თელიანი (ყოფილი ყარაღაჯი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: თელიანი, სასირეთი). ზღვის დონიდან 580 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 21 კილომეტრით.[3]
ამ სოფელში XVII საუკუნეში ყმა-მამული ჰქონდათ თავად ჯავახიშვილებს. სოფლის შესახებ ცნობები დაცულია „მეფის სადროშოს ხალხის აღწერის დავთარში“, რომელიც XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედშია შედგენილი.[4]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 981 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[5] |
1088 |
508 |
580
|
2014[1] |
981 |
472 |
509
|
სქოლიო