ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბი |
---|
|
დეტალები |
---|
დამტკიცდა |
დამტკიცებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებით, 18 მაისი, 2011 წ. |
---|
გვირგვინი |
სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
---|
ფარი |
8 მეწამული ჯვარი, სამეფო ოქროს გვირგვინი, ოქროს გრაგნილი და ოქროს კვერთხი |
---|
ფარმჭერები |
ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
---|
დევიზი |
ასპინძა |
ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბი — ასპინძის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
გერბის ფარის ოქროს ველზე მოთავსებულია მცირე ფარი თანმხლები 8 მეწამული ჯვრით (3-2-3), მცირე ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია სამეფო ოქროს გვირგვინი, ხოლო მის ქვემოთ ერთმანეთზე ჯვარედინად დადებული ოქროს გრაგნილი და ოქროს კვერთხი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ასპინძა“.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების გერბები | |
---|
| სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების დროშები | |
---|
|