ლაზვიანი — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემი), ბაზალეთის ტბის აღმოსავლეთით, მდინარე ლაზვიანთხევის (საკრამულოსხევის) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 900 მ, დუშეთიდან 9 კმ.
სოფელში მდებარეობს ლაზვიანის ფშაველის ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 67 ადამიანი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
80[2]
|
2014 |
67
|
ლიტერატურა
სქოლიო