აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლო აჭარის დროშასთან ერთად, რაც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“[1]. შემოღებულ იქნა 2008 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებასთან ერთად, ძალაშია 2008 წლის 4 აგვისტოდან[2].

აღწერილობა

თანახმად კონსტიტუციური კანონისა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი განისაზღვრება რესპუბლიკის კონსტიტუციით და მასში აუცილებლად უნად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო გერბის ელემენტები[1].

გერბის აღწერილობა მოცემულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-7 მუხლში (პუნქტი 1):

ვიკიციტატა
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი წარმოადგენს ტალღისებურად გადაკვეთილ ჰერალდიკურ ფარს, ცენტრში მცირე ჰერალდიკური ფარით. მცირე ჰერალდიკურ ფარზე მეწამურ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი, ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარის პირველ ნაწილში მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს ციხე. ფარის მეორე ნაწილში ლაჟვარდ ველზე გამოსახულია სამი ოქროს მონეტა ორი ერთზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოსახულება თან ერთვის ამ კონსტიტუციას“
(მუხლი 7, პუნქტი 1[2])

გერბზე მუშაობდა პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკოსთა ჯგუფი[3]. კონსტიტუციის თანახმად, გერბის გამოყენების წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით[2].

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

  • HERALDICUM - Гербы Грузии. Исторические гербы Грузии; Грузинские губернии в Российской империи; Грузия, 1918; Советская Грузия; Закавказская СФСР, 1922-1936; Современная Грузия - Ведомства Грузии; Города Грузии; Регионы Грузии; Аджария. Официальный сайт Русского центра флаговедения и геральдики (2008-07-15). ციტირების თარიღი: 2011-01-08.

სქოლიო

  1. 1.0 1.1 საქართველოს კონსტიტუციური კანონი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ". კანონი. საქართველოს პარლამენტის ვებ-საიტი (2004-07-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-28. ციტირების თარიღი: 2011-01-16.
  2. 2.0 2.1 2.2 საქართველოს ორგანული კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე (DOC). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია. კოდექსი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-16. ციტირების თარიღი: 2011-01-16.
  3. „აჭარას ახალი გერბი ექნება“. ნიუსი. აჭარის ტელევიზია Adjaratv.Ge. ციტირების თარიღი: 2011-01-16. |publisher=-ში არის გარე ბმული (დახმარება)[მკვდარი ბმული]

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!