არახვეთი[2] — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მ, დუშეთიდან 61 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 205 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
მამაკაცი |
ქალი
|
1926[3] |
250 |
106 |
144
|
2002[4] |
326 |
162 |
164
|
2014[1] |
205 |
110 |
95
|
ისტორია
ძველი სოფელი თანამედროვე სოფლის მოშორებით, ლომისის მთის ფერდობზე იყო გაშენებული. ვახუშტი მას „არხვეთს“ უწოდებს. XIV საუკუნეში მთიულეთის არაგვის მთელ მარჯვენა სანაპიროსთან ერთად შედიოდა ქსნის საერისთავოში, XV საუკუნიდან არაგვის საერისთავოში. ნასოფლარის ადგილზე შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრის ტიპის სახლები. სოფლის თავზე XIX საუკუნის პატარა დარბაზული ეკლესიაა.
ლიტერატურა
სქოლიო