათამაშო სტილი
რივა კარგად ურტყამდა მარცხენა ფეხით და ხშირად ასრულებდა შეტევებს აკრობატულ ნახტომში შესრტულებული დარტყმებით.
↑Goldenfoot. Gigi Riva. Gigi Riva, with Piola and Meazza, was the greatest Italian forward: his football is characterized by a gushing physical exuberance that won him the renowned nickname of “Rombo di tuono” (thunder) given to him by the Italian journalist Gianni Brera. Riva embodied the ideal mix that should characterize the great strikers: not only strength but also speed, skill and courage which made him one of the best-loved players by all the football fans. წაკითხვის თარიღი: 1 თებერვალი, 2018.