1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ორი გოლის ავტორი.[2][3][4][5][6]
ბიოგრაფია
თამაში დაიწყო 1954 წელს ლანჩხუთის „კოლმეურნეში“. 1957–1958 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, დანარჩენი კარიერა გაატარა თბილისის „დინამოში“ (1959–1968). პირველ „ა“ ჯგუფში ჩატარებულ 199 მატჩში გაიტანა 46 გოლი.
1966 წლის 22 სექტემბერს მატჩში ერევნის „არარატის“ წინააღმდეგ გაიმეორა სსრ კავშირის ჩემპიონატის რეკორდი, რომელიც 1938 წელს დაამყარა ევგენი შელაგინმა — გაიტანა 5 გოლი მატჩში. მან ეს შეძლო 27 წუთში.
↑ნიკა კორინთელი (20 სექტემბერი, 2018). „ოქროს მატჩში“ კუთხურიდან გატანილი გოლი და „დათუნაშვილი გალისა!“. ციტატა: „...ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბევრი იყო გამოჩენილი ფეხბურთელი, რომლებმაც თავიანთი თამაშით, გატანილი გოლებითა თუ რაინდული საქციელით უდიდესი სიხარული მოჰგვარეს ფეხბურთის ქართველ ქომაგებს და სრულიად საქართველოს. მათ შორის არის 1964 წლის 18 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართული „ოქროს მატჩის“ მონაწილე ილია დათუნაშვილი, რომელსაც მიმდინარე წლის 1 სექტემბერს 81 წელი შეუსრულდა. იმ ღირსშესანიშნავ დღეს კი, როცა მოსკოვის „ტორპედოს“ კარში 2 გოლი გაიტანა და, თბილისის დინამოელებთან ერთად, პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, 27 წლის იყო.“ წყარო:ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.
↑გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ციტატა: 1964 წლის 18 ნოემბერი — გამორჩეული და სასიხარულო დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, თბილსის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. დაარქივებულიაორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 14 აგვისტო, 2019. წაკითხვის თარიღი: 9 იანვარი, 2020.