|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ელიავა.
|
ლია შალვას ასული ელიავა (დ. 28 მაისი, 1934, თბილისი ― გ. 8 ოქტომბერი, 1998, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976).
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში 1934 წლის 28 მაისს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს. ამავე წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. 1960 წელს მიღებული აქვს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება. 1956 წლიდან იღებდენ კინოში. ბევრ ფილმში მას პარტნიორობას უწევს მეუღლე — პოპულარული ქართველი მსახიობი ოთარ კობერიძე.
ლია ელიავა გარდაიცვალა 1998 წლის 8 ოქტომბერს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში