ოთარ კობერიძე დაიბადა თბილისში 1924 წლის 17 დეკემბერს. მისი პირველი ფილმი იყო ნიკოლოზ შენგელაიას „შავი მთები“, სადაც პარტიზანს თამაშობდა. ეს იყო მოკლემეტრაჟიანი სურათი ბესარაბიელებზე. მაშინ კობერიძე მერვე კლასში იყო. ფილმის შემდეგ ჩარიცხეს კინოსამსახიობო სტუდიაში, პირველ კურსზე. დილით სკოლაში დადიოდა, საღამოს სტუდიაში.
როგორც მსახიობი იხსენებს, მესამე კურსზე ყოფლის დროს, საშინელება ტრიალებდა — სიბნელე, პურის, ნავთის რიგები. ამან ძალიან იმოქმედა და მოხალისედ წავიდა ფრონტზე, 1943–1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ჯარში ყოფნის დროს ის ახსენდებოდა, რაც ფილმში ჰქონდა ნათამაშები. პრაღის გათავისუფლებაში მონაწილეობდა. პრაღის ახლოს, ბანსქტონ-ბისტრიცაში იბრძოდა და რას წარმოიდგენდა, რომ 16 წლის შემდეგ ამავე ადგილებში მოუწევდა თამაში ნიკოლოზ სანიშვილის„შეწყვეტილ სიმღერაში“, სადაც გურამ გელოვანის როლი მისცეს. ფილმში კვდება, ომში კი ცოცხალი გადარჩა.
ომიდან დაბრუნების შემდეგ, პირველად „ქეთოს და კოტეს“ გადაღებაზე მიიწვიეს. ამავე პერიოდში დაეღუპა ბებია.