თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა (თურქ. Türkiye Büyük Millet Meclisi - TBMM, ხშირად უწოდებენ შემოკლებით „მეჯლისს“ - „პარლამენტს“) — თურქეთის ერთპალატიანი პარლამენტი, უზენაესი საკანონმდებლო ორგანო თურქეთის კონსტიტუციის მიხედვით. დაფუძნდა ანკარაში 1920 წლის 23 აპრილს თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ომის პერიოდში. პარლამენტს გადამწყვეტი როლი ჰქონდა მუსტაფა ქემალ ათათურქის მცდელობისას დაეფუძნებინა ახალი სახელმწიფო ოსმალეთის იმპერიის ნარჩენებისგან პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში