ლენტეხის მუნიციპალიტეტის გერბი |
---|
|
დეტალები |
---|
დამტკიცდა |
22 ივლისი, 2011 |
---|
გვირგვინი |
სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
---|
ფარი |
შავი აღჭურვილი დათვი, სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი, ოქროს ტახტი, სვანური ვერცხლის ქუდი. |
---|
ფარმჭერები |
ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა |
---|
დევიზი |
ლენტეხი |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გერბი — ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
გერბის ფარი გადაკვეთილია მრუდედ-ტეხილად, ხოლო ზედა მხარე გაკვეთილია და ამრიგად იყოფა სამ ნაწილად.
- I ნაწილი — ვერცხლის ველზე შავი აღჭურვილი დათვი (ეშვები, ენა, ბრჭყალები წითელია).
- II ნაწილი — ლაჟვარდოვან ველზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი.
- III ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ოქროს ტახტი, რომლის ზემოთ მოთავსებულია სვანური ვერცხლის ქუდი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ლენტეხი“.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების გერბები | |
---|
| რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების დროშები | |
---|
|