ბურსაჭირი (ყოფილი მაცხუბანი) — ნასოფლარი დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის თემში, მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, გუდამაყრის უღელტეხილის ძირას. მდინარე ბურსაჭირის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1920 მეტრზე, დუშეთიდან 60 კილომეტრში.
სოფელზე გადის ძველი სამხრეთი გზა, რომელიც გაივლის გუდამაყრის არაგვის ხეობის სოფლებს და ჩადის ყაზბეგში, ხოლო აქედან გადადის ჩრდილოეთ კავკასიაში. ბურსაჭირიდან გადადის აგრეთვე გხა ხევსურეთში.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
მამაკაცი |
ქალი
|
1926[2] |
89 |
46 |
43
|
2002[3] |
12 |
6 |
6
|
2014 |
0 |
0 |
0
|
ლიტერატურა
სქოლიო